მონაცემების გაფილტვრა

dataview

მონაცემების გასაფილტრად შეგვიძლია DataView ობიექტის გამოყენება. დავუშვათ, გვაინტერესებს ინფორმაცია სამედიცინო განყოფილებაში მომუშავე იმ თანამშრომლების შესახებ, რომელთა ასაკი აღემატება 30 წელს. მოცემული კოდით ხდება ამის დემონსტრირება:
{
// პროგრამა 
// პროგრამით ხდება Personali ცხრილის სტრიქონების გაფილტვრა
// dataView ობიექტის გამოყენებით

// შეერთების ობიექტის შექმნა
SqlConnection^ myConnection = gcnew SqlConnection(“server=ROMANI-PC; database=Shekveta; uid=sa; pwd=paroli”);
// შეერთების გახსნა
myConnection->Open();
// DataAdapter ობიექტის შექმნა
SqlDataAdapter^ myAdapter = gcnew SqlDataAdapter(“SELECT * FROM Personali”, myConnection);
// DataSet ობიექტის შექმნა ცხრილების, სტრიქონებისა და სვეტების შესანახად
DataSet^ myDataset = gcnew DataSet();
// myDataset ობიექტის შევსება Personali ცხრილის სტრიქონებით
myAdapter->Fill(myDataset, “Personali”);
// შეერთების დახურვა
myConnection->Close();
// dataView1 ობიექტის დაკავშირება Personali ცხრილთან
DataView^ dataView1 = gcnew DataView(myDataset->Tables[“Personali”]);
// სტრიქონების გაფილტვრა
dataView1->RowFilter = L”ganyofileba = ‘სამედიცინო’ AND asaki > 50″;
// გაფილტრული სტრიქონების ასახვა ეკრანზე
dataGridView1->DataSource = dataView1;
}
როგორც პროგრამიდან ჩანს dataView1 ობიექტის RowFilter თვისებას უნდა მივანიჭოთ ფილტრი, რომელიც სტრიქონს წარმოადგენს. ფილტრის გასაუქმებლად უნდა შევასრულოთ კოდი:
dataView1->RowFilter = “”;
ფილტრის შესატანად შეგვიძლია textBox კომპონენტის გამოყენებაც:
dataView1->RowFilter = textBox1->Text;
ამ შემთხვევაში, textBox კომპონენტში ფილტრი შეგვაქვს ბრჭყალების გარეშე.
თუ გვაინტერესებს ის თანამშრომლები, რომლებიც დაიბადნენ 1990 წლის 1 იანვრის შემდეგ, მაშინ dataView1 ობიექტის RowFilter თვისებას უნდა მივანიჭოთ შემდეგი ფილტრი:
dataView1->RowFilter = L”tarigi_dabadebis > ‘01.01.1990’”
თარიღის შეტანა შეგვიძლია dateTimePicker1 კომპონენტიდანაც:
dataView1->RowFilter = L”tarigi_dabadebis > ‘” + dateTimePicker1->Value.ToString() + “‘”;

 

ავტ:რომან სამხარაძე

Facebook (0)