ჰაფმანის კოდი

1. როდის იქნა აღმოჩენილი ელექტრომაგნიტური ტალღა?

1888 წელს ჰენრიხ ჰერცმა მიაგნო ელექტრომაგნიტური რადიოტალღის მოძებნის და აღმოჩენის მეთოდს.

1895 წლის 25 აპრილს რუსმა მეცნიერმა ალექსანდრ სტეფანეს ძე პოპოვმა გააკეთა მოხსენება, რომელიც ეძღვნებოდა ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივების გამოყენების მეთოდს, ინფორმაციის შემცველი ელექტრული სიგნალების უსადენო გადაცემისათვის. 1896 წლის მარტში ა.ს. პოპოვმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც 250 მეტრზე გადასცა ორ სიტყვიანი რადიოგრამა ,,ჰენრიხ ჰერცი”. მიუხედავად ამისა, რადიოს გამომმგონებლად მთელი მსოფლიო თვლის იტალიელ მარკონის, რომელმაც პირვალმა დააპატენტა ეს გამოგონება. შედეგად, ინგლისის სამხედრო ძალებისთვის ჩამოყალიბდა კომპანია ,,მაკონი”.

2. როდის იწყება უსადენო კავშირის ისტორია?

უსადენო კავშირის ისტორია იწყება 1901 წელს. ამავე წლის ივლისში, ინგლისურმა კომპანია ,,მაკონმა” შეძლო გადაეცა სიგნალები ინგლისის სადგურ პოლდიუდან სენტ-ჯონსის სადგურამდე, რომელიც მდებარეობდა ნიუფაუნდლენდში. თვითონ კომპანია 20-ე საუკუნის დასაწყისისთვის იყო ერთადერთი, რომელიც ახორციელებდა სადენიან საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირს. სიგნალები ყოველდღიურად გადაიცემოდა კაბელებით, რომელიც ჩადებული იყო აშშ-სა და ევროპას შორის.

1912 წელს სახელმწიფოს ხელშეწყობის ქვეშ ჩამოყალიბებული იქნა რუსულ-ინგლისური რადიოტელეგრაფული საზოგადოება ,,მაკონთან” თანამშრომლობით, რომელმაც თავისთავზე აიღო პასუხისმგებლობა დაემონტაჟებინა ძლიერი რეტრასლატორული ანძები რუსეთის ტერიტორიაზე. სადგურების საშუალებით, რომელბიც დადგმული იყო მოსკოვში, ოდესაში, პეტერბურგსა და ვარშავაშიდღე-ღამის განმავლობაში 20000 სიტყვამდე გადიოდა.

პირველი, ყველაზე მძლავრი რადიოსატელეგრაფო სადგური ააგეს გასული საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთ ირლანდიაში, მისი სიმძლავრე შეადგენდა 500 კვტ. შემდეგი გახდა კოლტანოს სადგური იტალიაში, რომელიც უზრუნველყოფდა კავშირს აშშ-ს, ინგლისს, ინდოეთის, ესპანეთის და აფრიკის ზოგიერთ კოლონიებს შორის. იტალიური სასწაულის სიმძლავრე შეადგენდა 1000 კვტ-ს.

კავშირგაბმულობის ინგლისური მაგნატი ,,მაკონი” მოქმედებდა ასევე ეგვიპტეში, სამხრეთ აფრიკაში, ინდოეთში, სინგაპურში, ესპანეთში, ჩილეში, საბერძნეთში, დანიაში, ბრაზილიაში, თურქეთში და ა.შ. უსადენო კავშირის მოწყობილობები დამონტაჟდა ადგილობრივ იახტებზე, სავაჭრო და სამხედრო გემებზე – ფიჭური კავშირში ჩართული გახდა ოთხას პორტზე მეტი. ინგლისში მთელი სამხედრო ფლოტი აღიჭურვა რადიოკავშირით. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ესპანეთის იმ დროინდელმა მეფე ალფონსმა პირადად გახსნა უსადენო ანძა, რომელიც აკავშირებდა ნახევარკუნძულებს ბოლევარსკიმ და კანრის კუნძულებთან.

საუბრის ღირებულება ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის შეადგენდა 7,5 პენს ყოველ ხუთ წუთზე. მოთხოვნამ რადიოკავშირზე დაიწყო მუდმივი ზრდა. მაგალითად, კანადასა და ბრაზილიაში არსებობდა გაზეთები, რომლებიც ინფორმაციას (ამინდსა და ა.შ.) სრულად იღებდნენ მხოლოდ და მხოლოდ ,,მაკონის” უსადენო რადიოკავშირის საშუალებით. ახალი კავშირის დახმარებით ასევე დაიწყო კორესპონდენციების გადაცემა, მომხმარებელს უწევდა გადაეხადა თითოეული გადაცემული სიტყვისათვის.

1921 წელს დეტროიტის პოლიციამ აშშ-ში, მიიღო საშუალება გამოეყენებინა მობილური კავშირი ავტომობილებში. გამოიყენებოდა სიხშირეები დაახლებით 2 მჰც დიაპაზონში, კავშირი იყო არასაიმედო და ვერ უზრუნველყოფდა უწყვეტ მომსახურებას.

3. როდის იწყება ფიჭური კავშირის რეალური ისტორია?

ფიჭური კავშირის რეალური ისტორია სათავეს იღებს 1946 წელს, ქალაქ სანტ-ლუისში, აშშ-ში. შეგახსენებთ, რომ ფიჭური ტელეფონი წარმოადგენს დუპლექსურ რადიოსადგურს, რომელიც აწარმოებს გაცვლას სხვადასხვა სიხშირეებზე. დამატებით მიმღები და გადამცემი ნაწილი, უზრუნველყოფს კავშირს საბაზო სადგურთან ან რეტრასლიატორთან. საბაზო სადგურის არხს ჰქვია downlink, ხოლო საბაზო სადგურის ტელეფონს – uplink.

კომპანია AT&T Bell Laboratories-მა შექმნა რადიოტელეფონები, რომელიც მონტაჟდებოდა ავტომობილებში. აპარატურა თავდაპირველად მოუხერხებლად დიდი მოცულობის და წონის იყო. აბონენტის გადართვა კავშირგაბმულობის არხზე, თავისუფალი არხის მოძებნა ხორციელდებოდა ხელით. რადიოგადამცემი საშუალებას აძლევდა მგზავრებს ან მძღოლს დაკავშირებოდა ასს-ს და ასეთნაირად დაემყარებინათ კავშირი. საჭიროა შეხსენება, რომ თვითონ სატელეფონო საუბარი იყო რთული, რადგან ვერ ხერხდებოდა ლაპარაკი და მოსმენა ერთდროულად.

4.. როდის ამოქმედდა პირველი მობილური ოპერატორი საქართველოში?

პირველი მობილური ოპერატორი ”მეგაკომი” საქართველოშო ამოქმედდა 1996 წელს. ეს იყო მობილური კავშირგაბმულობის, პირველი თაობის ამერიკულ “AMPS” ტექნოლოგიაზე აგებული სისტემა.

1997 წლის მარტში ამოქმედდა კომპანია ”ჯეოსელის” მობილური კავშირგაბმულობის ქსელი (მეორე თაობის GSM-900 ტექნოლოგია, მესამე თაობის ტექნოლოგია.

1997წლის სექტემბერში ამოქმედდა კომპანია ”მაგთიკომის” მობილური კავშირგაბმულობის ქსელი (მეორე თაობის GSM-900 ტექნოლოგია და მესამე თაობის ტექნოლოგიაები)

1999 წლის ოქტომბერში ამოქმედდა კომპანია ”იბერიატელის” მობილური კავშირგაბმულობის ქსელი (პირველი თაობის NMT-450 ტექნოლოგია)

2006 წლის შემდეგ ამოქმედდა კომპანია ”ჯეოსელის”და კომპანია ”მაგთიკომის” ქსელები 1800 მგჰც სიხშირეზე.

2007 წელს ამოქმედდა კომპანია ”ბილაინის” ქსელი (მეორე თაობის GSM- 1800 ტექნოლოგია).

მესამე თაობის (G2,5-G3) CDMA ტექნოლოგიაზე მუშაობს კომპანია ”იბერიატელი” (ამჟამად კომპანია ”ტელენეტი”)

ბოლო ათწლეულში მიმდინარეობს მობილური კავშირის აბონენტების განუხრელი ზრდა. 1996 წელს აშშ-ში მონაცემების გადაცემის ტრაფიკმა სატელეფონო ტრაფიკს გდაჭარბა. იგივე მოხდა ევროპის სახელმწიფოებში 1999 წელს. ამავე პერიოდში მითითებულ ქვეყნებში მობილური აბონენტების რიცხვმა ფიქსირებულს გადაჭარბა. საქართველოში მიბილური ქსელის აბონენტების რიცხვმა ფიქსირებული ქსელის აბონენტების რიცხვს 2003 წელს გაუსწრო. ამჟამად, მობილური ქსაელის აბონენტების რიცხვი საქართველოში თითქმის 2 მილიონს შეადგენს (მათი უმეტესობა ორ კომპანიაზე: ”მაგთიკომზე” და ”ჯეოსელზე” მოდის) და 3-ჯერ მეტია, ვიდრე ფიქსირებული ქსელების აბონენტთა რაოდენობა.

მობილურმა კავშირმა გაიარა თავისი განვითარების სამი საფეხური: 1G, 2G, 2,5G, 3G, 4G ტექნოლოგიები. ამჟამად მობილური კავშირის აბონენტათა რაოდენობა მსოფლიოში 2 მილიარდ აბონენტს აჭარბებს. როგორია პროგნოზი? რა იქნება შემდეგ? გამოჩნდა მე-3 თაობის მობილური სისტემის ”მკვლელი”- მე-4 თაობის სისტემები, რომლებიც აგებულია WI-MAX ტექნოლოგიებზე.

WI-MAX ფორუმში უკვე მონაწილეობს 519-ზე მეტი კომპანია. მიღებულია ამ სისტემის სტანდარტი.

4G სისტემით დამყარებულია გადაცემის სიჩქარის რეკორდი: – შემავალი ტრაფიკი-100 მბტ/წმ, გამომავალი ტრაფიკი 20 მბტ/წმ. თუმცა, 4G ქსელების შასაძლებლობები ამით არ ამოიწურება. კომანია Samsung-მა შეძლო მიეღწია 1 გბტ/წმ სიჩქარისთვის. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზიის ქვეყნები ერთობლიოვად ამუშავებენ მე-4 თაობის ქსელებს. ჩინეთში ტესტირებულია მსოფლიოში პირველი 4G ქსელი. აზიის ”ვეშაპებმა” (იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა) მოილაპარაკეს თანამშრომლობის შესახებ საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში. ქვეყნდება ასეთი სახის ინფორმაცია:

– აზიის ”ვეშაპები” წინააღმდეგი არიან WINDOWS-ის და ემხრობიან მის ალტერნატივას – 4G-ს;

– რა მოუვა WI-FI ტექნოლოგიებს?

WI-FI-ის მომხმარებელთა რიცხვი უახლოეს 5 წელიწადში 50 მილიონ აბონენტს გადააჭარბებს;

– ჩინეთი გადაახტა მე-3 თაობის ტექნოლოგიებს და პეკინის ოლიმპიურ თამაშები მაყურებლებს 4G ქსელით შეხვდება და ა.შ.

gncc.ge

Facebook (0)