ინტერნეტში iPhone 8-ის ახალი კონცეპტის ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)

მართალია Apple-ის ახალი ფლაგმანი სულ რამდენიმე თვის წინ ვიხილეთ, თუმცა, ფანების მოლოდინი კვლავ მომდევნო მოდელისკენაა მიმართული. iPhone 8, როგორც ჩანს, ფანების მოლოდინებს გაამართლებს და მთლიანად განსხვავებული დიზაინით იქნება წარმოდგენილი. როგორც იმრან ტეილორი აცხადებს, Apple-ის ახალი გაჯეტის დისფლეიზე გამქრალი იქნება ვერტიკალური ჩარჩოს ადგილი. ეს იქნება მთლიანი დისფლეი, გლუვი კიდეებით. მხოლოდ ფრონტალური კამერისა და ფიზიკური ღილაკის ნაცვლად ჩაშენებული Notification-ის პანელისთვის იქნება დატოვებული დისფლეის ზედა და ქვედა ჰორიზონტალზე მცირე ადგილი.უკანა მხარეზე ისევ განთავსებული იქნება ორმაგი კამერა, რომელიც პირველად iPhone 7-ში დაინერგა.

სავარაუდოდ, დივაისი კვლავ შეინარჩუნებს Waterproof ტექნოლოგიას და მასში გამოტოვებული იქნება 3.5 mm-იანი ყურსასმენებისთვის განკუთვნილი პორტი.

გთავაზობთ ვიდეო

წყარო:http://fortunaplus.ge

Facebook (0)