ვირტუალური პროგრამული უზრუნველყოფის (Hypervisor) კონფიგურაცია

ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მრავალი საჭირო და საინტერესო რამ შემოიტანა. სხვადასხვა ტექნოლოგიისა და სერვისის პროგრამულ-აპარატურული საშუალება იძლევა შესაძლებლობას უზრუნველყოს ინფორმაციასთან მუშაობის მოხერხებულობა და სისწრაფე. სულ უფრო რთული ხდება ამ აუარებელი ტექნოლოგიებიდან ჩვენთვის სასარგებლოს გამოყოფა და მათგან მაქსიმალური სარგებელის მიღება. მოცემულ თემაში საუბარი გვექნება ერთ-ერთ პერსპექტიულ და ნამდვილად ეფექტურ ტექნოლოგიაზე, რომელიც შემოიჭრა კომპიუტერულ სამყაროში – ეს არის ვირტუალიზაციის ტექნოლოგიები.

      ვირტუალიზაციას საფუძვლად უდევს ერთი კომპიუტერის მიერ რამდენიმე კომპიუტერის სამუშაოს შესრულება, რესურსების სხვადასხვა არეებზე გადანაწილების გზით. ვირტუალური სერვერებისა და ვირტუალური სამაგიდო კომპიუტერების საშუალებით შესაძლებელია, რომ განვათავსოთ ერთ კომპიუტერზე რამოდენიმე კომპიუტერი სხვადასხვა ოპერაციული სისტემით და დანართით, ერთიან სივრცეში. ვირტუალური ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს რესურსებზე წვდომის მაღალ დონეს, სამაგიდო კომპიუტერების მართვის უფრო მარტივ სისტემას, გაზრდილ უსაფრთხოებას და კრიტიკული მომენტების შემთხვევაში, აღდგენის გაუმჯობესებულ სისტემას.

       ვირტუალიზაციის გამოყენების სფერო ოპერაციული სისტემების ვირტუალიზაციის გამოყენებამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წინ წაიწია როგორც ტექნოლოგიურ, ასევე მარკეტინგული მნიშვნელობით. ერთი მხრივ – ვირტუალიზაციის პროდუქტებით სარგებლობა უფრო გაიოლდა, ისინი უფრო საიმედო და ფუნქციურები გახდნენ, სხვა მხრივ კი – მოიძებნა ვირტუალური მანქანის გამოყენების უამრავი ახალი საინტერესო საშუალება. აღსანიშნავია ვირტუალიზაციის პროდუქტების გამოყენების შემდეგი ვარიანტები:

  1. სერვერების კონსოლიდაცია. მოცემულ მომენტში დანართები, რომლებიც მუშაობენ კომპანიის IT-ინფრასტრუქტურის სერვერებზე, ქმნიან მცირეოდენ დატვირთვას სერვერების აპარატულ რესურსებზე (საშუალოდ 5-15 პროცენტს). ვირტუალიზაცია ახდენს ამ ფიზიკური სერვერების მიგრირებას ვირტუალურზე და მათ ათავსებს ერთ ფიზიკურ სერვერზე, შედეგად იზრდება დატვირთვა 60-80 პროცენტამდე, ეს კი ამაღლებს აპარატურის გამოყენების კოეფიციენტს, რაც აპარატურაზე, მომსახურებასა და ელექტროენერგიაზე არსებითად ეკონომიის გაწევის საშუალებას იძლევა.
  2. დანართების შემუშავება და ტესტირება. ვირტუალიზაციის მრავალი ნაწარმი რამდენიმე სხვადასხვა ოპერაციული სისტემების ერთდროული გაშვების შესაძლებლობას გვაძლევს, ამით კი შესაძლებელია, რომ პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებლებმა და ტესტერებმა მოახდინონ დანართების ტესტირება სხვადასხვა პლატფორმაზე და კონფიგურაციაში. ასევე მოსახერხებელი საშუალებები სისტემის მიმდინარე მდგომარეობის მაუსის ერთი დაჭერით „აღბეჭდვისათვის“ და ასევე იოლად ამ მდგომარეობის აღსადგენად, ქმნიან სატესტო გარემოს სხვადასხვა კონფიგურაციისათვის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დამუშავების სიჩქარესა და ხარისხს.
  3. ბიზნესში გამოყენება. ვირტუალური მანქანების გამოყენების ეს ვარიანტი წარმოადგენს ყველაზე უფრო ფართო და შემოქმედებით სფეროს. მას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც კი გამოდგება ბიზნესში IT-რესურსებთან ყოველდღიური ურთიერთობისას. მაგალითად, ვირტუალური მანქანების საფუძველზე შესაძლებელია მარტივად შეიქმნას სამუშაო სადგურების და სერვერების სარეზერვო ასლები (უბრალოდ საქაღალდეების ასლის შექმნა), სისტემების აწყობა, რომლებიც უზრუნველყოფენ დაზიანების შემთხვევაში აღდგენის მინიმალურ დროს, და სხვა. გამოყენების ვარიანტების მოცემულ ჯგუფს მიეკუთვნება ყველა ის ბიზნეს გადაწყვეტა, რომლებიც გამოიყენებენ ვირტუალური მანქანების ძირითად უპირატესობებს.
  4. ვირტუალური სამუშაო სადგურების გამოყენება. ვირტუალური მანქანების შემოღების პირობებში უაზრობაა ისეთი სამუშაო სადგურის შექმნა, რომელიც მიბმულია აპარატურასთან. ახლა ვირტუალური მანქანის ერთჯერადად შექმნისას, თავისი სამუშაო ან საშინაო გარემოთი, შესაძლებელია მისი გამოყენება ნებისმიერ სხვა კომპიუტერზე. ასევე შესაძლებელია ვირტუალური მანქანების მზა შაბლონების გამოყენება (Virtual Appliances), რომელთა მეშვეობითაც გადაიჭრება გარკვეული ამოცანები (მაგალითად, დანართის სერვერი). ვირტუალური სამუშაო სადგურების გამოყენების ასეთი კონცეფცია ხორციელდება ჰოსტ-სერვერებზე მათზე მომხმარებლის გადასატანი სამაგიდო კომპიუტერების გასაშვებად. მომავალში მომხმარებელს შეუძლია ეს სამუშაო მაგიდები თან წაიღოს, ისე რომ არ მოახდინოს სინქრონიზაცია ნოუთბუქიდან. გამოყენების ეს ვარიანტი ასევე გვაძლევს დაცული სამომხმარებლო სადგურების შექმნის საშუალებას, რომელთა გამოყენება შეიძლება, მაგალითად შემკვეთისათვის პროგრამის შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ. შესაძლოა განისაზღვროს ვირტუალური მანქანის გამოყენების დრო და მისი გასვლის შემდეგ ვირტუალური მანქანა გამოირთვება. გამოყენების ამ ვარიანტში ჩადებულია დიდი შესაძლებლობები.

 ვირტუალური მანქანების უპირატესობები:

  • ეკონომია აპარატურულ უზრუნველყოფაზე, სერვერების კონსოლიდაციისას;
  • პოტენციურად საშიში გარემოს იზოლირების შესაძლებლობა;
  • ძველი ოპერაციული სისტემების მხარდაჭერის შესაძლებლობა, თავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • საჭირო აპარატურული კონფიგურაციის შექმნის შესაძლებლობა;
  • ვირტუალურ მანქანებს შეუძლიათ შექმნან ისეთი მოწყობილობები, რომელიც ჩვენ არ გვაქვს კომპიუტერზე;
  • ერთ საკვანძო კომპიუტერზე შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე ვირტუალური მანქანის გაშვება, რომლებიც გაერთიანებულნი იქნებიან ვირტუალურ ქსელში;
  • ვირტუალური მანქანები წარმოგვიდგენენ დიდ შესაძლებლობებს ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის შესწავლისას;
  • ვირტუალური მანქანები აუმჯობესებენ მობილურობას;
  • ვირტუალური მანქანები შეიძლება იქნენ ორგანიზებული „პაკეტურ დანართებში“;
  • ვირტუალური მანქანები არიან უფრო მართვადები.

ვირტუალური მანქანების ნაკლოვანებები:

რა თქმა უნდა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილით არ შემოიფარგლება ვირტუალური მანქანების შესაძლებლობები, მათ აქვთ კიდევ ბევრი სასარგებლო ფუნქცია. თუმცა როგორც ნებისმიერ ახალ ან პერსპექტიულ გადაწყვეტას, ვირტუალურ მანქანებსაც აქვთ ხარვეზები:

  • შეუძლებელია ყველა მოწყობილობის ემულაცია;
  • ვირტუალიზაცია საჭიროებს დამატებით აპარატურულ რესურსებს;
  • ვირტუალიზაციის ზოგიერთი პლატფორმა მოითხოვს კონკრეტულ აპარატურულ უზრუნველყოფას;
  • ძვირი ღირს ვირტუალიზაციის კარგი პლატფორმები.

 

Windows Server 2012 Hyper-V-ს ინსტალაცია და კონფიგურაცია სერვერის სამუშაო მაგიდაზე გახსენით Server Manager ფანჯარა.

გამოსული ფანჯრის მენიუს ზოლში დააჭირეთ Manage ღილაკს და აირჩიეთ Add Roles and Features (როლებისა და კომპონენტების დამატება) ბრძანება.

Add Roles and Features Wizard ფანჯარაში, Before You Begin გვერდზე, დააჭირეთ Next ღილაკს.

Installation Type გვერდზე, აირჩიეთ Role-based or feature-based installation და  Next.

Select Destination Server გვერდზე, აირჩიეთ სერვერი და დააჭირეთ Next-ს.

Select Server Roles გვერდზე, აირჩიეთ Hyper-V, და დააჭირეთ Add Features შემოთავაზებულ დიალოგურ ფანჯარაში.

Select Server Roles

Select Server Roles – როლების არჩევის გვერდზე, დააჭირეთ Next ღილაკს.

Select Features – კომპონენტების არჩევის გვერდზე დააჭირეთ Next-ს.

Hyper-V გვერდზე, დააჭირეთ Next ღილაკს.

Create Virtual Switches – ვირტუალური კომუტატორების შექმნის გვერდზე, აირჩიეთ ქსელის ადაპტერი და შემდეგ Next.

Virtual Machine Migration – ვირტუალური მანქანის გადაადგილების გვერდზე დააჭირეთ Next-ს.

Default Stores – ნაგულისხმევი შენახვის გვერდზე დააჭირეთ Next ღილაკს.

დადასტურების გვერდზე – Confirmation page, აირჩიეთ Restart the destination server automatically if required – აუცილებლობის შემთხვევაში დანიშნულების სერვერის ავტომატური გადატვირთვა, და შემდეგ გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში დააჭირეთ Yes ღილაკს.

დადასტურების გვერდზე – Confirmation page, დააჭირეთ Install ბრძანება.

Installation Progress – ინსტალაციის მიმდინარეობის გვერდზე, თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ Hyper-V როლის ინსტალაციას, სანამ სისტემა ავტომატურად არ გადაიტვირთება.

სერვერის გადატვირთვისა და Server Manager-ის გახსნის შემდეგ, შეამოწმეთ ინსტალაციის მიმდინარეობის გვერდი რათა დარწმუნდეთ Hyper-V როლის ინსტალაცია დასრულდა წარმატებით, შემდეგ დააჭირეთ Close ღილაკს.

Hyper-V ჰოსტის პარამეტრების კონფიგურაცია

სერვერზე Hyper-V როლის ინსტალაციის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ Hyper-V ჰოსტის პარამეტრების კონფიგურაცია. ქვემოთ მოცემულია ბაზისურ პარამეტრები, რომლის მომართვაც უნდა მოხდეს.

  • ვირტუალური მყარი დისკისა და ვირტუალური მანქანის კონფიგურაციის ფაილების შენახვის ადგილის კონფიგურაცია;
  • ფიზიკური გრაფიკული პროცესორების (GPUs) კონფიგურაცია, RemoteFXთან გამოსაყენებლად (თუ დაინსტალირებულია დაშორებული სამუშაო მაგიდის ვირტუალიზაციის ჰოსტის როლი – Remote Desktop Virtualization

Host);

  • NUMA (Non-uniform memory access – მეხსიერებასთან არათანაბარი წვდომა) spanning-ის კონფიგურაცია, როცა სერვერს აქვს NUMA კვანძები ვირტუალური მანქანის წარმადობის გასაზრდელად;
  • Live Migration-ცოცხალი გადაადგილებისა და აუთენტიფიკაციის პროტოკოლის კონფიგურაცია, რათა გამოყენებულ იქნას რამოდენიმე ერთდროული ცოცხალი გადაადგილებების დაშვება (ნაგულისხმევად 2) და სერვერის ქსელები ცოცხალი გადაადგილებების ღონისძიებების (Event) მხარდასაჭერად;
  • საცავის გადაადგილების – Storage Migration და ერთდროულად რამოდენიმე საცავის გადაადგილების დაშვების (ნაგულისხმევად არის 2) კონფიგურაცია;
  • Replication – გამეორების კონფიგურაცია სერვერის ასლის-Replica ფუნქციონალის მხარდაჭერისა და აუთენტიფიკაციის პროტოკოლის გამოყენებისთვის, ასევე გამეორებისთვის – Replication ავტორიზებული სერვერების მხარდასაჭერად.

ავტ: ვ. ოთხოზორია
დ.გულუა
შ.სვანიშვილ