ხელი, რომელიც საუბარს ჟეტსების ენაზე „თარგმნის

სპეციალისტებმა 3D-პრინტერის გამოყენებით შექმნეს ხელი, რომელიც საუბარს ჟესტების ენაზე „თარგმნის“. მოწყობილობა უერთდება კომპიუტერს და მხოლოდ ამის შემდეგ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

სიახლის შემქმნელები მას წარმატებულ პროექტად მიიჩნევენ, თუმცა მისი დამუშავება ჯერ არ დასრულებულა, რადგან ჟესტების ენაში არამარტო ხელი, არამედ სახის მიმიკაც მონაწილეობს. იმისათვის, რომ სისტემამ გამართულად იმუშაოს, სპეციალისტებს კიდევ ერთი ხელისა და სახის შექმნა სურთ, რომლის შედეგადაც თარგმანი უფრო სრულყოფილი და ადექვატური იქნება.

შესაძლოა, სიახლეს დიდი პოპულარობა მოჰყვეს მედიცინაში. სმენის პრობლემის მქონე ადამიანებში კი ის ნამდვილად დამხმარე საშუალება იქნება.

წყარო:fortunaplus.ge

Facebook (0)