ჩამხშობი სიგნალი (Jam Signal)

Ethernet ნებას რთავს მოწყობილობებს ერთმანეთს შეეჯიბრონ გადაცემის დაწყებაზე, თუ დროს ერთ მომენტში ერთდროულად მოხდება ორი მოწყობილობის მიერ გადაცემა, ქსელის CSMA/CD შეეცდება გამოასწოროს პრობლემა. თუმცა გახსოვთ ალბათ, რომ მოწყობილობების რაოდენობის ზრდასთან ერთად წარმოქმნილი კოლიზიები შესაძლებელია გახდეს ძალიან რთულად გასასწორებელი.
კოლიზიის აღმოჩენისთანავე გადამცემი მოწყობილოა გადასცემს 32 ბიტიან ჩამხშობ სიგნალს, რათა უზრუნველყოს ყველა მოწყობილობისთვის შეტყობინება კოლიზიის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ჩახშობის სიგნალი არ ჩაითვალოს როგორც მუშა ფრეიმი, თორემ ვერ მოხდება კოლიზიის აღმოჩენა. ყველაზე გავრცელებული ჩამხშობი სიგნალი არის უბრალოდ 1,0,1,0... როგორც პრეამბულა. დამახინჯებულ მონაცემებს ხშირად უწოდებენ კოლიზიის ფრაგმენტებს. ნორმალური კოლიზიები 64 ოქტეტზე მოკლეა, რის შედეგადაც ადვილია მათი ამოცნობა, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ მინიმალურ ზომას და შესამოწმებელ (FCS) ტესტს.

ავტო:ვ. ადამია ,ნ. არაბული ,ზ. ცირამუა

კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.