სიმეტრიული სისტემის მეთოდები

ცნობილია, რომ კრიპტოგრაფიის (როგორც სიმეტრიული, ასევე ასიმეტ-რიული სისტემების) მეთოდები ძირითადად დაფუძნებულია ერთი და იმა-ვე პრინციპზე, რომლის ძირითადი არსი მდგომარეობს ტექსტურ ინფორ-მაციაში შემავალ სიმბოლოებზე წინასწარ განსაზღვრული მათემატიკური და ლოგიკური მანიპულაციების ჩატარებაში. განიხილავენ ტექსტური ინ-ფორმაციის (TI) წარმოდგენის სამ სახეს:

ა) დასაშიფრი TI – DasTI;
ბ) დაშიფრული TI – ShifTI (შიფრ-ტექსტი);
გ) დამშიფრავი და გამშიფრავი დახურული (საიდუმლო) გასაღები k,

სადაც k იგივეა რაც TI ანუ მასში შემავალი სიმბოლოების კრებული.
სამივე სახის TI ზოგად შემთხვევაში არის α – ალფაბეტში (α={A,B,…,Z} – არის ლათინური ასომთავრული სიმბოლოების ნაკრები) შემავალი სიმ-ბოლოებისაგან შედგენილი სტრიქონი, კერძოდ:
DasTI = {S0 S1 S2 … SZ} ,
ShifTI = {D0 D1 D2 … DZ } ,
DGDG = {K0 K1 K2 … Kz } ( z<=Z) ,
სადაც Z და z – აღნიშნავს აღწერილ სტრიქონში შემავალი სიმბოლოების რაოდენობას ანუ მოცემული სტრიქონის სიგრძეს.
TI დაშიფვრისა და გაშიფვრის მარეალიზებელი ალგორითმების ფორმა-ლური აღწერის მიზნით, განვიხილოთ აგრეთვე მთელი დადებითი და უარ-ყოფითი რიცხვთა სიმრავლე – Z0, რომლის ელემენტების გამოყენებით შეიძ-ლება აღიწეროს დასაშიფრი, გასაშიფრი და დამშიფრავი გასაღების მოცემუ-ლი სტრიქონები, კერძოდ:
DasTIn = {Sin} ,
ShifTIn = {Din } ,
Kn = {Kjn} ,

სადაც i=0,1,…,Z, j=0,1,…,z<=Z; n-მაჩვენებელი მიუთითებს α-ალფაბეტში მოცემული სიმბოლოს რიგით ნომერზე, როგორც ეს ნაჩვენებია 1.1 ცხრილ-ში.

მოცემულ თავში შემოთავაზებულ ტერმინებში და აღნიშვნების გამო-ყენებით აღწერილია პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებული სიმეტრიული სისტემის მეთოდები, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება ცეზარის, ვიჟინერის, ვერნამისა და შებრუნებული მატრიცის მეთოდები 


ავტორი: ვალერიან კეკელია, გულნარა კოტრიკაძე

Facebook (0)