ვებ-აპლიკაციების მართვა MS SharePoint-ის გარემოში

ფირმა Microsoft-ის ტექნოლოგია SharePoint წარმოადგენს კორპორაციული ქსელების ინფორმაციულ მოთხოვნებზე მორგებულ, ვებ-ბაზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც მომხმარებლებლებს თანამშრომლობის და ჯგუფური სერვისების გამოყენების მოქნილ შესაძლებლობებს სთავაზობს. კერძოდ, პროგრამის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ვებ-ბაზირებული სერვისების სწრაფი შექმნა ჯგუფური მუშაობისთვის, რაც კორპორაციულ ქსელებში მიმდინარე პროცესების მზარდ ავტომატიზაციას უწყობს ხელს. ანალოგიური ფუნქციონალის მქონე პროგრამული პროდუქტებიდან გამოირჩევიან WebSphere (IBM), Lotus Notes/Lotus Domino (LOTUS), MediaWiki (Wikimedia Foundation) და სხვები.
SharePointტექნოლოგიის ძირითადი შესაძლებლობები მოცემულია სურათზე სისტემა უზრუნველყოფს კორპორაციული ვებ-საიტების შექმნას და გაწყობას (Sites), კორპორაციულ ქსელში ინტერესთა ჯგუფების შექმნასა და მართვას (Communities), ინფორმაციის შენახვას (Content) და ძიებას (Search), გარე (მაგალითად, საოფისე) აპლიკაციების ინტეგრირებას ერთიან გარემოში (Insights) და წინასწარ დამუშავებული ფუნქციონალური ბლოკების გამოყენებას ბიზნეს-გადაწყვეტილებათა შესაქმნელად (Composities). თითოეული ამ სერვისისთვის დეტალურად განისაზღვრება წვდომათა მართვის სიები, რის შედეგსაც კორპორაციული ქსელი ერთიანი ინფორმაციული პორტალი წარმოადგენს, სადაც კომფორტულად მუშაობის საშუალებები გააჩნიათ ორგანიზაციული იერარქიის სხვადასხვა დონეზე მდგომ მომხმარებლებს.
სამაგალითოდ ავიღოთ თანამედროვე საინფორმაციო (ახალი ამბების) ვებ-პორტალი, რომლის ფარგლებშიც მუშაობენ სრულიად განსხვავებული ამოცანების მქონე
მომხმარებლები: IT-სპეციალისტები, ჟურნალისტები, რედაქტორები და მენეჯერები. მათი ნაწილი პორტალის შიგთავსს (კონტენტს) ანახლებს რეალური დროის რეჟიმში, მეორე ნაწილი – კონტენტის გარეგნული სახის დახვეწაზე ზრუნავს, სხვები ამატებენ და შლიან სისტემის ახალ მომხმარებლებს და ასე შემდეგ. საჭიროა პორტალის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა და ამოცანათა სინქრონიზაცია პასუხისმგებლობის ზონების განაწილებასთან ერთად, რათა, ერთი მხრივ პროგრამისტებს და ვებდიზაინერებს რეალურ კონტენტთან წვდომა შეეზღუდოთ, ხოლო მეორე მხრივ, კონტენტის რედაქტორებს აეკრძალოთ ცვლილებების შეტანა პორტალის დიზაინსა და პროგრამულ კოდებში. თვით ერთი ტიპის მომხმარებელთა საქმიანობაც (მაგალითად, რედაქტორები და მიმომხილველები) მკაცრად გამიჯვნას მოითხოვს. ერთი სიტყვით, წვდომათა მართვა SharePoint-ის უმნიშვნელოვანესი ფუნქციონალია.
შეზღუდვების დაწესებისა და უფლებათა გაცემის პროცესს სისტემაში მართავს სუპერუფლებების მქონე ერთი ან რამდენიმე ადმინისტრატორი. ყველა დანარჩენი მომხმარებელი სისტემაში მეტნაკლებად შეზღუდულია. მომხმარებელთა დაჯგუფების ერთი ნიმუში მოცემულია ცხრილში.
ჯგუფები აღწერა
ადმინისტრატორები სრული წვდომა ყველა ფუნქციონალურ კვანძზე
დიზაინერები პორტალის დიზაინს მოდიფიცირება, გვერდების და შვილობილი კვანძების შექმნა
ავტორები ვებგვერდის კონტენტით შევსება
მონაწილეები
დამთვალიერებლები
ვებგვერდის დათვალიერება

SharePoint-ის კიდევ ერთ უდავო ღირსებას მისი შედარებით ადვილად გამოყენება წარმოადგენს. კლიენტის მხარეს სამუშაოდ ნებისმიერი გავრცელებული ინტერნეტ-ბრაუზერიც საკმარია (Internet Explorer, Mozilla Firefox, Google Chrome, Opera), ხოლო სერვერზე სერვისთა სირთულის მიხედვით შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა პროგრამები:
•Windows SharePoint Foundation Service – მოკრძალებული კორპორაციული პორტალებისთვის;
•Microsoft Office SharePoint Designer – მაღალი დონის დიზაინზე ორიენტირებული კორპორაციული პორტალებისთვის;
• Microsoft Office SharePoint Server (MOSS) – მძლავრი კორპორაციული პორტალებისთვის.

სისტემის დაყენება და გამართვა

SharePoint-ის საინსტალაციო პაკეტის მეშვეობით სერვისისთვის გამოყოფილ მანქანებზე პროგრამის სერვერული პაკეტი ყენდება. ინსტალაციის პროცესში არჩევანის გაკეთება შეიძლება: სერვისი ან გამოყოფილ სერვერზე იმუშავებს, ან სერვერთა ფერმის (სერვერ-ფარმი) წევრი გახდება, რაც სერვისის მუშაობის საიმედობას მეტად გაზრდის. სისტემის ინსტალაცია ავტომატურად აისახება IIS-ვებ-სერვერზეც (სურათი).
ინსტალაციის დასრულების შემდეგ სერვისის საწყისი ინტერფეისის გამოძახება შეიძლება ლოკალური ან კლიენტ-კომპიუტერის ბრაუზერიდან რესურსის URL-ის მითითებით (სურათი)

SharePoint-ის საწყისი ვებგვერდი

მომხმარებლის განკარგულებაშია რამდენიმე საბაზო ობიექტი:
• ბიბლიოთეკები (Libraries) – ყველა ტიპის დოკუმენტების საცავი (ბიბლიოთეკები დოკუმენტების, გრაფიკული ინფორმაციის, ანგარიშების, სლაიდებისა და სხვა ტიპის ინფორმაციის შესანახად და გამოსატანად);
• სიები (Lists) – კონტეინერული ტიპის ელემენტი ინფორმაციის სხვადასხვა ტიპის წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვებისა და კონსოლიდირებული ასახვისთვის; სიების ნიმუშებად შეიძლება დავასახელოთ კალენდარი, კონტაქტების ბაზა, ამოცანები, სადიკუსიო პლატფორმა და სხვა.

ვებგვერდი (Page) – ახალი გვერდი არსებული ვებსაიტის ფარგლებში;
• ვებსაიტი (Site) – ახალი ვებსაიტი რომელიმე ამოცანის შესასრულებლად. ვებსაიტების კატეგორიებია საძიებო საიტი, გუნდური მუშაობის საიტი, ბლოგი, საკონტაქტო ინფორმაციის მართვის საიტი და სხვა მრავალი.
ქვემოთ მოცემული ინტერფეისი ასახავს SharePointის ახალი კომპონენტის შექმნის ინტერფეისს, რომლის მარცხენა ზედა კუთხეში ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ობიექტის ტიპებს შორის კეთდება არჩევანი, ხოლო იქვე ქვემოთ მომხმარებელს კატეგორიული არჩევანის გაკეთება შეუძლია იმის მიხედვით, თუ რომელი ფუნქციონალი სჭირდება (კოლაბორაცია, კომუნიკაცია, კონტენტის მართვა, მონაცემთა ბაზები, ინფორმაციის ძიება თუ სხვა რომელიმე).
სურ.

SharePoint-ის ახალი ობიექტის შექმნის ინტერფეისი

SharePoint-ის საწყისი ინტერფეისის ფარგლებშივე შეიძლება სხვადასხვა სასარგებლო ფუნქციების გამოძახება და კორპორაციულ ინფორმაციულ სივრცეში გამოყენება. ქვემოთ შევეხოთ ზოგიერთ მათგანს.
კალენდარი. კალენდრის სერვისი ორგანიზაციის საქმიანობის ვებ-სივრცეში დაგეგმვის საშუალებას იძლევა. ვებ-კალენდარი თავის ფუნქციონალობით თუმც შესამჩნევად ჩამოუვარდება სტანდარტულ კლიენტ-პროგრამებს (მაგალითად MS Outlook-ის კალენდარს), მაგრამ მისი ფუნქციათა ნაკრები მაინც საკმაოდ მდიდარია და კორპორაციული ღონისძიებათა დასაგეგმად ინსტრუმენტების ფართო ნაკრები გააჩნია. კალენდრის ნიმუში SharePoint-სერვერიდან იხილეთ სურათზე

SharePoint-ის ის კალენდრის სერვისი

ამოცანები. ამოცანათა მოდული ასევე სასარგებლო ინსტრუმენტია. მისი დახმარებით კორპორაციის ან მისი ქვედანაყოფების საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვა შეიძლება.
საოფისე პროგრამები. SharePoint საკუთარ საოფისე საშუალებებს ფლობს, მაგალითად, საკმაოდ მძლავრი ტექსტური ონლაინ-რედაქტორის სახით (სურათი)SharePoint-ის ონლაინ-რედაქტორი
ონლაინ რედაქტორით შედგენილი ან იმპორტირებული დოკუმენტების განაწილების ფუნქცია (Sharing) რამდენიმე მომხმარებელს ერთ ფაილზე პარალელურად მუშაობის საშუალება ეძლევა, რითაც სამუშაოს ეფექტურობა მატულობს (სურათი)

განაწილებული დოკუმენტების საცავი SharePoint-ში

სადისკუსიო დაფა წარმოადგენს კორპორაციული პროექტების ირგვლივ ონლაინ-დისკუსიების გამართვის ინსტრუმენტს

სადისკუსიო დაფა SharePoint-ში

ავტორი: ვ.ოთხოზორია, დ.გელუა.

Facebook (0)