IT & პროგრამირება

IT & პროგრამირება

Ivory Search

ინტერნეტი

ტრანსპორტის დონე

მონაცემთა ქსელი და ინტერნეტი უზრუნველყოფს ადამიანებს შორის სხვადასხვა ტიპის კავშირს , როგორც ადგილობრივად ასევე მსოფლიო მასშტაბით. ერთი მოწყობილობით ადამიანს შეუძლია მრავალი სერვისის გამოყენება, როგორიც არის ელ-ფოსტა, ვები, ჩეთი და სხვა.

მონაცემები ყოველი პროგრამიდან იქცევა პაკეტებად,შემდგომ ტრანსპორტირდება და მიწოდებული იქნება ადრესატის შესაბამის პროგრამაზე ან სერვერულ დემონზე. ეს პროცესი აღწერილია OSI  მოდელის ტრანსპორტის დონეზე. პროცესი მოიცავს გამოყენებითი დონიდან მიღებული ინფორმაციის მომზადებას ქსელურ დონეზე მის გადასაცემად. ტრანსპორტის დონის მობალეობაა, ქსელურ პროცესებს შორის საბოლოო კომუნიკაციის დამყარება

ტრანსპორტის დონის დანიშნულება

ტრანსპორტის დონე გადაცემისას უზრუნველყოფს მონაცემთა  სეგმენტაციას და მიღებისას სხვადასხვა კომუნიკაციისას სეგმენტირებული ნაწილების  ხელმეორედ ასაწყობის კონტროლს.  სატრანსპორტო დონის ძირითადი პასუხისმგებლობაა:

  • გამგზავნ და მიმღებ ჰოსტებს შორის ინდივიდუალური კომუნიკაციისთვის თვალყურის დევნება;
  • მონაცემთა სეგმენტაცია და თითოეული პაკეტის მართვა;
  • სეგმენტების ხელმეორედ აწყობა;
  • განსხვავებული ქსელური პროცესების იდენტიფიცირება.

თითოეული ჰოსტს შესაძლებელია ქონდეს  მრავალი პროგრამა, რომლებიც  ანხორციელებენ კომუნუკაციას  ქსელში. თითოეულ ამ პროგრამას შესაძლებელია ქონდეს ურთიერთობა ადრესატი კომპიუტერის ერთ ან მრავალ პროგრამასთან. სწორედ ტრანსპორტის დონე უზრუნველყოფს მრავალი კავშირის დამყარების შესაძლებლობას.

მონაცემთა სეგმენტაცია

რადგან თითოეული მოთხოვნა ქმნის მონაცემთა ნაკადს რომელიც იგზავნება დაშორებულ ქსელურ პროგრამასთან,აუცილებელია ეს მონაცემები იქნას მომზადებული ქსელში გადასაცემად. ტრანსპორტის  დონის პროტოკოლები აღწერენ იმ სერვისებს, რომლებიც ახდენენ გამოყენებითი დონის              მონაცემების  სეგმენტაციას. ეს მოიცავს თითოეული  მონაცემთა ნაწილის ინკაპსულაციას. ყოველ მონაცემთა ნაწილს სჭირდება თავსართი რომელიც უნდა დაემატოს სატრანსპორტო დონეზე, რათა მითითებული იქნას, გამგზავნის რომელ ქსელურ პროგრამას, მიმღების  რომელ ქსელურ პროგრამასთან  სჭირდება შეერთება.

სეგმენტების  აწყობა და იდენტიფიცირება

მიმღებ ჰოსტზე, მიღებული ინფორმაციული ნაწილები უნდა იქნას იდენტიფიცირებული. დამატებით  ასევე საჭიროა იდენტიფიცირებული მონაცემთა ნაწილები აწყობილი იქნას მონაცემთა ნაკადის სახით და მიმართული იქნას გამოყენებით დონეზე მოქმედ  შესაბამის პროგრამებზე. TCP/IP პროტოკოლი ამ იდენტიფიკატორს ეძახის პორტის ნომერს.ყოველ პროგრამულ პროცესს რომელსაც სჭირდება ქსელური კომუნიკაცია, საჭიროებს უნიკალურ პორტის მისამართს. პორტის მისამართი სჭირდება ტრანსპორტის დონეს, რათა განხორციელდეს პროგრამული პროცესების ,ანუ მათ მიერ წარმოქმნილი მონაცემთა ნაკადების იდენტიფიცირება.

ტრანსპორტის დონე – ეს არის კავშირი გამოყენებით და მასზე დაბალ დონეებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მონაცემთა გადაცემაზე.  ეს დონე იღებს მონაცემებს სხვადასხვა პროგრამებიდან და გადასცემს ქვედა დონეს, როგორც მართვად ნაწილებს , რომლებიც ქვდა დონის პროტოკოლების საშუალებით, შესაძლებელია იქნას მარშუტიზირებული, მულტიპლექსირებული და გადაცებული მედიაზე

გამოყენებითი დონის პროგრამები აგენერირებენ მონაცემებს, რომელიც უნდა გაიგზავნოს ერთი პროგრამიდან მეორეში. ეს გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს ისე რომ, არ არის საჭირო ვიცოდეთ: რა ტიპის არის მიმღები ჰოსტი, რა ტიპის მედიას გაივლის მონაცემი, რა გზას გაივლის, ან რა ტიპის ქსელს გაივლის.

ქვედა დონეების პასუხისმგებლობაა  გადასცენ მონაცემი შესაბამის  მოწყობილობას. ტრანსპორტის დონე კი-ახარისხებს მონაცემთა ნაწილებს და გადასაცემს მათ შესაფერის პროგრამებს .

მოთხოვნები მონაცემებზე განსხვავებულია, რადგანაც სხვადასხვა მონაცემებს გააჩნიათ სხვადასხვა მოთხოვნები, ამიტომ  არსებობს ტრანსპორტის დონის მრავალი პროტოკოლი. ზოგ შემთხვევაში საჭიროა, რომ სეგმენტებმა მიაღწიონ დანიშნულების ადგილას გარკვეული თანმიმდევრობით, რათა მათი დამუშავება მოხდეს წარმატებით; სხვა შემთხვევაში შესაძლებელია იმის დაშვება რომ ზოიერთი       მონაცემი         შესაძლებელია           დაიკარგოს     ქსელში გადაცემისას.

თანამედროვე ქსელებში, სხვადსხვა პროგრამას სჭირდება სხვადასხვა ტრანსპორტის დონის პროტოკოლი. განსხვავებული ტრანსპორტის დონის პროტოკოლს  აქვს განსხვავებული  წესები.

ზოგიერთი პროტოკოლები უზრუნველყოფენ მხოლოდ ძირითად ფუნქციებს იმისათვის, რომ მათ ეფექტურად გადასცენ მონაცემები შესაბამის პროგრამებს შორის. ამ ტიპის პროტოკოლები გამოიყენება ისეთი მოთხოვნებისათვის რომლებიც მგრძნობიარეა (შეყოვნების) დაბრკოლების მომართ.

ზოგი (დანარჩენი) ტრანსპორტის დონის პროტოკოლები აღწერენ პროცესებს რომლებიც უზრუნველყოფენ დამატებით  ფუნქციებს, როგორიცაა მონაცემთა გადაცემის საიმედოობა. იმ დროს როცა ეს დამატებითი ფუნქციები უზრუნველყოფენ გაცილებით საღ კომუნიკაციას ტრანსპორტის დონეზე, მათ გააჩნიათ დამატებითი  მმართველი ინფორმაცია, რაც ზრდის ქსელური ტრაფიკის მოთხოვნას.

მრავალი კომუნიკაციის შექმნა

თუ კომპიუტერი ჩართულია ქსელში,  მას შეუძლია ერთდროულად მიიღოს და გადასცეს ელ-ფოსტა, დაათვალიეროს საიტები, და ისარგებლოს  VoIP ტელეფონით. თითოეული ეს პროგრამა გადასცემს  და იღებს  მონაცემებს ქსელში ერთი და იგივე დროს.

ზოგი (დანარჩენი) ტრანსპორტის დონის პროტოკოლები აღწერენ პროცესებს რომლებიც უზრუნველყოფენ დამატებით  ფუნქციებს, როგორიცაა მონაცემთა გადაცემის საიმედოობა. იმ დროს როცა ეს დამატებითი ფუნქციები უზრუნველყოფენ გაცილებით საღ კომუნიკაციას ტრანსპორტის დონეზე, მათ გააჩნიათ დამატებითი  მმართველი ინფორმაცია, რაც ზრდის ქსელური ტრაფიკის მოთხოვნას.

ზოგი (დანარჩენი) ტრანსპორტის დონის პროტოკოლები აღწერენ პროცესებს რომლებიც უზრუნველყოფენ დამატებით  ფუნქციებს, როგორიცაა მონაცემთა გადაცემის საიმედოობა. იმ დროს როცა ეს დამატებითი ფუნქციები უზრუნველყოფენ გაცილებით საღ კომუნიკაციას ტრანსპორტის დონეზე, მათ გააჩნიათ დამატებითი  მმართველი ინფორმაცია, რაც ზრდის ქსელური ტრაფიკის მოთხოვნას.

მომხმარებლები ითხოვენ რომ ელექტრონული ფოსტა და ინფორმაციის დაყოფა მცირე ნაწილებად და მათი გადაცემა გამგზავნი ჰოსიდან ადრესატამდე საშუალებას აძლევს იარსებოს ბევრმა განსხვავებულმა კომუნიკაციამ  ერთი და იმავე ქსელში

ტრანსპორტის დონის თანახმად, მონაცდემების სეგმენტაცია უზრუნველყოფს მრავალი პროგრამის მიერ, როგორც მონაცემთა გაგზავნის ასევე მიღების საშუალებებს ერთდაიგივე კომპიუტერიდან. სეგმენტაციის გარეშე მხოლოდ ერთ პროგრამას შეუძლია ინფორმაციის გადაცემა ან მიღება (მაგ. ვიდეო ინფორმაცია), მაგრამ ამ დროის განმავლობაში ვერ მიიღებდით წერილებს, ვერ მოიხმარდით ჩატს, ვერ დაათვალიერებდით საიტებს და სხვა, სანამ არ დაამთვრებდით ვიდეო ინფორმაციის მიღებას. ტრანსპორტის დონეზე გამგზავნიდან ადრესატამდე გადაცემული თითოეული ინფორმაციის ნაწილი ცნობილია როგორც
”ლაპარაკი – conversation ”.
რათა იდენტიფიცირებულ იქნას მონაცემის თითოეული სეგმენტი, ტრანსპორტის დონე მონაცემის ნაწილს ამატებს თავსართს რომელიც შეიცავს ორობით მონაცემს. ეს თავსართი შეიცავს ბიტების ველს. ეს არის მნიშვნელობები, რომელიც საშუალებას აძლევს ტრანსპორტის დონის სხვადასხვა პროტოკოლებს შეასრულონ სხვადასხვა ფუნქცია.
ურთიერთობის (Conversation) კონტროლი
ყველა ტრანსტორტის დონის პროტოკოლების პირველადი ფუნქციებია:
მონაცემთა სეგმენტაცია და შემდგომ აწყობა – ქსელების უმეტესობას გააჩნია შეზღუდვა მონაცემთა რაოდენობაზე, რომელსაც შეიძლება შეიცავდეს ერთი მონაცემთა პაკეტის ერთეული PDU. ტრანსპორტის დონე გამოყენებით მონაცემებს ყოფს ცალკეულ სათანადო ზომის მონაცემებად. საბოლოოდ ტრანსპორტის დონე კრებს მონაცემებს ხელმეორედ და აგზავნის შესაბამის პროგრამაზე ან სერვისზე.
ის ინფორმაცა რომელსაც შეიცავს თავსართი გამოიყენება სეგმენტაციისა და მისი ხელახლა აწყობისთვის, სატრანსპრტო დონის ზოგიერთი პროტოკოლი უზრუნველყოფს:
• კავშირზე ორიენტირებული ურთიერთობას
• საიმედო მიწოდებას
• მონაცეების დაშლას და აწყობას
• ნაკადის მართვას
სესიის დმყარება
ტრანსპორტის დონეს სესიების შექმნით შეუძლია განახორციელოს კავშირზე ორიენტირებული ურთიერთობა. კვშირს ამზადებს გამოყენებითი პროგრამები მანამ, სანამ მონაცემები იქნება გაგზავნილი. ამ სეანსით კომუნუკაცია ხდება მართული
ტრანსპორტის დონეზე არსებობს ორი ყველაზე გამოყენებადი პროტოკოლი Transmission Control Protocol (TCP) და User Datagram Protocol (UDP). ორივე ეს პროტოკოლი მართავს მრავალი ქსელური პროგრამის კომუნიკაციას. განსხვავება ამ ორ პროტოკოლს შორის არის სპეციფიური ფუნქციები, რომელიც დამახასიათებელია ორივე პროტოკოლისთვის.

 

პორტების დამისამართება

IANA (Internet Assigned Numbers Authority) – ეს არის სტანდარტიზაციის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია სხვადასხვა დამისამართების სტანდარტების განსაზღვრაზე. ის ანიჭებს პროცესებს პორტის ნომრებს.    არსებობს სხვადასხვა ტიპის პორტის ნომრები:

ვ. ადამია ,ნ. არაბული ,ზ. ცირამუა