კალი ლინუქსის დაყენება Win7-თან ერთად Win7 + Kali Linux

Linux

ამ სტატიაში აგიხსნით თუ როგორ დააყენოთ კალი ლინუქსი მეორე სისტემად, როდესაც ვინდოუს 7 უკვე გიყენიათ.

პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ადგილი, უმჯობესია 40გბ ან მეტი. მე ვგულისხმობ ცალკე ფართიშენს და არა თავისუფალ ადგილს რომელიმე დისკზე. ასევე გვჭირდება კალი ლინუქსის საინსტალაციო დისკი, რომელსაც ძალიან მარტივად გააკეთებთ: გადმოწერეთ კალი ლინუქსი ოფიციალური საიტიდან და ჩაწერეთ დისკზე ბუთებლად (bootable – ქართულად როგორაა არ ვიცი). ხო, ამასტან ერთად გვჭირდება ინტერნეტი, უმჯობესია კაბელით შეერთებული და არა ვაიფაი (ჩემთან ვაიფაი გაიჭედა).

ახლა როცა ეს ყველაფერი გვაქვს ჩადეთ დისკი და ფანჯარა რომ გამოჩნდება აირჩიეთ Install ან Grapical Install თუ აქვს ეგეთი ნაწილი.

შემდეგ ელემენტარული ინგლისური თუ იცით ძალიან მარტივია უბრალოდ ინსტრუქციას მიყევით, სულ რამდენიმე კლიკი დაგჭირდებათ, ენების არჩევა და ეგეთი რაღაცეები. ამის მერე მოდის ცოტა რთული ადგილი და ეს არის ფართიშენების არჩევა.

იმისთვის რომ კალი ლინუქსი მეორე სისტემად დააყენოთ ხელით უნდა გაიწეროს გარკვეული ფართიშენები და ესენია /boot, /, /home და swap – ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით. როდესაც აქ მივალთ ვირჩევთ მანუალს (manual):

KaliInstall3-600x450.png

მანუალს რომ აირჩევთ და გაგრძელებას მიაჭერთ გამოჩნდება მეორე ფანჯარა სადაც ჩამოწერილია ფართიშენები. აქ ნახავთ თავისუფალ და დაკავებულ ფართიშენებს. ჩვენ ვირჩევთ თავისუფალს (Free) და Continue:
KaliInstall4-600x450.png

მერე ვქმნით ახალ ფართიშენს:

KaliInstall5-600x450.png

პირველ რიგსი უნდა შევქმნათ /boot მისი ზომა შეგიძლიათ დააყენოთ 300 მბ-დან ზევით.

KaliInstall7-600x211.png

შემდეგ დისკის ტიპად აირჩიეთ ლოგიკური:

KaliInstall8-600x187.png

მერე კი “დასაწყისში”:

KaliInstall9-600x196.png

შემდეგი საფეხური გვიჩვენებს მონაცემებს. მანდ Mount Point-ს მიაჭირეტ ორჯერ ან ხაზი ჩამოიყვანეთ და ენტერს მიაწექით, შემდეგ კი აირჩიეთ /boot ხოლო Bootable Flag დატოვეთ off-ზე:

KaliInstall11-600x450.png

ამის მერე მიაჭირეთ Done setting up the partition და გაგრძელება:

KaliInstall13-600x450.png

 რის მერეც გაჩნდება ახალგაკეთებული ფართიშენი. მერე ისევ ვირჩევთ თავისუფალ ფართიშენს და ვიმეორებთ იგივე ნაბიჯებს /, /home და swap-სთვის:

KaliInstall14-600x450.png

KaliInstall15-600x229.png

KaliInstall16-600x450.png

KaliInstall18-600x204.png

KaliInstall19-600x450.png

ახლა მივედით swap-თან. აქ ზომად დააყენეთ სადღაც 2-4 გეგაბაიტი ხოლო მაუნთ პოინტში უბრალოდ აირჩევთ swap area-ს და გაგრძელება:

KaliInstall24-600x450.png

ამ ყველაფერს რომ მოვრჩებით მიაჭირეთ Finish partitioning and write changes to disk-ს.

KaliInstall25-600x450.png

მერე უკვე მარტივია, რამდენჯერმე დაეთანხმეთ (yes, yes, yes) და ეგ არის დაყენდება დანარჩენი ჩვეულებრივად.

ახლა თუ თქვენ ჯერ ვინდოუსი გეყენათ და მეორე სისტემად დააყენეთ კალი (სადაც გრუბ-ზე yes მიეცით), მაშინ მეტი არაფერი გჭირდებათ, კომპიუტერის ჩართვისას თავად შემოგთავაზებთ აირჩიოთ თუ რომელი სისტემის გაშვება გინდათ.

ხოლო თუ ვთქვათ მერე მოგინდათ და ვინდოუსი თავიდან გადააყენეთ, მაშინ სისტემა მარტო ვინდოუსს ჩართავს ხოლმე. ამისთვის გვჭირდება EasyBCD. ჩამოტვირთავთ, დააყენებთ, გახსნით:

WindowsEasyBCD-566x475.png

მერე გადახვალთ Linux/BSD ტაბში სადაც სახელს ჩაწერთ, დრაივერად აირჩევთ კალი ლინუქსის boot განყოფილებას და მიაჭერთ Add Entry-ს.

WindowsEasyBCD1-567x475.png

რის შემდეგაც თუ გადახვალთ Edit Boot Menu განყოფილებაში ნახავთ რომ ორივე სისტემაა:

WindowsEasyBCD2-568x475.png

ავტორი: samuraisxmali

ლინკი: SCRIPTS.GE

Facebook (0)