პროგრამირების ენა PHP-ს ზოგადი მიმოხილვა

დღეისათვის PHP წარმოადგენს ვებპროგრამირების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ენას. ინტერნეტში საიტების და ვებსერვისების დიდი ნაწილი შექმნილილა PHP-ს მეშვეობით. ზოგიერთი შეფასებით PHP გამოიყენება საიტების 80%-ში, რომელთა შორისაა facebook.com, vk.com, baidu.com და სხვა. ასეთი პოპულარულობა არაა გასაკვირი.ენის სიმარტივე საშუალებას იძლევა სწრაფად და ადვილად შევქმნათ ნებისმიერი სირთულის საიტები და პორტალები.

PHP შეიქმნა 1994 წლს დანიელი პროგრამისტის რასმუს ლერდორფის მიერ და თავიდან წარმოადგენდა სკრიპტების კრებულს პროგრამირების სხვა ენაზე – Perl-ზე. მოგვიანებით მოხდა ამ სკრიპტების გადაწერა პროგრამირების ენა C-ის ინტერპრეტატორზე. შექმნის დღიდან PHP (სახელწოდება მიღებულია Hypertext Preprocessor-ის შემოკლებით) წარმოადგენს ვებსაიტების შექმნის ინსტრუმენტების მოხერხებულ ნაკრებს.

რა უპირატესობები აქვს PHP-ს?

  • ყველა ფართოდ გავრცელებული ოპერაციული სისტემისთვის (Windows, MacOS, Linux) არსებობს PHP-ს შესაბამისი პაკეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვებსაიტების შექმნა შესაძლებელია ამ ოპერაციული სისტემებიდან ნებისმიერში;
  • PHP მუშაობს სხვადასხვა ვებსერვერებთან, როგორიცაა Apache, Nginx, IIS;
  • გამოყენების და ათვისების სიმარტივე. როგორც წესი, PHP-ზე პროგრამირების მცირე გამოცდილებითაც შესაძლებელია მარტივი ვებსაიტების შექმნა;
  • PHP ჰგავს C-ს, ამიტომ თუ იცით C ან რომელიმე მსგავსი სინტაქსის მქონე ენა, PHP-ს ათვისება იქნება გაცილებით მარტივი;
  • PHP-ს გააჩნია სხვადასხვა მონაცემთა ბაზებთან (MySQL, MSSQL, Oracle, Postgre, MongoDB და სხვა) ურთიერთქმედების შესაძლებლობა;
  • PHP-ს მხარდაჭერა გაცნია ჰოსტინგების აბსოლუტურ უმრავლესობას. როგორც წესი, PHP თავსდება ვებსერვერებზე, რომლებზეც მუშაობს Apache ან Nginx, ისინი თავის მხრივ თავსდება Linux საოპერაციო სისტემაში. ვინაიდან Linux-იც და ძემოთჩამოთვლილი ვებსერვერებიც ვრცელდება უფასოდ, შესაბამისად, მსგავსი ჰოსტინგები არის შედარებით იაფი;
  • მუდმივი განვითარება. PHP გამუდმებით ვითარდება და გადასვლა ახალ ვერსიაზე არ წარმოადგენს სირთულეს. ამ მომენტისთვის (2017 წლის დეკემბერი) PHP-ს ბოლო სტაბილური ვერსია არის PHP 7.2.0.

ახლა კი შევქმნათ მცირე საიტი PHP-ს დახმარებით. წინასწარ უნდა ჩავტვირთოთ კომპიუტერში ამისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი.

წყარო:http://webschool.ge