ცხრილის წაშლა

ცხრილის წასაშლელად გამოიყენება DROP TABLE ბრძანება. მისი სინტაქსია: DROP TABLE ცხრილის_სახელი იმისათვის, რომ შევძლოთ ცხრილის წაშლა, უნდა ვიყოთ სერვერის sysadmin სტანდარტული როლის წევრი, ან მონაცემთა ბაზის db_owner ან db_dbadmin სტანდარტული როლის წევრი. ჩვენ ვერ წავშლით ცხრილს, თუ არსებობენ ცხრილები, რომლებიც მიმართავს ამ ცხრილს გარე გასაღების საშუალებით; თუ ცხრილთან დაკავშირებულია ერთი ან მეტი წარმოდგენა და ა.შ. ამიტომ, სანამ ამ ცხრილს წავშლიდეთ, საჭიროა მონაცემთა ბაზის ყველა იმ ობიექტის წაშლა, რომლებიც წასაშლელ ცხრილს მიმართავს ან ამ ობიექტების ისე შეცვლა, რომ ისინი ამ ცხრილს აღარ მიმართავდეს. მაგალითი. DROP TABLE Cxrili_1;