IT & პროგრამირება

IT & პროგრამირება

Ivory Search

ზოგიერთ ქვეყანაში მობილური ინტერნეტი უფრო სწრაფია, ვიდრე Wi-Fi
ტექნოლოგიები

ზოგიერთ ქვეყანაში მობილური ინტერნეტი უფრო სწრაფია, ვიდრე Wi-Fi

მობილურ ქსელში ინტერნეტის გადმოწერის სიჩქარე ახლა უკვე მეტად სწრაფია, ვიდრე ბევრ ქვეყანაში Wi-Fi სიგნალი. ამის შესახებ BBC წერს.
მონაცემების მიხედვით, ინტერნეტის სიჩქარე 80-დან 33 ქვეყნაში არასახარბიელო აღმოჩნდა. მონაცემები OpenSignal-მა გამოაქვეყნა.
როგორც პუბლიკაციაში ვკითხულობთ, ყველაფერი ჯერ წინ არის, რადგან ძალიან მალე ბევრ ქვეყანაში 5G მობილური ინტერნეტით შეძლებს სარგებლობას მომხმარებელი. ნოემბერში ცნობილი გახდა დიდი ბრიტანეთის 5 ქალაქი, სადაც მალე 5G ქსელით ისარგებლებენ.
5G ქსელის მეშვეობით ინტერნეტის სიჩქარე წამში 10 გიგაბაიტზე მეტი იქნება. 5G-ის წყალობით კომპიუტერში ან ტელეფონში ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩამოიტვირთება. მაგალითად, 8-გიგაბაიტიანი ფილმის გადმოწერას HD ხარისხში საშუალოდ 6 წამი დასჭირდება.
5G ინტერნეტი პირველად ფიონჩანგში 2018 წლის თებერვალში გამოსცადეს


წყარო: imedinews.ge