მონაცემების მიბმა LINQ to SQL-თან

ცხრილებს შორის კავშირების დამყარება შესაძლებელია, აგრეთვე ფორმების ვიზუალური კონსტრუქტორების საშუალებით. ამისათვის, ვქმნით ShekvetaDataContext კლასს, მასში ვათავსებთ Personali, Shemkveti და Xelshekruleba ცხრილებს და ვქმნით მათ შორის ბმებს. ამის შემდეგ, ვირჩევთ მონაცემთა ახალ წყაროს, რისთვისაც ვასრულებთ Project მენიუს Add New Data Source ბრძანებას. გახსნილ ფანჯარაში  მოვნიშნავთ Object ელემენტს და ვაჭერთ Next კლავიშს. გახსნილ ფანჯარაში (ნახ. 18.9) ვირჩევთ Personali, ShekvetaDataContext, Shemkveti და Xelshekruleba ელემენტებს და ვაჭერთ Finish კლავიშს. ახლა ეკრანის მარცხენა ნაწილში გამოვაჩინოთ Data Sources ფანჯარა. გადავიდეთ ფორმაზე (Form1.cs [Design]), Data Sources ფანჯარაში გავხსნათ Personali სია და ავირჩიოთ Details ელემენტი როგორც ნაგულისხმევი მართვის ელემენტის ტიპი ამ ცხრილის შექმნისთვის. მიმთითებელი მოვათავსოთ Personali სტრიქონზე და ბუქსირის საშუალებით გადმოვათრიოთ ის ფორმაზე (ნახ. 18.10). ფორმაზე გამოჩნდება შესაბამისი ველები და შეიქმნება ორი ობიექტი: personaliBindingSource და personaliBindingNavigator. ამის შემდეგ, Data Sources ფანჯარიდან ფორმაზე ბუქსირის ოპერაციის გამოყენებით გადმოვათრიოთ Shemkvetis ცხრილი (ნახ. 18.11). ფორმაზე გამოჩნდება shemkvetisDataGridView კომპონენტი და შეიქმნება shemkvetisBindingSource ობიექტი. ამის შემდეგ, ფორმაზე ორჯერ სწრაფად დავაწკაპუნოთ და

public partial class Form1 : Form
{
სტრიქონების შემდეგ შევიტანოთ კოდი:
ShekvetaDataContext shekvetaDataContext = new ShekvetaDataContext(); ხოლო
private void Form1_Load(object sender, EventArgs e)
{
სტრიქონების შემდეგ კი კოდი:
personaliBindingSource.DataSource = shekvetaDataContext.Personalis; მივიღებთ კოდს:
namespace WindowsFormsApplicatuin1
{
public partial class Form1 : Form
{
ShekvetaDataContext shekvet1DataContext = new ShekvetaDataContext();

public Form1()
{
InitializeComponent();
}
private void Form1_Load(object sender, EventArgs e)
{
personaliBindingSource.DataSource = shekvetaDataContext.Personalis;
}
}
}

წყარო: რომ.სამხარაძე

1Shares