მონაცემთა საცავები

 მონაცემთა შენახვის ფიზიკური ინფრასტრუქტურის დანიშნულებაა ინფორმაციის საიმედო და ოპტიმალური შენახვის უზრუნველყოფა და დროული მიწოდება მომხმარებლებისთვის. მეორე მოთხოვნა პირველზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ინფორმაციის დაგვიანებით მიღება ხშირ შემთვევაში მისი არმიღების ტოლფასია. სადღეისოდ არსებობს ინფორმაციის შენახვის ისეთი სისტემები, რომლებიც მომხმარებლებს მონაცემებთან მაქსიმალურად ეფექტური მიმართვის და მათი საიმედო შენახვის საშუალებებს სთავაზობენ.

 განვიხილოთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებული სისტემა, კერძოდ, DAS, NAS და SAN-სისტემები.

   DAS (Direct Attached Storage) – მოწყობილება შიდა მეხსიერებით, პირდაპირ უერთდება ძირითად კომპიუტერს და ძირითადად ლოკალური სარეზერვო კოპირების ამოცანებს ემსახურება. მარტივად რომ ვთქვათ, DAS არის ჩვეულებრივი ხისტი დისკი, რომელიც ჰოსტთან დასაკავშირებლად ფართოდ გავრცელებულ SCSI-ტექნოლოგიას (Small Computer System Interface) იყენებს.

DAS-სისტემის სქემა

DAS-სისტემა ვერ უზრუნველყოფს მონაცემთა სარეზერვო კოპირებას რამდენიმე ჰოსტიდან, მითუმეტეს მონაცემთა განაწილებას. ამგვარი მოწყობილობის დაყენება სარეზერვო კოპირების იაფფასიანი ვარიანტია, თუმცა გამოუსადეგარი მეტნაკლებად დიდი ორგანიზაციის კომპიუტერულ ქსელში.

NAS-სისტემის სქემა

NAS-სისტემის სქემა

NAS (Network Attached Storage) – “მონაცემთა ქსელური საცავი”. წარმოადგენს კომპიუტერული ქსელის სრულუფლებიან წევრს შესაბამისი საიდენტიფიკაციო მონაცემებით (MAC და IP-მისამართები). NAS-სერვერის ძირითად ფიზიკურ კომპონენტს, როგორც წესი, 1 ან მეტი მეხსიერების ხისტი დისკი წარმოადგენს, თუმცა ხანდახან მის კონფიგურაციაში ოპტიკული ან ლენტური მოწყობილობებიცაა გათვალისწინებული. NAS-მოწყობილობა (NAS Appliance) მარტივად ირთვება ქსელში და წარმოადგენს ფაილ-სერვერს საკუთარი მცირე ოპერაციული სისტემითა და მართვის ვებ-ბაზირებული ინტერფეისით.  NAS-სერვერები გარეგნულად DASმოწყობილობებს ჰგავს, მაგრამ პრინციპული განსხვავება მისგან ფაილებთან ქსელური წვდომის ეფექტური საშუალებებით.

SAN (Storage Area Network) – “მონაცემთა საცავების ქსელი” მაღალი საიმედოობისა და სისწრაფის გამო სადღეისოდ მონაცემთა საიმედო შენახვის ყველაზე გავცელებულ ტექნოლოგიას წარმოადგენს და მასობრივად ინერგება კორპორაციულ ქსელებში.

ტექნოლოგია ეფუძნება გამოყენებულია ძალიან სწრაფ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირის Fibre Channel-ტექნოლოგიას, რომელიც ინფორმაციის გადაცემის  სიჩქარეა 1-2 გბ/წმ სიჩქარეს უზრუნველყოფს. ამასთან, მონაცემთა საცავის ქსელი ფიზიკურად გამოცალკევებულია ძირითადი კორპორაციული ქსელიდან, რაც ძლიერ ზრდის სარეზერვო ასლების შექმნისა და არქივაციის პროცედურების ეფექტურობას და ინფორმაციის შენახვის საიმედობას. ამასთან, მნიშვნელოვანია ძირითადი ქსელური არხების განტვირთვის ფაქტორიც, რადგან სწორედ აღნიშნული პროცედურები (სარეზერვო კოპირება, არქივაცია) მოითხოვენ ყველაზე დიდი ოდენობით ქსელურ რესურსებს და ინფორმაციული არხების მაღალ გამტარუნარიანობას. 

სადღისოდ სერვერული სისტემების ბაზარზე SAN-საცავების საკმაოდ ბევრი ვარიანტი არსებობს, რაც დამკვეთი კომპანიების ერთმანეთისგან რადიკალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.

მაგალითად, Fibre Channel ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება 100 კილომეტრის რადიუსში (შედარებისთვის: ჩვეულებრივი SCSI-ინტერფეისების მოქმედების რადიუსი მხოლოდ 25 მეტრს შეადგენს).

SAN-ქსელის ცენტრალურ კომპონენტს ოპტიკური არხის ადაპტერი (Fibre Channel host bus adapter — FC НВА), რომელიც სერვერებსა და მონაცემთა საცავებს შორის კავშირს უზრუნველყოფს. კერძოდ, იგულისხმება შემდეგი ფუნქციონალობა:

  • ინტერფეისისერვერებსადამონაცემთასაცავებსშორისნებისმიერიქსელურიტოპოლოგიისფარგლებში
  • მონაცემთა საცავების ცენტრალიზებული მართვა (კონფიგურება, მონიტორინგი და ქსელის კომპონენტების ანალიზი.
  • დისკურ მასივებთან წვდომის უფლებების მართვა.
SAN-სისტემის სქემა
                                      SAN-სისტემის სქემა

ავტ: ვ. ოთხოზორია
დ.გულუა
შ.სვანიშვილ