IT & პროგრამირება

IT & პროგრამირება

Ivory Search

Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი ახალ ამბებს პროფესიონალურად წაიკითხავს
ტექნოლოგიები

Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი ახალ ამბებს პროფესიონალურად წაიკითხავს

სულ მალე Alexa ახალ ამბებს პროფესიონალურად წაიკითხავს. Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი მომხმარებლებს ახალ ამბებს ზედმეტი „ხელოვნურობის გარეშე“, ადამიანი წამყვანის მსგავსად გააცნობს. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

როგორც კომპანიაში განმარტეს, ხმოვანი ასისტენტი ხმის სინთეზატორს იყენებს, რომელიც ადამიანის ლაპარაკის ჩანაწერის შესწავლის საფუძველზე გამოთქმებს აუმჯობესებს და ტექსტს „ადამიანივით“ კითხულობს. რობოტის განახლებული ლაპარაკის რეჟიმი სავარაუდოდ 2019 წლიდან ამოქმედდება.

Alexa-ს ლაპარაკის განვითარების რამდენიმე ფაზას მოუსმინეთ სამ აუდიოფაილზე.

მანამდე ჩინეთში ახალი ამბების წამყვანი რობოტი შექმნეს.



წყარო:imedinews.ge