კომპიუტერული ქსელის ელემენტები

სურათზე მოცემულია კომპიუტერული ქსელის ელემენტები რომლებიც მონაწილეობენ კომუნიკაციაში. იგი შეიცავს: მოწყობილობებს, მედიას (საშუალება რითაც ხედება მონაცემების გადაცემა ფიზიკურ გარემოში), რომლებიც ერთმანეთთან მუშაობენ გარკვეული წესების დაცვით, იმისათვის, რომ მოხდეს ინფორმაციის მიღება და გადაცემა.

ინფორმაციის             გადაცემა         ხდება სხვადასხვა     ტიპის კომპიუტერებიდან. მაგ. PC, laptop, სერვერი, IP ტელეფონი. 

ეს მოწყობილობები ლოკალურ ქსელში ერთმანეთთან დაკავშირებულია (მედია საშუალებით) რადიო ან საკომუნიკაციო ხაზებით.

მოწყობილობებს, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი და ცვლიან ერთმანეთს შორის ინფორმაციას, უნდა ქონდეთ საერთო გაცვლის  წესები ანუ პროტოკოლები.

პროტოკოლი – ეს არის წესები, რომელსაც იყენებენ ქსელური მოწყობილობები ერთმანეთთან დასაკავშირებლად. დღესდღეობით სტანდარტად მიღებულია პროტოკოლები რომლებსაც ეწოდება  TCP/IP (Transmission Control Protocol/Internet Protocol).

TCP/IP პროტოკოლები განსაზღვრავენ ფორმატიზაციას, დამისამართებას და მარშუტიზაციას, რომლებიც იძლევა გარანტიას, რომ ინფორმაციის მიწოდება მოხდება დანიშნულ ადგილას და უშეცდომოდ.

პირველი საფეხურზე, სანამ ინფორმაცია გადაეცემა მიმღებს, ხდება ინფორმაციის მომზადება ქსელში მის გადასაცემად. შემდგომ შეტობინების გადაყვანა ისეთ ფორმატში, რომელიც შესაძლებელი იქნება  გადაიცეს ქსელში. შემდგომ ეტაპზე ყველა ტიპის ინფორმაცია გარდაიქმნება და დაიყოფა ინფორმაციულ ბლოკებად, რომელსაც ზოგადად პაკეტებს უწოდებენ. შემგომ განესაზღვრებათ გამგზავნის და მიმღების მისამართები და ბოლო ეტაპზე ის დაიყვანება ბიტებად, ციფრული სიგნალის ბინარულ კოდში და ამის შემდეგ ინფორმაცია მზადაა ქსელში გადასაცემად.

კომუნიკაცია

კომუნიკაცია არის შეტყობინების ან ინფორმაციის გადაცემა ერთი მოწყობილობიდან (ან ადამიანიდან) მეორესთვის. ადამიანები ერთმანეთს შორის იდეების გასაცვლელად იყენებენ მრავალ სხვადასხვა საკომუნიკაციო მეთოდებს. ყველა ამ მეთოდს აქვს სამი საერთო ელემენტი. პირველი ესაა ინფორმაციის წყარო ან გადამცემი. იგი შეიძლება იყოს როგორც პიროვნება ასევე ელექტრონული მოწყობილობა, რომელსაც სურს გადასცეს ინფორმაცია სხვა პიროვნებას ან მოწყობილობას. მეორე – ესაა ინფორმაციის მიმღები, რომელიც იღებს ინფორმაციას და ინტერპრეტაციას უკეთებს მას. მესამე – არხი, რომელიც შეიცავს მედია საშუალებებს, რომლის მიხედვითაც ხდება ინფორმაციის გაგზავნა გადამცემიდან მიმღებამდე.

ნებისმიერი ინფორმაცია, იქნება ეს სიტყვა, მუსიკა თუ სურათი, მედიაში გადაიცემა ბიტების სახით. კომპიუტერულ ქსელებში მედია საშუალებებს წარმოადგენს რაიმე ტიპის კაბელი, ან  უკაბელო გადაცემა.

თეორიულად, ინფორმაცია (მუსიკა, ვიდეო, ფოსტა) გადაიცემა ქსელში გადამცემიდან მიმღებამდე როგორც ერთი უწყვეტი ბიტების მასივის  ნაკადი.  თუ ინფორმაცია გადაიცემა ქსელში ამ მეთოდით, ეს ნიშნავს, რომ არცერთ სხვა მოწყობილობას არ შეუძლია გადასცეს ან მიიღოს ინფორმაცია იგივე ქსელში მანამ, სანამ მიმდინარეობს ამ ინფორმაციის გადაცემა, იმიტომ რომ ქსელური მოწყობილობები იყენებენ საერთო მედიას. ინფორმაციის ასეთმა დიდმა ნაკადმა შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი შეფერხება ინფორმაციის გადაცემაში. თუ მოხდება ინფორმაციის დამახინჯება ან დაკარგვა გადაცემის დროს, საჭიროა მოხდეს მთლიანად მისი ხელმეორედ გადაცემა.

საუკეთესო მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს ინფორმაციის დაყოფა პატარა ნაწილებად და ისე გაგზავნა ქსელში. ასეთ ნაწილებს სეგმენტებს უწოდებენ. სეგმენტაციის უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში:

  1. ინფორმაციის პატარა ნაწილების გაგზავნისას შესაძლებელია ბევრი სხვადასხვა კომუნიკაცია დამყარდეს ერთდაიგივე არხის გამოყენებით. ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ როდესაც ხდება საერთო არხის გამოყენება დროითი კვანტის გამოყოფის პრინციპით, სხვადასხვა წყაროდან გამოგზავნილი სეგმენტები რიგრიგობით იყენებან ამ არხს. პროცესს, რომელშიც გამოიყენება ერთდაიგივე არხი მრავალი კომუნიკაციის დასამყარებლად ეწოდება მულტიპლექსირება.
  2. სეგმენტაცია ზრდის ქსელში კომუნიკაციის საიმედოობას.  არ არის აუცილებლობა ინფორმაციის თითოეული ნაწილმა გაიაროს ერთიდაიგივე გზა გადამცემიდან მიმღებამდე. თუ რომელიმე გზა გადატვირთულია ან ინფორმაცია განიცდის წარუმატებლობას, საჭიროა მოხდეს ინფორმაციის ცალკეული ნაწილების და არა მთლიანი ინფორმაციის გადაცემა.

 

სხვა მხრივ სეგმენტაციის და მულტიპლექსირების გამოყენება ართულებს და ზრდის ინფორმაციის მოცულობას. წარმოიდგინეთ, თქვენ გსურთ გააგზავნოთ 100 გვერდიანი წერილი, მაგრამ თითოეულ კონვერტში ჩადის მხოლოდ ერთი გვერდი. გამომდინარე აქედან ამ 100 კონვერტის დამისამართების, მარკირების, გაგზავნის, მიღების პროცესი იქნება დიდი დროის ხარჯვა როგორც გამგზავნისათვის ასევე მიმღებისათვის.

ქსელში კომუნიკაციისას ინფორმაციის თითოეული სეგმენტმა უნდა გაიაროს ერთგვარი პროცესი, რათა უზრუნველყოფილ იქნას ინფორმაციის დაყოფის და გადაცემის სისწორე და მისი აწყობა, რათა მოხდეს მისი გარდაქმნა მიმღების მხრიდან ორიგინალურ ინფორმაციად.

სხვადასხვა ტიპის მოწყობილობები მთელი ქსელის მაშტაბით უზრუნველყოფენ ინფორმაციის უშეცდომოდ გადაცემას გამგზავნიდან ადრესატამდე.

 

ავტ:ვ. ადამია ,ნ. არაბული ,ზ. ცირამუა

Facebook (0)