ისწავლე პროგრამირება მარტივად — რჩევები GOOGLE-სგან.

პროგრამირება დღეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სფეროა და ამ სფეროში გამოცდილ სპეციალისტებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, Google-ის საძიებო სისტემაში გამოჩნდა ცალკე გვერდი „Guide for Technical Development“, სადაც წარმოდგენილია კურსები და “ონლაინ“-განათლებისთვის საჭირო ძირითადი ინსტრუმენტები.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის IT-სპეციალისტებმა გადაწყვიტეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის თავისი აზრი იმის შესახებ, თუ რა ცოდნასა და უნარებს უნდა ფლობდეს კვალიფიციური პროგრამისტი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს რჩევები შეხედულებისამებრ და დაამატოთ სხვა რესურსებიდან მიღებული ცოდნა. რა თქმა უნდა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის გავლა არ იძლევა Google-ში მუშაობის გარანტიას, მაგრამ ამ ყველაფერს შეუძლია სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუწყოს ხელი დამწყებ პროგრამისტებს.

რეკომენდაციები აკადემიური სწავლებისთვის:

  1. გაიარე კომპიუტერული მეცნიერებების დაწყებითი კურსი: Udacity , Coursera (თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან) .
  2. ისწავლე ერთ ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენა (1 მაინც): C++, Java, Python.
    ონლაინ-რესურსები დამწყებთათვის: Coursera-ს პროგრამირების საწყისების კურსი; მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის უფასო Java კურსი, Google-ის python-ის უფასო კურსი Class; Coursera-ს python-ის კურსი; უფასო ელ-სახელმძღვანელო (python).
    ონლაინ-რესურსი საშუალო დონისთვის: Udacity – კომპიუტერული პროგრამების დიზაინის კურსი, Coursera – ხარისხიანი კოდის შექმნის კურსი, Coursera – პროგრამირების ენების კურსი, ბრაუნის უნივერსიტეტის კურსი: შესავალი პროგრამირებაში.
  3. ისწავლე პროგრამირების სხვა ენები: JavaScript, CSS & HTMl; Ruby; PHP; C; Perl; shell script; Lisp and Scheme.
    ონლაინ-რესურსი: www.w3schools.com,  www.codecademy.com/learn , www.udacity.com/course/cs256 , www.udacity.com/course/cs255.
  4. ისწავლე კოდის ტესტირება: Udacity – Software Testing Methods, Udacity – Software Debugging.
  5. განავითარე ლოგიკური დასაბუთების უნარი და დისკრეტული მათემატიკის ცოდნა: MIT-ის მათემატიკის კურსი კომპიუტერული მეცნიერებებისთვის, Coursera -ს შესავალი კურსი ლოგიკაში, Coursera -ს Linear and Discrete Optimization, Coursera –
    Probabilistic Graphical Models, Coursera -ს კურსი თამაშთა თეორია (მოცემული კურსები იხილე www.coursera.com-ზე).
  6. ალგორითმებისა და მონაცემთა სტრუქტურის ცოდნა: MIT-ის შესავალი კურსი ალგორითმებში, Coursera-ს შესავალი კურსი ალგორითმებში ნაწილი1 და ნაწილი2 ალგორითმების ჩამონათვალი, მონაცემთა სტრუქტურების ჩამონათვალი, წიგნი ალგორითმებზე.
  7. ოპერაციული სისტემების ფუნქციონირების მექანიზმის ცოდნა: ბერკლის უნივერსიტეტის ლექცია.
  8. UX დიზაინის შესწავლა: Udacity.
  9. კომპილერის შექმნა: Coursera-ს კურსი.
  10. კრიპტოგრაფიის შესწავლა: Coursera-ს კრიპტოგრაფია, Udacity კრიპტოგრაფია.
  11. პარალელური პროგრამირების შესწავლა: Coursera-ს კურსი.

ამ საიტებისა და მასალების უმეტესობა არის უფასო და მათი კურსების გავლის შემდგომ თქვენ მიიღებთ ელექტრონულ სერთიფიკატს.

რეკომენდაციები მუშაობის პროცესისთვის:

  1. შექმენი საკუთარი ვებ-საიტი ან რობოტი: Apache-ს პროექტების ჩამონათვალი, Google Summer of Code, Google-ის ჯგუფის პროექტები.
  2. შეიმუშავე დიდი სისტემის მცირე ნაწილი, წაიკითხე და გაიაზრე კოდი, დაარეგულირე პროგრამა.
    ონლაინ-რესურსები: www.github.com/ , www.fogcreek.com/kiln/
  3. იმუშავე პროექტზე გუნდურად. ბევრს ისწავლი სხვებისგან და შეეჩვევი გუნდურ მუშაობას.
  4. გაიუმჯობესე ალგორითმებისა და პროგრამირების ცოდნა მისი პრაქტიკაში გადატანით: code.google.com/codejam , icpc.baylor.edu/
  5. ასწავლე სხვებს. ეს დაგეხმარება გაიღრმავოთ ცოდნა.
  6. გახდი სტაჟიორი: დარწმუნდი, რომ ცოდნა, რომელსაც ფლობ, არ არის მოძველებული სტაჟირების პერიოდში. აშშ-ში სტაჟირების გავლა, როგორც წესი, ხდება ზაფხულში (მაისი-სექტემბერი), ხოლო აპლიკაციების
    მიღება რამდენიმე თვით ადრე.
    www.google.com/about/careers/

ასეთ რჩევებს აძლევს Google ყველა დამწყებ პროგრამისტსა და პროგრამულ ინჟინერს. საკუთარი რობოტის აწყობა თუ ჯერაც არ დაგიწყიათ, აუცილებლად სცადეთ.

ავტ:     თინა ირემაძე
წყარო:http://gita.gov.ge

კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.