თქვენი დრო შეზღუდულია

თქვენი დრო შეზღუდულია, ნუ გაფლანგავთ მას. ნუ მისდევთ დოგმებს, რომლებიც სხვა ადამიანების ცხოვრებიდან გამომდინარეობს და მათი გამოცდილების შედეგია. ნუ მისცემთ სხვის ხმას ნებას, რომ თქვენი საკუთარი ხმა ჩაახშოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: მიჰყევით თქვენს გულსა და ინტუიციას. მათ თითქოსდა იციან, რა გსურთ სინამდვილეში… დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია..
ცხოვრება ძლიერად გვკრავს ხოლმე ხელს. ნუ დაკარგავთ რწმენას! ახლა ვხვდები, რომ ერთადერთი რამ რის გამოც გზა გავაგრძელე იყო ის, რომ მიყვარდა რასაც ვაკეთებდი… აუცილებლად უნდა იპოვნოთ საქმე, რომელიც გიყვართ. სამუშაო თქვენი ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილია და ერთადერთი გზა, რომ ცხოვრების ამ ნაწილით კმაყოფილი დარჩეთ ისაა, რომ აკეთოთ ის, რისი კეთებაც გიყვართ! თუ ჯერ კიდევ ვერ გიპოვნიათ ასეთი რამ, გააგძელეთ ძებნა – არ შეჩერდეთ!

დატოვეთ კომენატრი

დატოვეთ კომენატრი