კიბერ დანაშაული

კიბერშეტევით წელიწადში 556 000 000 ადამიანი ზარალდება დღეში, 150 000 000 ყოველდღიურად, 10 ადამიანიდან 1 სოციალურ ქსელში ხელს აჭერს ვირუსულ ლინკს, 24 საათის განმავლობაში კიბერ თავდასხმის მსხვერპლი ხდება 600 000 ადამიანი.

10 რჩევა მომხმარებლებს კიბერ დაცულობისთვის:

1.გამოიყენეთ რთული პაროლი.

პაროლის შედგენისას სასურველია გამოვიყენოთ დიდი და პატარა ასოები, ციფრები და ზოგ შემთხვევაში სიმბოლოებიც.
შეცვალეთ პაროლები პერიოდულად.

2.ისარგებლეთ სანდო წყაროებით და არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულზე.

დააკვირდით ბმულებს, თაღლითები რეალურთან ძალზედ მიახლოებულ ბმულებს იყენებენ, ნუ დააჭერთ საეჭვო წერილებსა და ფოტოებს.

3.არ გაასაჯაროოთ პირადი ინფორმაცია.

4.გადაამოწმეთ უსაფრთხოების პარამეტრები და დარწმუნდით, რომ თქვენი პროფილი დაცულია.

5.კონტაქტი დაამყარეთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც რეალურად იცნობთ.

6.რეგულარულად განაახლეთ ოპერაციული სისტემები.
ამა თუ იმ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოხდეს მათი სისტემურად განახლება,
რაც პროგრამების გამართულად და დაცულ მოხმარებას უზრუნველყოფს.

7.თავი შეიკავეთ “პირატული” პროგრამების გამოყენებისაგან.

8.გამოიყენეთ და პერიოდულად განაახლეთ ანტივირუსული პროგრამები.

9.დააზღვიეთ საკრედიტო ბარათები.

10.არ გამოიყენეთო არასანდო, უპაროლო Wi-Fi ქსელი.
უცნობი Wi-Fi ქსელის გამოყენების შემთხვევაში არსებობს იმის ალბათობა, რომ მოხდეს თქვენი პერსონალური მონაცემებისა და პაროლის გასაჯაროება.
რადგან ბოროტმოქმედები ხშირად ასეთ ხერხებს მიმართავენ.

2011 წლის 3 ივნის მიღებული იქნა გაეროს რეზოლუცია, რომელიც ინტერნეტთან წვდომაზე ადამიანის საბაზისო უფლებად აღიარეს.შესაბამისად რომელიმე რეგიონის ინტერნეტიდან გამორთვა ადამიანის უფლებებს დაარღვევს. ინტერნეტი კაცობრიობის საკუთრებაა, ყველა სიკეთესთან ერთად ინტერნეტს აქვს მთავარი უარყოფითი თვისება, ის აღწევს ჩვენს პირად სივრცეში და ხელმისაწვდომს ხდის მას მთელი კაცობრიობისთვის, ინტერნეტი არის ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების საშუალება, ხოლო თუ ეს ინფორმაცია დაუშიფრავია მაშინ, მაშინ მისი გამოყენება კიბერ დამნაშავეებისთვის დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს.
“ფიშინგი” Phishing ინტერნეტ თაღლითობის ერთ-ერთი ფორმაა, ფიშინგისას შენიღბული ინტერნეტ კომუნიკაციის საშუალებით ხდება მომხმარებლის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება როგორიცაა: მომხმარებლის სახელი, პაროლი, საკრედიტო ბარათის ან საბანკო ანგარიშის ნომერი. ეს მიიღწევა შემდეგი მეთოდებით:იმეილების დაგზავნით სადაც წერილების ავტორებად იყენებენ ცნობილ ორგანიზაციებს და ადამიანებს, ასევე პირადი შეტყობინებებით სადაც მიუთითებენ ბანკის სახელს და სოციალური ქსელების მაგალითად: “ფეისბუქის” საშუალებით.
ფიშერულ წერილებში ხშირად არის ვებ გვერდის ბმული რომელიც ვიზიალურად ძალიან წააგავს ნამვილ – ორიგინალ გვერდს. შესაბამისად გაყალბებულ გვერდზე შეტანილი ინფორმაცია:მომხმარებლის სახელი, პაროლი, საკრედიტო ინფორმაცია,
საბანკო ანგარიშის ნომერი ავტომატურად ხდება “ფიშერის” ხელში.

ნიკოლოზ სულაშვილი – დეტექტივ გამომძიებელი
“წარმოვიდგინოთ, რომ არის ორი კომპანია ერთი ქართული მეორე უცხოური, მათ აქვთ ურთიერთობა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ერთ კომპანიას მეორე კომპანიისგან სურს კონკრეტული ნივთის შეძენა, რომლის საფასურიც მან უნდა გადაიხადოს “ინვოისში” მითითებულ ანგარიშზე, ამ შემთხვევაში, ამ ორი პირის მიმოწერაში ებმება მესამე პიროვნება ე.წ “ჰაკერი” სწავლობს მათ მიმოწერებს კონკრეტულად რა ნაკლი აქვს ერთ კონკრეტულ კომპანიას, ასევე რა ნაკლი აქვს მეორე კომპანიას, ამ ყველაფერს შეისწავლის და შემდეგ ერთვება, ერთვება, როგორ ირჩევს ერთ კომპანიას
ეს შეიძლება იყოს ქართული ან უცხოური და მიახლოებული ელექტრონული ფოსტით იგი აგრძელებს ერთ-ერთ კომპანიასთან ურთიერთობას.
მიახლოებული ფოსტა ნიშნავს – შესაძლებელია იყოს შეცლილი ერთი ასო ან ციფრი, ამის შემდგომ მას უკვე შესწავლილი ჰყავს, როგორც ერთი, ასევე
მეორე კომპანია, უგზავნის მას ყალბ საბანკო რეკვიზიტებს, რომლის შემდგომაც რომელ კომპანიასთანაც აქვს მიმოწერა ის კომპანია ურიცხავს გარკვეულ თანხას”.

ელექტრონული სერვისების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად საქართველოს კიბერ სივრცეში დანაშაული მუდმივად იზრდებოდა,
საპასუხოდ 2012 წლის ბოლოს ხელისუფლებამ კიბერ დანაშაულთან ბრძოლის, ევროპული კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.
რამდენიმე თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტშიმ კიბერ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველო იქმნება,
სამმართველო იძიებს ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა:კიბერ თაღლითობა, პეროსნალურ მონაცემთა ქურდობა, ვირუსული პროგრამების დამზადება და გავრცელება.
კიბერ დანაშაულის ეფექტურად გამოძიებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობენ, ინტერნეტ პროვაიდერები.

2014 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინელ კოლეგებთან ერთად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ჰაკერების ჯგუფი,
რომლებმაც კიბერ დანაშაულის გზით დიდი ბრიტანეთის მოქალაქეთა რამდენიმე პლასტიკური ბარათების მონაცემები მიითვისა, რომლის საერთო ზარალმა
350 000 $ შეადგინა.

2015 წელს გამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებიც კიბერ შეტევებს რადიკალური ისლამური ორგანიზაციის სახელით ახორციელებდა.
საქართველოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნული ჯგუფის წევრები ბულგარეთში დააკავეს.

წყარო: გადაცემა “გრიფით საიდუმლო”

ვიდეო:

Facebook (0)