მობილური განმარტებები

26164397220921237062.jpg

GSM – გლობალური ციფრული სტანდარტი მობილური კავშირგაბმულობისათვის , რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა გაცვლას ორ მობილურ მოწყობილობას შორის. არსებობს GSM სტანდარტის სხვადასხვა სიხშირეები 850/900/1800/1900/2100 მეგაჰერცი (MHz)

Dual Band – ორსიხშირიანი ტელეფონები მუშაობს – ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია 900/1800 MHz-ზე და 850/1900 MHz – ზე ამერიკა და კანადა.

Tri Band – სამსიხშირიანი ტელეფონები მუშაობს ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია 900/1800/1900 MHz _ზე და 850/1800/1900 MHz _ზე ამერიკა და კანადა.

Quad Band – ოთხსიხშირიანი ტელეფონები – აქვს ყველა დიაპაზონის მხარდაჭერა 850/900/1800/1900 MHz

GPRS – General Packet Radio Service – მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგია GSM ქსელებში (მობილური ინტერნეტი) , მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 150 კბ/წმ . GPRS ითვლება  2.5 თაობის ტექნოლოგია.

EGPRS/EDGE – Enhanced Data rules for Global Evvolution – ეს არის GSM/GPRS/TDMA ტექნოლოგიის განვითარების შემდგომი ეტაპი , თეორიულად ამ ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია მონაცემთა გადაცემა განხორციელდეს 473.6 კბ/წმ_მდე სიჩქარით.

3G – მესამე თაობის ქსელი , იგულისხმება მონაცემთა გადაცემა – მიღების მაღალი სიჩქარე მობილური ინტერნეტის საშუალებით და გაუმჯობესებული ხმოვანი შესაძლებლობები, მონაცემების გადაცემის სიჩქარე მესამე თაობის ქსელებში შეადგენს დაახლოებით 386 კბ/წმ_დან 14.4 მბ/წმ_მდე , მაგრამ რეალურად სიჩქარე დამოკიდებულია მომსახურე ოპერატორების სერვისზე. მესამე თაობის ქსელის დანერგვამ შემოიტანა დამატებითი სერვისები , როგორიც არის ვიდეო ზარის განხორციელება , ვიდეო კონფერენციების მოწყობა და ა.შ. არსებობს 3G ტექნოლოგიის რამდენიმე სტანდარტი , რომელთაგანაც ყველაზე გავრცელებულია UMTS, WCDMA, CDMA2000

4G – მეოთხე თაობის ქსელი , რომელიც მისი წინამორბედებისგან განსხვავდება მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარით 60 მბ/წ-მდე , ეს სტანდარტი ამ დროისთვის მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია ხელმისაწვდომი

CDMA – CODE DIVISION MULTIPLE ACCESS – ციფრული უკაბელო ტექნოლოგიის ტიპი, რომელიც იძლევა საშუალებას მონაცემების და ხმის დიდი მოცულობით გაგზავნას.

Dual-Mode – ორმაგი რეჟიმი, ამ რეჟიმით ტელეფონს შეუძლია მონაცემების მიღება და გაგზავნა ორი სხვადასხვა გზით. მაგალითად: ტელეფონის ორმაგი რეჟიმი შეიძლება იყოს GSM და UMTS.

WCDMA – Wideband Code Division Multiple Access – ფართომაშტაბიანი CDMA (CODE DIVISION MULTIPLE ACCESS) – არის  გაუმჯობესებულ GSM  ქსელს და CDMA ტექნოლოგიას ერთობლიობა. მონაცემთა გადაცემის სიჩქარე  მობილური ტელეფონის საშულებით WCDMA სტანდარტის გამოყენების აღწევს 8 კბ/წ_დან 2მბ/წ _მდე.

UMTS – Universal Mobile Telecommunications System – არის მობილური ტელეკომუნიკაციის უნივერსალური სისტემა – ეს არის ერთ-ერთი სტანდარტი რომელიც შეიმუშავა სატელეკომუნიკაციო სტანრადტების ევროპის ინსტიტუტმა ETSI

HSCSD – High Speed Circuit Switched Data – GSM ტექნოლოგიის გაუმჯობესება, რომელიც იძლევა საშუალებას მონაცემთა გადაცემის სიჩქარე გაიზარდოს 9,6 კბ/წმ_დან 57.6 კბ/წმ_მდე.

HSUPA – High-Speed Uplink Access – მესამე თაობის ერთ-ერთი სტანდარტი რომელიც საშუალებას იძლევა მონაცემთა გადაცემა იყოს 5,76 მბ/წმ_მდე.

HSDPA – High Speed Downlink Packet Access – მონაცემთა გადაცემის მაღალსიჩქარიანი ტექნოლოგია, ერთ-ერთი მესამე თაობის სტანდარტი, რომელის საშუალებითაც მონაცემთა გადაცემის სიჩქარე იზრდება 3.6 მბ/წმ_დან 14.4 მბ/წმ_მდე.

HSPA – HSDPA-სა და HSUP-ის ნაერთი , რომელიც აძლიერებს მესამე თაობის სატელეკომუნიკაციო ქსელის მუშაობას , რისთვისაც იყენებს WCDMA-ს პროტოკოლს

IMEI – International Mobile Equipment Identity – მობილური ტელეფონის საერთაშორისო იდენთიფიკატორი, რომელიც აქვს ყველა ტელეფონს, ძირითადად ელემენტის ქვეშ, აგრეთვე ყუთზე, ტელეფონში იმეის ნახვა შესაძლებელია *#06# კომბინაციით.

SAR – Specific Absorption Rate – საზომი ერთეული, რომელიც ზომავს მობილური აპარატის სიმძლავრეს და გამოყოფილ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, რომელსაც შთანთქავს ადამიანის სხეული, უსაფრთხოების მაქსიმალური მაჩვენებელია 2.0 ბტ/კგ, თანამედროვე აპარატების უმრავლესობას აქვთ SAR 0.5_დან 1.6_ბტ/კგ (რაც უფრო მაღალია მოდელის ეს მაჩვენებელი მით უფრო მაღალია მოდელის სიხშირის მიღების დონე)

Browser – ტელეფონში არსებული სპეციალური პროგრამა , რომლის მეშვეობითაც ხდება WAP და WEB ინტერნეტ გვერდების დათვარიელება მობილური ინტერნეტის საშუალებით. Browser_ებია: Opera, Safari, Internet Explorer და ა.შ.

HTML – ეს არის ბრაუზერის ტიპი , რომელიც უზრუნველყოფს ჩვეულებრივი , WEB საიტების ნახვას მობილურ ტელეფონებში

WAP – Wireless Application Protocol – ეს არის საშუალება ინფორმაციის მიღების ინტერნეტ რესურსებიდან მობილური ტელეფონების საშუალებით, ინტერნეტიდან ინფორმაცია გადაიცემა ტელეფონის ეკრანზე. ტექნიკურად თუ მობილური ტელეფონით შესაძლებელი იქნებოდა იმხელა ინფორმაციის ჩვენება ეკრანზე როგორც კომპიუტერი, მაშინ WAP არაფრით არ იქნებოდა განსხვავებული ჩვეულებრივი WEB გვერდების ჩვენებისას. მაგრამ მობილური ტელეფონის დისპლეი არის პატარა ამიტომ ინფორმაცია გადაიცემა დაბალი გრაფიკით, და ინფორმაცია დაყვანილია აბსოლიტურ მინიმუმამდე.

VoIP – Voice over IP – ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას გაერთიანდეს არსებული ქსელი ერთიან ქსელში ხმის და მონაცემების ერთდროულად გადასაცემად, მაგალითად VoIP_ს საშუალებით შესაძლებელია Skype_თ განვახორციელოდ ზარი მობილური ტელეფონის საშუალებით.

PTT – Push-to-Talk – რაციის ფუნქცია მობილურ ტელეფონში.

ფორმფაქტორი – მობილური ტელეფონის ფიზიკური სახე, ფორმა, როგორებიცაა მაგ: მონობლოკი (კლასიკური), სლაიდერი, გვერდითა სლაიდერი, გასაშლელი და ა.შ.

QWERTY კლავიატურა – ეს არის კლავიატურა რომელზეც განლაგებულია სიმბოლოები, ანბანი და ყველა ის ღილაკი რომელიც განლაგებულია პერსონალურ კომპიუტერზე და ნოუთბუკზე.

Li-Ion – ლითიუმ იონი , ელემენტის  ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გამოირჩევა ნაკლები წონით და მუშაობის ხანგრძლივობით მისი წინამორბედებისგან

Li-Po – ლითიუმ პოლიმერი , ელემენტის ერთ-ერთი სახეობა მახასიათებლებით თითქმის იგივეა რაც Li-Ion , მაგრამ მისგან განსხვავებით შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი ფორმის ,  ასევე 2 ჯერ მეტი სამუშაო რესურსი აქვს ვიდრე Li-Ion-ზე დამზადებულ ელემენტებს

mAh – მილიამპერი საათში – ელემენტის სიმძლავრის საზომი ერთეული

ლაპარაკის რეჟიმი – ეს არის ელემენტის მაქსიმალური ხანგძლივობა, საუბრის დროს, განსხვავებული მაჩვენებელია მეორე და მესამე თაობის ქსელებში მუშაობის დროს

ლოდინის რეჟიმი – ეს არის ელემენტის მაქსიმალური ხანგძლივობა, ჩართულ მაგრამ პასიურ მდგომარეობაში

OLED – მობილური ტელეფონების ეკრანის ტიპი, ამ ტიპის ეკრანებს ახასიათებს მსუბუქი წონა, თხელი ზომები, ნათელი და მკვეთრი ფერები, ამასთან ერთად მისი წარმოება არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს და მოიხმარს ნაკლებ ენერგიას ვიდრე LCD (TFT , STN) ტიპის ეკრანები

AMOLED – Active-matrix organic light-emelling diode – აქტიური მატრიცა ორგანული შუქდიოდების ბაზაზე) არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა დამზადდეს ეკრანები, რომელიც საჭიროებს, ტრადიციული LCD ეკრანებისგან შედარებით, უფრო დაბალ ენერგომოხმარებას, არის ძალიან თხელი და აქვს გაუმჯობესებული ფერების გადაცემა და მაღალი კონტრასტულობა, შესაძლებელია დამზადდეს გამჭვირვალე ტიპის.

STN – Super Twisted Nematic  – LCD ეკრანების ერთ-ერთი ტიპი. TFT ეკრანებისაგან განსხვავებით მისი წარმოება გაცილებით ნაკლებ სახსრებს მოითხოვს და აგრეთვე ნაკლებ ენერგიასაც ხარჯავს , მაგრამ გამოსახულების ხარისხიც გაცილებით ნაკლებია ვიდრე TFT -ეკრანების გამოსახულება.

TFD – Thin Film Diode – ამ ტიპის ეკრანების ხარისხი შეესაბამება TFT ეკრანების ხარისხს, ხოლო ელექტრო ენერგიას მოიხმარს STN ტიპის ეკრანების მსგავსად .

TFT – Thin Film Transistor – LCD ეკრანების ერთ-ერთი ტიპი. STN ტიპის ეკრანებთან შედარებით გამოსახულება უკეთესია, მაგრამ მოიხმარს მეტ ენერგიას და უფრო ძვირი საწარმოებელია.

Monochrome – სიტყვასიტყვით “ერთი ფერი”. ეკრანები, რომელთაც აქვს მხოლოდ თეთრი და შავი ფერი

Qualcomm – ამერიკული კომპანია , რომელიც აწარმოებს ციფრულ უკაბელო სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს , კომპანია დაარსდა 1985 წელს

სისტემური ჩიპი – ძირითადი ნაწილი , რომელიც ითავსებს მიკროპროცესორს , გრაფიკულ მიკროპროცესორს , დამზადებისას გამოყენებულ არქიტექტურას , მობილურ ტელეფონებში (ასევე სხვა მოწყობილობებში) გამოყენებულ ტექნოლოგიებს (თანამედროვე ჩიპსეტებს შეუძლიათ აღიქვან და ამუშავონ თანამედროვე ტექნოლოგიები , როგორიც არის მაგალითად 802.11 ac , GPS , აუდიო სისტემა და ა.შ.)

Snapdragon – სისტემური ჩიპი , რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მოწყობილობებში მათ შორის მობილურ ტელეფონებში , დღეისთვის უახლეს მოდელს წარმოადგენს Snapdragon 805 (ასევე ცნობილია Snapdragon S1 , S2 , S3 , S4 , 200 , 400 , 410 , 600 , 602A , 800 , 802)

Exynos – სისტემური ჩიპი , რომელიც შექმნა კომპანია SAMSUNG-მა , დღეისათვის ცნობილია შემდეგი მოდელები : Exynos 3 , Exynos 4 Dual , Exynos 4 Dual 32 nm , Exynos 4 Quad , Exynos 5 Dual , Exynos 5 Octa , Exynos 5 Hexa

სისტემური ჩიპები Apple – დღეისათვის ცნობილია Apple-ის შემდეგი სისტემური ჩიპები : A4 , A5 , A5X , A6 , A6X , A7

სისტემური ჩიპები Nvidia – დღეისათვის ცნობლია Nvidia-ს შემდეგი სისტემური ჩიპები: Tegra APX , Tegra 600-650 , Tegra 2 , Tegra 3 , Tegra 4 , Tegra 4i , Tegra K1

სისტემური ჩიპები MediaTek – MediaTek გახლავთ ტაივანური ბრენდი , რომელიც აწარმოებს სისტემურ ჩიპებს , ცნობილია შემდეგი სისტემური ჩიპები : MT8312 , MT 8317 , MT8317T , MT8125 , MT8135 , MT6582 , MT6588 , MT6592

PowerVR – კომპანია , რომელიც აწარმოებს გრაფიკულ მიკროპროცესორებს , მის მოდელებს წარმოადგენს G სერია (6100 , 6200, 6230 , 6400 , 6430 , 6630)

Mali – წარმოადგენს გრაფიკულ მიკროპროცესორებს , ცნობილია Mali-ის გრაფიკული მიკროპროცესორების შემდეგი  მოდელები T სერიიდან : 628 , 678 , 720 , 760

Adreno – მობილურ ტელეფონებში გამოყენებული გრაფიკული პროცესორები , რომლებიც ცნობილია როგორც Adreno 200 , 205 , 220 , 203 , 305 , 225 , 320 , 305 , 306 , 330 , 420

Cortex – მიკროპროცესორების კლასიფიკაციიდან ერთ-ერთი , დღეისათვის ცნობილია სხვადასხვა სერიის Cortex-ის მიკროპროცესორები , რომლებიც თავსებადია Snapdragon-ის სხვადასხვა სისტემურ ჩიპთან (ცნობილია Cortex A5 , A7 , A8  , A9 , A12 , A15 მოდელები და ასევე Cortex A , M , R და 50 სერიები)

Wi-Fi 802.11ac – უკაბელოდ ინფორმაციის გადაცემის ახალი სტანდარტი , რომელში გამოყენებულია 160 Mhz გამტარობის მქონე არხი (40 Mhz n სტანდარტში) , გამტარობის მაჩვენებელი გაიზარდა სამჯერ

ARM – მიკროპროცესორების დამზადების არქიტექტურა

Krait – მიკროპროცესორების ერთ-ერთი კლასიფიკაცია (მობილური ტელეფონებისათვის და პლანშეტებისთვის) , Krait-ის სერიიდან ცნობილია შემდეგი მოდელები : Krait , Krait 200 , 300 , 400 , 450

LPDDR – მობილურ ტელეფონებში გამოყენებული ოპერატიული მეხსიერების ტიპი (Low Power DDR , დაბალი ენერგო მოხმარების მქონე ოპერატიული მეხსიერება) დღეისათვის ცნობილია LPDDR , LPDDR2 , LPDDR3 , LPDDR4

Scorpion – მიკროპროცესორების კლასიფიკაცია  , რომლებიც გამოირჩევიან Cortex მიკროპროცესორებისგან ინფორმაციის დამუშავების მაღალი სიჩქარით

Digital signal processor – ციფრული სიგნალის დამუშავება , რომელიც Hexagon-ის სახელით არის ცნობილი მობილურ ტელეფონებში

Enhanced Data Rate (EDR) – ინფორმაციის გადაცემის გაუმჯობესებული მაჩვენებელი , გამოყენებულია Bluetooth-ში სიჩქარე აღწევს 3 მბ/წამს

High Speed (+HS) – ე.წ. High Speed ტექნოლოგია, გამოყენებულია Bluetooth-ში და სიჩქარე აღწევს 24 მბ/წამს

FPS (frame per second) – კადრების რაოდენობა ერთ წამში , რაც უფრო მეტია ეს მაჩვენებელი შესაძლებელია გამოსახულების ხარვეზების გარეშე დათვალიერება

Dropbox – უფასო აპლიკაცია , რომელიც საშუალებას გაძლევთ კომპანია Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მობილურ ტელეფონებში გქონდეთ თქვენი სივრცე , ატვირთოთ , გააზიაროთ , დაარედაქტიროთ დოკუმენტები და ა.შ.

RSS – „Really Simple Syndication” ან “Rich Site Summary” , მარტივი სინდიკაცია , ვებ-გვერდების ავტომატური განახლება , რაც საშუალებას გვაძლევს ყველა სიახლის შესახებ გავიგოთ ვებ-გვერდზე შესვლისთანავე

Dual Shot – მობილურ ტელეფონებში ფოტო-კამერით გადაღების ფუნქცია , რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავუღოთ საკუთარ თავსა და კონკრეტულ ობიექტს ერთდროულად (მუშაობს ორივე კამერა)

Pixel – წერტილები, რომლისგანაც შედგება ეკრანი

რეზოლუცია – პიქსელების რაოდენობა ეკრანზე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, მაგ: 320 x 240, 240 x 320, 360 x 640, 640 x 960 და ა.შ

დიუმი (ინჩი) – სიგრძის ზომის საზომი ერთეული, რომლითაც იზომება ეკრანები. (1 დიუმი = 2,54 სმ)

65K, 256K, 16M – ფერების რაოდენობა ეკრანში. (K = 1000; M = 1 000 000)

Multi-touch – სენსორული ეკრანის ტიპები, რომელზე მუშაობაც შესაძლებელია ერთდროულად ორი ან მეტი თითის მოქმედებით

Accelerometer  – აქსელერომეტრი – ეკრანის ავტომატური შემოტრიალების ფუნქცია

Gyro – იგივე Gyroscope სენსორი , ამ ტექნოლოგიის საშუალებით მობილური ტელეფონი ახდენს ინფორმაციის სიმეტრიულ და სწორ განთავსებას მობილური ტელეფონის ეკრანზე სხვადასხვა 3 განზომილებიან აპლიკაციასთან მუშაობის დროს

Proximity – სენსორი , რომელიც თიშავს ეკრანს როდესაც ზარს ვიღებთ/ვახორციელებთ , აღნიშნული აღიქვამს ზედაპირთან სიახლოვეს , მაგალითად მობილური ტელეფონის ყურისკენ მოძრაობისას (ზოგიერთ შემთხვევაში ავტომატურად ირთვება)

Compass – ციფრული კომპასი მობილურ ტელეფონებში , რომელიც იყენებს სენსორს სახელად Magnetometer , ორიენტირად იყენებს დედამიწის მაგნიტურ ველს

Barometer – ბარომეტრის სენსორი მობილურ ტელეფონებში ეხმარება GPS-ის ჩიპს ინფორმაციის სწრაფ მიწოდებაში ზღვის დონიდან სიმაღლის განსაზღვირსთვის

Humidity – სენსორი , რომელიც ითვლის ნესტის დონეს კონკრეტულ ადგილზე

Gesture – სენსორი , რომელიც საშუალებას იძლევა მობილური ტელეფონები ვმართოთ ხელის შეხების გარეშე , ჟესტებით

MP (Mega Pixel) – კამერის რეზოლუცია

VGA (640 x 480), QWGA (320 x 240), 720P – ვიდეოს რეზოლუციები

TV out – ეს არის ტექნოლოგია რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მობილურში არსებული ინფორმაცია (ვიდეო რგოლები, მუსიკალური ფაილები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თამაშები და ა. შ.) გამოისახოს ტელევიზორის ეკრანზე სპეციალური კაბელის საშუალებით

FM Transmitter – მობილური ტელეფონის ფუნქცია, რითიც ხდება მობილური ტელეფონის და რადიო მოწყობილობის დაკავშირება, რომელიმე თავისუფალ სიხშირეზე და მობილურში არსებული მუსიკალური ფაილების გაჟღერება რადიოს დინამიკებში, მოქმედების რადიუსი შეადგენს 10 მეტრს.

USB – პორტი, რომელიც გამოიყენება ტელეფონის დასაკავშირებლად კომპიუტერთან სპეციალური კაბელის მეშვეობით. მისი მეშვეობით ხდება ტელეფონსა და კომპიუტერს შორის ფაილების გაცვლა. არსებობს სხვადასხვა სახის პორტები: microUSB, miniUSB და სხვები.

Bluetooth 4.0 – არის ტექნოლოგია რომელიც განკუთვნილია მონაცემთა გასაცვლელად ორ ან რამდენიმე მოწყობილობებს შორის რადიო ტალღების საშუალებით, მისი მოქმედების რადიუსი 100 მეტრს აღწევს და შეფერხების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი

A2DP – Advanced Audio Distribution Profile – აუდიო ფაილების გაფართოებული განაწილების პროფილი) – ეს პროტოკოლი წარმოადგენს ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მოვუსმინოთ მაღალი ხარისხის სტერეო ჟღერადობის მუსიკებს Bluetooth გარნიტურის საშუალებით.

Wi-Fi/Wlan – ტექნოლოგია გამოიყენება მონაცემთა გადასაცემად საჰაერო გზით რადიო ტალღების საშუალებით (მონაცემთა გადაცემაში იგულისხმება – ინტერნეტ კავშირი) აქვს რამდენიმე სტანდარტი: IEEE 802.11 a/b/g/n, მაგრამ რეალურად მობილურ ტელეფონებში გამოიყენება მხოლოდ სამი სტანდარტი:

1.      IEEE 802.11b მუშაობს 2.40 GHz სიხშირეზე და მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 11 მბ/წმ.

2.       IEEE 802.11 g სტანდარტები მუშაობენ 2.4 GHz სიხშირეზე და მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 108 მბ/წმ_მდე.

3.       IEEE 802.11n მუშაობს 2.40 GHz და 5 GHz მონაცემთა გადაცემის სიჩქარე აღწევს 100 – 600 მბ/წმ-მდე.

WiMAX – Worldwide Interoperability for Microwave Access – არის სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგია, რომელიც ადგილმდებარეობის მიუხედავად, უსადენოდ უზრუნველყოფს დიდ მანძილზე მონაცემების გადაცემას და მიღებას, მონაცემთა გადაცემა აღწევს 40 მბ/წმ_მდე.

Broadband – უკაბელოდ დიდი მოცულობის ინფორმაციის გაგზავნის შესაძლებლობა (Dial-UP-თან შედარებით) , რომელიც ეკუთვნის ან ატარებს ფართო ელექტრომაგნიტურ სიხშირეს

GPS – Global Positiong System – დედამიწაზე ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი გლობალური სისტემა. ნავიგაციისა და ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური ქსელი, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს ინფორმაციით მის ადგილმდებარეობის ზუსტი მონაცემების მიწოდებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

A-GPS – Assisted GPS – ესაა GPS მიმღების ფუნქცია, რომელიც უზრუნველყობს GPS სიგნალის გაძლიერებას, როდესაც სიგნალი სუსტია ან მიმართავს ალტერნატიულ საშუალებებს, მონაცემთა გადაცემას (Bluetooth GPS თან კავშირს და ა.შ.)

Geo-tagging – არის GPS-ზე დაფუძნებული ფუნცია, რის დახმარებითაც შესაძლებელია ფოტოს გადაღების დროს ფოტოზე დაიტანოს გეოგრაფიული მდებარეობა (კოორდინატები).

Gorila Glass – მობილურ ტელეფონების (და არა მარტო) ეკრანებზე გამოყენებული მასალა , რომელიც იცავს მოწყობილობის ეკრანს დაკაწვრისგან , დახაზვისგან . ამ დროისთვის გამოსულია ასევე Gorila Glass 2 და Gorila Glass 3-ით აღჭურვილი მობილური ტელეფონები

Mini-sim – Sim ბარათი , რომელიც თავსება მობილურ ტელეფონში ,  მისი საშუალებით შესაძლებელია კონტაქტების შენახვა , ზარის განხორცილება/მიღება ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა/მიღება და ა.შ.

Micro-sim – მობილურ ტელეფონებში , Sim ბარათის სლოტში მოსათავსებელი გადაჭრილი სიმ ბარათი , Mini-Sim-სგან განსხვავებით Micro-Sim შედარებით პატარა ზომის არის

Nano-sim – მობილურ ტელეფონებში (ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა კომპანია Apple) , Sim ბარათის სლოტში მოსათავსებელი გადაჭრილი სიმ ბარათი , Micro-Sim-სგან განსხვავებით რჩება მხოლოდ სპილენძის გამტარები (გადაჭრის შემდეგ)

Capacitive Touchscreen (მოცულობითი) – მოცულობითი სენსორი , რომელიც საშუალებას იძლევა , რომ მან აღიქვას მსუბუქი შეხებაც კი , შესაბამისად ბევრად კომფორტულია აღნიშნული ტექნოლოგიის მქონე მოწყობილობასთან მუშაობა , მუშაობის დროს იყენებეს ელექტრომაგნიტურ ველს , რომელიც წარმოიქმნება თითის შეხებისას , ასევე არსებობს რეზისტივური (resistive) , რომელიც აღიქვამს ნებისმიერი საგნის შეხებას და რეაგირებს სენსორზე დაჭერის დროს გამოყენებული წნევის მიხედვით

ppi – pixel density – პიქსელების რაოდენობის მაჩვენებელი ერთ ინჩზე (2,54 სმ)

Multi Touch – სენსორული ეკრანი , რომელიც აღიქვამს 1 თითზე მეტს (შექმნილია სენსორები , რომლებიც 10 თითს და მეტს აღიქვამენ)

WiFi-Direct – ორი მოწყობილობის უკაბელოდ დაკავშირების ტექნოლოგია , რომელიც არ საჭიროებს ინტერნეტ კავშირს

Wireless Acces Point – მოწყობილობა , რომელიც საშუალებას აძლევს Wireless როუტერებს მიიღონ ინტერნეტი ინტერნეტ კაბელის საშუალებით

Hi-Fi – გაუბჯობესებული Stereo ჟღერადობა

MHL – ტექნოლოგია , რომელიც საშუალებას იძლევა მობილური ტელეფონი დავაკავშიროთ ტელევიზორს და მობილური ტელეფონის ეკრანზე არსებული ინფორმაცია გამოვიტანოთ ტელევიზორის ეკრანზე , რის შემდეგაც შევძლებთ აღნიშნულის მართვას ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტით , ასევე MHL ტექნოლოგიის მქონე მობილური ტელეფონი ტელევიზორთან დაკავშირების შემდეგ იწყებს ელემენტის რესურსის შევსებას

Wi-Fi Hotspot – ტექნოლოგია . რომელიც საშუალებას იძლევა მობილური ტელეფონი გამოვიყენოთ როგორც უკაბელო როუტერი

HDR – შესაძლებლობა სურათის გადაღების დროს , რომელიც ირჩევს ყველაზე განათებულიდან  ყველაზე ჩაბნელებულამდე გადაღებული სურათების ხაზში ოპტიმალურ ვარიანტს

RDS –  რადიო ტალღების საშუალებით რადიო სადგურების მიერ გადაიცეს ინფორმაცია რადიო სადგურის შესახებ , ასევე მიმდინარე და დაგეგმილი  პროგრამების შესახებ

ოპერაციული სისტემა – ეს არის სატელეფონო პროგრამების საბაზო კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს აპარატის მართვას, ფაილებთან მუშაობას, სპეციალურად კონკრეტული ოპერაციული სისტემისათვის დაწერილი პროგრამების გაშვებას. არსებობს ოპერაციული სისტემების რამდენიმე ვერსია: Symbian, Windows 8, iOS, Android, Maemo და სხვები.

Symbian OS – არის ერთ-ერთი ოპერაციული სისტემა , რომელიც გამოიყენება სმარტფონებში და კომუნიკატორებში. Symbian OS შემუშავებულია და დანერგილია კომპანია Symbian-ს მიერ

MAEMO OS – არის ოპერაციული სისტემა რომელიც გამოიყენება სმარტფონებში და კომუნიკატორებში, შექმნილია NOKIA-ს მიერ Debian Linux_ის ბაზაზე

ANDROID OS – არის ოპერაციული სისტემა მობილური ტელეფონებისთვის, შექმნილია კომპანია ANDROID – ის მიერ, არსებობს Android-ის შემდეგი ვერსიები : CupCake, Donut, Éclair, Froyo, GingerBread, HoneyComb, Ice Cream Sandwich, Jelly Bean და 4.4 – Kitkat

S Voice – ხელოვნური ინტელექტის მქონე მოკარნახე , რომელიც გვაწვდის სხვადასხვა სახის ინფორმაციას ჩვენი კითხვების შესაბამისად (აღნიშნულთან სამუშაოდ საჭიროა გავააქტიუროთ Wi-Fi) გამოყენებულია SAMSUNG-ის მობილურ ტელეფონებში

iOS – კომპანია Apple-ის ოპერაციული სისტემა

Siri – ხელოვნური ინტელექტის მქონე მოკარნახე, რომელიც გვაწვდის სხვადასხვა სახის ინფორმაციას ჩვენი კითხვების შესაბამისად (აღნიშნულთან სამუშაოდ საჭიროა გავააქტიუროთ Wi-Fi)

Microsoft Windows Phone 8 – არის ოპერაციული სისტემა პორტატული მობილური მოწყობილობებისთვის, შემუშავებული Microsoft-ის მიერ

BlackBerry OS (RIM) – არის ერთ-ერთი ოპერაციული სისტემა , რომელიც გამოიყენება კომპანია BlackBerry-ის მობილურ ტელეფონებში (უახლეს ვერსიას წარმოადგენს 10.2)

Linux – ოპერაციული სისტემა. არსებობს ოპერაციული სისტემები მობილური მოწყობილობებისთვის რომლებიც Linux-ზეა დაფუძნებული (მაგ: Android და Maemo)

Java – არის პროგრამირების ენა, იგი შემუშავებულია კომპანია Sun Microsystems მიერ

MIDP – Mobile Information Device Profile – არის კომპაქტური აპლიკაცია რომელიც დაწერილია ჯავა პროგრამირების ენაზე. MIDP-ს სპეციფიკაცია განისაზრვრება შემდეგი ფუნქციებით:

1.       საციცოხლო ციკლი (ინსტალაცია, წაშლა, განახლება, გაშვება, შეჩერება, პაუზა)

2.       საფრთხო და ავტორიზირებული გამოყენება მობილური აპარატის გარკვეული ფუნქციების (მაგალითად კომუნიკაციების ფუნქციები)

3.       გრაფიკული ინტერფეისი

KB (კილობაიტი), MB (მეგაბაიტი), GB (გიგაბაიტი) – ინფორმაციის საზომი ერთეულები

AAC – Advanced Audio Coding – ციფრული, აუდიო ფორმატის ფაილი. MP3 ის მსგავსი, მაგრამ გამოირჩევა უკეთესი ხარისხით და ფაილის პატარა ზომით. შემდეგი ვერსიებია: AAC+ და AAC ++

MP3/WMA/WAV – აუდიო ფორმატები

DivX/XviD/MP4/H.264/H.263/WMV – ვიდეო ფორმატები

CPU – მიკროპროცესორი, რომლის დანიშნულებაა მასში შესული ინფორმაციის დამუშავება და განაწილება

RAM – Random-access memory – დროებითი მეხსიერების ტიპი, რომელსაც იყენებს მოწყობილობა კონკრეტული სამუშაოს შესრულების დროს.

ROM – Read-only memory – მეხსიერების ტიპი, სადაც სისტემისთვის საჭირო და აუცილებელი მონაცემები ინახება. ხელს უწყობენ სისტემის ჩატვირთვას და მუშაობას.

MMC, M2, SD, XD, PRO DUO, microSD, miniSD, MMC – მეხსიერების ბარათების სახეობები, ამათგან თანამედროვე მობილურ ტელეფონებში გამოიყენება: microSD

Dual SIM Dual Stand By – ორბარათიანი მობილური ტელეფონები, რომლებზეც ორივე ბარათი მოლოდინის რეჟიმში მუშაობს, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ საუბრობთ ერთ ბარათზე , მეორე ბარათზე შემოსული ზარზე ოპერატორი აცნობებს ზარის განმხორციელებელს რომ თქვენ დაკავებული ხართ

Dual SIM Shift – ორბარათიანი მობილური ტელეფონები, რომლებზეც ორივე ბარათი პასიურია, რაც გულისხმბოს იმას, რომ ორივე ბარათის გამოყენებისათვის საჭიროა გადავრთოთ ერთიდან მეორეზე და ასე შემდეგ

Dual SIM Dual Active – ორბარათიანი მობილური ტელეფონები, რომლებზეც ორივე ბარათი აქტიურია, რაც გულისხმობს იმას, რომ ორივე ბარათზე შემოდის ზარი და შესაძლებელია ერთ ბარათზე საუბრის შემთხევევაში დროებით შევაჩეროთ საუბარი და ვუპასუხოთ მეორე ბარათზე შემოსულ ზარს

Phablet – მოწყობილობა , რომელიც ითავსებს ტაბლეტისა და მობილური ტელეფონის(ორივე მოწყობილობას ერთად) ფუნქციასა და შესაძლებლობებს, ასეთებია : SONY Xperia Z Ultra, SAMSUNG Galaxy Note 3, SAMSUNG Galaxy Note 2, NOKIA Lumia 1520

iCloud – აპლიკაცია , რომელიც შეიმუშავა კომპანია Apple-მა , ამ მომსახურების საშუალებით თქვენ შეძლებთ სერვერზე შეინახოთ აუდიო , ვიდეო ფაილები , ასევე გადაღებული ან/და გადატანილი სურათები , შექმნილი დოკუმენტები, აპლიკაციები , რომლებსაც ავტომატურად უკაბელოდ გადაიტანს ყველა სხვა მოწყობილობაზე (Apple-ის პროდუქცია) , ასევე , გათიშული და დროებით მიტოვებული სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობა ბოლოს შესრულებული დავალებიდან (ნებისმიერი მოწყობილობის დახმარებით)

iTunes – ციფრული მედია დამკვრელი , რომელიც შეიმუშავა კომპანია Apple-მა, მისი გამოყენებით შესაძლებელია ასევე აკონტროლოთ და მონიტორინგი გაუწიოთ თქვენს აუდიო, ვიდეო ფაილებს (დაამატოთ და შეიძინოთ ახალი ფაილები iTunes Store-ზე)

Finger Print Sensor – კომპანია Apple-ის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია  , რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემას მობილური ტელეფონებისთვის (ამ შემთხვევაში iPhone5S) . მუშაობის პრინციპი მარტივია , მომხმარებელი იყენებს თითის ანაბეჭდს კოდირებისთვის იმისთვის რომ დაიცვას საკუთარი ინფორმაცია მესამე პირისგან

BlackBerry Balance – ფუნქცია , რომლის საშუალებითაც BlackBerry-ის მობილურ ტელეფონებში შესაძლებელია გამოვყოთ ერთმანეთისგან პირადი სამუშოა დაფა (Private) და სამსახურის სამუშაო დაფა (Work)

Intelligent Calendar – კალენდარი BlackBerry-ის მობილურ ტელეფონებში , იგი საშუალებას გვაძლევს ავტომატურად მივიღოთ ინფორმაცია სხვადასხვა ღონიესძიებაზე (სინქრონიზაციის საშუალებით , ინფორმაციას იღებს სოციალური ქსელებიდან და ავტომატურად ანახლებს ინფორმაციას შემდეგი დღეების ღონისძიებებზე)

Trusted Security – უსაფრთხოება BlackBerry-ის მობილურ ტელეფონებში , შესაძლებელია ID-სა და password-ის საშუალებით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ჩვენი მოწყობილობა მანძილზე (გავაგზავნოთ სიგნალი , გავაგზავნოთ შეტყობინება , ვნახოთ რუკაზე , დავბლოკოთ მოწყობილობა)

BBM – BlackBerry Messanger – უფასო კომუნიკატორი BlackBerry-ის მობილურ ტელეფონებში

Voice Control – ხმის საშუალებით გავაგზავნოთ BBM-ში შეტყობინებები

Switch Device – ძველი მობილური ტელეფონიდან (BlackBerry) ახალ მობილურში ინფორმაციის უსაფრთხოდ გადატანის ფუნქცია

BlackBerry Keyboard – ბეჭდვის მაქსიმალურად გამარტივებული ტექნოლოგია

BlackBerry HUB – აღნიშნულში თავს იყრის ყველა სახის ინფორმაცია , რომელსაც მომხმარებელი იღებს სხვა ადამიანებისგან (Messages , Notifications , Alarms , Calendar , Emails)

BlackBerry ScreenShare – ვიდეო ზარის განხორციელების შემდეგ შესაძლებლობა გვაქვს გავაზიაროთ ჩვენს ეკრანზე არსებული ინფორმაციაც (სურათები , ვიდეოები , დოკუმენტები , ვაჩვენოთ მოსაუბრეს ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ისე რომ არ გავთიშოთ ვიდეო ზარი)

BlackBerry Camera Time Shift – სურათის გადაღების შემდეგ 3 წამიანი „ვიდეო რგოლი” იწერება , რის მერეც შესაძლებელია ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი მომენტი და შესაბამისად დავტოვოთ ჩვენთვის ოპტიმალური ვარიანტი

Ultra Pixel – კომპანია HTC-ის მიერ მობილური ტელეფონების კამერებში გამოყენებული ტექნოლოგია , რომელშიც გამოყენებულია თანამედროვე CMOS სენსორი , ISP და ოპტიკური ლინზები . ასევე აღნიშნული საშუალებას იძლევა სურათები გადავიღოთ (ისევე ეფექტურად როგორც ნათელ გარემოში) იქ სადაც სინათლის შუქიც ნაკლებია

HTC Sense UI -სამომხმარებლო ინტერფეისი HTC-ის მობილურ ტელეფონებში , აქ ერთიანდება ყველაფერი რაც მობილური ტელეფონის მოხმარებისას ე.წ. „მენიუს” ეხება

Fingerprint scanner – ტექნოლოგია , რომლის საშუალებითაც ხდება თითის ანაბეჭდის მიხედვით მობილური ტელეფონის განბლოკვა (შესაძლებელია დავარეგისტრიროთ 3 სხვადასხვა თითის სხვადასხვა ანაბეჭდი)

Ambient light sensor – სენსორი , რომლის საშუალებითაც რეგულირდება მობილური ტელეფონის განათება , ეს ხელს უწყობს მობილური ტელეფონის ხედვის ოპტიმიზაციას იმის პარალელურად რომ ზოგავს ენერგო მოხმარებას

Guest Zone – ფუნქცია , რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რამდენიმე სამუშაო მაგიდა და მობილური ტელეფონი გამოიყენოს ორმა ან მეტმა ადამიანმა

Rear Key – კომპანია LG-ის მობილურ ტელეფონებში სპეციალური ღილაკი (დაბლოკვა , ხმის მაჩვენებლის მომატება/დაკლება) გადატანილი კორპუსის ზურგზე

OIS – Optical Image Stabilizer – კომპანია LG-ის მობილურ ტელეფონებში კამერის ფუნქცია , რომელიც საშუალებას იძლევა მოძრაობის შემთხვევაშიც გადავიღოთ კარგი სურათი ან/და ვიდეო

KnockOn – ეკრანზე თითის ორჯერ დაჭერით მობილური ტელეფონის გააქტიურების ფუნქცია

QuickRemote – მობილური ტელეფონის ფუნქცია , რომელიც საშუალებას გვაძლევს ვმართოთ აღნიშნულით ყველა სხვა მოწყობილობა (შეათავსოს უნივერსალური პულტის ფუნქცია)

Audio Zoom – ფუნცია , რომლის გამოყენებითაც ჩვენს შევძლებთ ჩავიწეროთ კონკრეტული სუბიექტების საუბარი გარკვეულ მანძილზე

Google Maps – კომპანია Google-ის მიერ შემუშავებული რუკების ერთობლიობა , რომლებიც გამოიყენება კომპანია Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მობილურ მოწყობილობებში (წარმოდგენილია 200-ზე მეტი ქვეყანა, 800-ზე მეტ ქალაქში მისასვლელი გზა ,ხმოვანი გიდი GPS-ის ნავიგაციისას , 100 მილიონზე მეტი სხვადასხვა ადგილი , უამრავი სხვადასხვა დაწესებულება ) სამწუხაროდ , Google Maps-ის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებელი სრულყოფილად არ მუშაობს ყველა ქვეყანაში

Wireless Charging – მობილური ტელეფონის უკაბელოდ დატენვის შესაძლებლობა

City Lens – ფუნქცია , რომელიც საშუალებას იძლევა viewfinder-ით (რომელიც აქვს მობილური ტელეფონის კამერას) ვნახოთ ქალაქში რომელი შენობა რას წარმოადგენს და რა ტიპის დაწესებულებაა

MixRadio – შესაძლებელია მოვუსმინოთ ულიმიტოდ მუსიკალურ ფაილებს

PureMotion HD+ – მაღალი მგრძნობელობის ეკრანი , რომელიც აღიქვამს შეხებას იმ დროსაც კი როდესაც ხელი დაფარულია სხვა ნივთით (ხელთათმანი , პარკი და ა.შ.)

Nokia Pro Camera – საშუალება , რომელიც არეგულირებს მობილურ ტელეფონში კამერის ფოკუსს , ჩამკეტის სიჩქარესა და თეთრ ბალანსს , იმისთვის რათა მივიღოთ საუკეთესო ხარისხის პროფესიონალური სურათები

Nokia Smart Camera – ფუნქცია NOKIA-ს მობილურ ტელეფონებში , რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს გადაიღოს სურათების ე.წ. „რიგი” , რომელშიც შეეძლება რედაქტირება , ზედმეტი საგნების ამოკლება , საჭირო სურათების (მოძრაობის შემთხვევაში) დატოვება მოძრაობის დინამიკიდან და საბოლოოდ მივიღებთ სასურველ სურათს

ChatOn – უფასო კომუნიკატორი SAMSUNG-ის მობილურ ტელეფონებში

WatchOn – სხვადასხვა მოწყობილობის უნივერსალური მართვის აპლიკაცია

Group Play – აპლიკაცია , რომელიც საშუალებას იძლევა გააქტიუროთ რამდენიმე მობილური ტელეფონი (SAMSUNG GALAXY S4) ერთი აუდიო ფაილის დაკვრისთვის

Screen Mirroring – მობილური ტელეფონის ეკრანზე არსებული ინფორმაციის პირდაპირი (სარკისებური) გადატანა ტელევიზორის ეკრანზე

SAMSUNG Kies – აპლიკაცია , რომელიც გამოიყენება SAMSUNG-ის მობილური ტელეფონების ,Windows , Macintosh-ის ოპერაციულ სისტემებთან საკომუნიკაციოდ (დაკავშირება ხდება უკაბელოდ Wi-Fi-ის საშუალებით , თითქოს დაკავშირება მომხდარიყო USB პორტის საშუალებით)

TouchWiz – სამომხმარებლო ინტერფეისი  , რომელსაც იყენებს კომპანია SAMSUNG თავის მობილურ ტელეფონებში

SkyDrive – აპლიკაცია მობილურ ტელეფონებში , რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ატვირთოს ნებისმიერი ტიპის ფაილი და შეინახოს ის სპეციალურ სერვერზე , აღნიშნული მომსახურება საშუალებას იძლევა გააზიაროთ და სინქრონიზაცია გააკეთოთ არსებული ფაილების (ფაილის ზომა , რომლის ატვირთვაც შესაძლებელია არ უნდა აღემატებოდეს 300 MB-ს , ხოლო პერსონალური კომპიუტერით ატვირთვის შემთხვევაში 2 GB-ს , მაქსიმალური ტევადობა 7 GB , თავისუფალი ადგილი სერვერზე)

Triluminos – კომპანია SONY-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია , რომელიც ზრდის ფერთა სიღრმეს . „ფერები , რომლებიც ცოცხლდება” , ამ სიტყვებით წარმოადგინა კომპანია SONY-მ მის მიერ შექმნილი ახალი ტექნოლოგია

Dust/Water Proof – კომპანია SONY-ი იყენებს სპეციალურ კორპუსს , რომელიც არის წყალგაუმტარი და მტვერგაუმტარი (30 წუთის განმავლობაში 1 მეტრის სიღრმეზე)

Walkman – მულტიმედიური დამკვრელები , მუსიკალური და ვიდეო ფორმატების მხარდაჭერით. ასევე დიდი მეხსიერებით და პროფესიონალური პროგრამული უზრუნველყოფით

TrackID – ამ ფუნქციით შესაძლებელია დადგინდეს ინფორმაცია (დასახელება, შემსრულებელი და ა.შ.) ნებისმიერ მელოდიაზე ინტერნეტის საშუალებით

Smile Shutter – ღიმილის დეტექტორი. დეტექტორი აფიქსირებს ღიმილს და დაფისირების შემდეგ ავტომატურად იღებს ფოტოს

წყარო: ee.ge

დატოვეთ კომენატრი

დატოვეთ კომენატრი