ობიექტ-ორიენტირებული მონაცემთა ბაზის სისტემები

ობიექტ-ორიენტირებული მონაცემთა ბაზების (ოომბ) კონცეფცია წარმოიშვა რელაციური მონაცემთა ბაზების (რმბ) ტექნოლოგიის შემდგომ სრულყოფასთან დაკავშირებით. ასეთი იდეის უპირატესობა კი ის იყო, რომ ოომბ-ის პროექტი უფრო ახლოსაა საპრობლემო სფეროსთან. აქ გამოიყენება ოო-მიდგომის ელემენტები, როგორიცაა კლასები და ობიექტები, მეთოდები, კლასებს შორის იერარქია, მემკვიდრეობითობა და ა.შ. [5,8,9].   ამგვარად, ობიექტური ბაზები (object databases) არის მონაცემთა ბაზებისა და ობიექტ-ორიენტირებული დაპროგრამების ენების გაერთიანებით მიღებული ერთობლივი პროდუქტი.   რეალური სამყაროს ნებისმიერი არსი (Entity) ოო-ენებსა და სისტემებში მოდელირდება ობიექტის სახით. ყოველი ობიექტი მისი შექმნის დროს ღებულობს სისტემის მიერ გენერირებულ უნიკალურ იდენტიფიკატორს, რომელიც კავშირშია ამ ობიექტთან მისი მთელი არსებობის პერიოდში და არ იცვლება ობიექტის მდგომარეობის შეცვლისას. ყოველ ობიექტს აქვს მდგომარეობა (ატრიბუტების მნიშვნელობათა ერთობლიობა) და ახასიათებს ქცევა – მეთოდების ერთობლიობა (პროგრამული კოდი), რომლითაც იგი ოპერირებს ობიექტის მდგომარეობაზე. 

ობიექტის მდგომარეობა და ქცევა ინკაფსულირებულია ობიექტში. ობიექტებს შორის ურთიერთმოქმედება ხორციელდება შეტყობინებათა გადაცემით და შესაბამისი მეთოდების ამოქმედებით და შესრულებით. ობიექტთა სიმრავლე ერთიდაიმავე ატრიბუტებით და მეთოდებით ქმნის ამ ობიექტთა კლასს. ობიექტი უნდა მიეკუთვნებოდეს მხოლოდ ერთ კლასს. დასაშვებია ახალი კლასის შექმნა უკვე არსებულის საფუძველზე და მემკვიდრეობითობის პრინციპის რეალიზაცია.

მოთხოვნების დასამუშავებლად გამოიყენება OQL (Object Query Language), ხოლო მონაცემთა მანიპულირებისთვის ODL

(Object Definition Language).

როგორც აღვნიშნეთ, ოო-მონაცემთა ბაზები 80-იანი წლებიდან ვითარდებოდა. მათ შორის იყო გამორჩეული პაკეტები, რომლებსაც უკეთესი მახასიათებლები და კომერციული თვალსაზრისით მეტი მომხმარებელი ჰყავდა. აქ შეიძლება ვახსენოთ მაგალითად, ფრანგული Altair კონსორციუმის O2 სისტემა, ამერიკული MCC კომპანიის ORION სისტემა, Htwlett-Packard-ის Iris სისტემა და ა.შ. [5, 10-13].   

1.20 ნახაზზე მოცემულია ობიექტ-ორიენტირებული ბაზის კლასისთვის  ობიექტის ზოგადი მოდელი (სტრუქტურა), რომელსაც იყენებს სისტემა მონაცემთა განსაზღვრის ენაში [

 

 

სისტემის მიერ განსაზღვრული კლასები ასახავს ობიექტური მოდელის სემანტიკას. OBJECT არის განსახილველი ობიექტის სტრუქტურის (ჩარჩოს) ფესვი. OBJECT იყოფა REFERENCE და IMMEDIATE აღნიშვნებით მითითებით და მნიშვნელობით ობიექტებად.  IMMEDIATE ობიექტები იყოფა ATOMIC და RELATION ობიექტებად. ATOMIC ობიექტები შედგება INTEGER, FLOAT, STRING და VSTRING ობიექტებისგან. RELATION ობიექტებს შეიძლება ჰქონდეს REFERENCE და IMMEDIATE ობიექტები ატრიბუტების მნიშვნელობების სახით. RELATION ობიექტები რეალიზდება ჩადგმული რელაციების სახით. 

კომპლექსური ობიექტები, მაგალითად, ORION სისტემაში შესაძლებელია აისახოს RELATION ობიექტების გამოყენებით [13]. ასეთ შეზღუდვას უწოდებენ კომპლექსური ობიექტის მთლიანობას, რომელიც სრულდება „მთელი-ნაწილი“ დამოკიდებულებაში. სისტემის მიერ განსაზღვრულ კლასებს აქვს სიტემის მიერ განსაზღვრული ატრიბუტები, რომლების მემკვიდრულ კავშირშია მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ ქვეკლასთან. IMMEDIATE ობიექტებს აქვს პროცედურული ატრიბუტები. ისინი შეიცავს სკანირების ფუნქციებს, როგორიცაა openscan, next, და closescan. გარდა ამისა, ATOMIC ობიეტებს აქვს აგრეგატული ფუნქციები, როგორიცაა count, average, sum, max და min.  RELATION ობიექტებს აქვს ანგარიშის შესაძლებლობა როგორც აგრეგატული ფუნქციებს.  

 REFERENCE-ს აქვს თვლადი ატრიბუტები, როგორიცაა Class და Oid. მას აქვს აგრეთვე პროცედურული ატრიბუტები, როგორიცაა put, replace, delete და destroy დამატებით სკანირების ფუნქციებთან. REFERENCE-ს ობიექტები იყოფა COMPOSITE, MEDIA და META ნაწილებად. მომხმარებელი, როგორც წესი, განსაზღვრავს ობიექტების დომენს  (საპრობლემო სფეროს) როგორც COMPOSITE ქვეკლასს. 

MEDIA-ს აქვს ქვეკლასები IMAGE, GRAPHICS და TEXT. მათ აქვს პოლიმორფული პროცედურული ატრიბუტები, როგორიცაა input, output, change-size და move, რომელთაც აქვს განსხვავებული რეალიზაციები, მაგრამ ერთი იგივე ინტერფეისი. მომხმარებელს შეუძლია მუშაობა მულტიმედიის ერთიან ინტერფეისზე.   

META-ს აქვს ქვეკლასი CLASS., რომელიც ასახავს კლასის სტრუქტურის სემანტიკას. მას აქვს ატრიბუტები, პროცედურები, ლექსიკონური ინფორმაცია, DB-ს, როგორც META-ს ქვესიმრავლეს, აქვს ატრიბუტები მთლიანი ცოდნის ბაზის სამართავად. SYSTEM-ს აქვს ატრიბუტები სესიებისა და ტრანზაქციების სამართავად.    

ავტ: გია სურგულაძე

Facebook (0)