პოლიმორფიზმი

პოლიმორფიზმი (polymorphism) არის დაპროგრამების მექანიზმი, რომელიც მსგავს ობიექტებს საშუალებას აძლევს ერთი ინტერფეისის გამოყენებით მიმართონ სხვადასხვა მეთოდებს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ერთი და იგივე სახელი შეიძლება რამდენიმე მეთოდს ჰქონდეს, რომლებიც ერთსა და იმავე მოქმედებებს სხვადასხვა ტიპის მონაცემებზე ასრულებენ. ამ შემთხვევაში არგუმენტის ტიპის მიხედვით სრულდება შესაბამისი მეთოდის გამოძახება. კონკრეტულ მეთოდს არგუმენტის ტიპის მიხედვით ირჩევს კომპილატორი. ამრიგად, პოლიმორფიზმი საშუალებას გვაძლევს რამდენიმე სახელის ნაცვლად გამოვიყენოთ ერთი. პოლიმორფიზმის უზრუნველყოფა ხდება მეთოდების გადატვირთვის საშუალებით.

0Shares