Androidროგორ შეიქმნა

ANDROID
Android Inc დააარსდა 2003 წელს. ამ დროს იგი საერთოდ არ ჰგავდა იმ ოპერაციულ სისტემას, რომელსაც ახლა ვართ მიჩვეულები. 2005 წელს კომპანია ერთ-ერთი ავტონომიური ქვე-განყოფილების სახით შეუერთდა Google-ს და გახდა Symbian-ის თავისებური ანალოგი, რომელიც მუშაობდა ძირითადად ღილაკებიან მობილურებზე მანამ, სანამ 2007 წელს კონკურენტ Apple-ის პირველმა iPphone-მა, არ აიძულა დეველოპერები, შეეცვალათ სისტემის განვითარების მიმართულება. ამ ეტაპიდან ანდროიდი სულ სხვა დონეზე გადადის.პირველი ანდროიდ ტელეფონი წარადგინა HTC-მ. ეს გახდა ერთადერთი სმარტფონი, რომელიც მუშაობდა 1.0 ვერსიაზე. მოდელის სახელი – HTC Dream.ერთმანეთის მიყოლებით 7 წლის განმავლობაში, გამოდიოდა ანდროიდის ახალი ვერსიები. კომპანია ამ წლების განმავლობაში Apple-ის iOs-ის მთავარი კონკურენტი გახდა.

რევოლიუციური ნახტომი წინ განხორციელდა 2014 წელს, ვერსია Lollipop-ის გამოშვებისთანავე. “რობოტის” ინტერფეისი რადიკალურად შეიცვალა. დიზაინი გახდა მაქსიმალურად მსუბუქი, ელეგანტური და მარტივი მოხმარებისთვის მათთვისაც კი, ვინც ზოგადად არ მეგობრობს ტექნიკასთან

Android 5.0 Lollipop

ივლისში, Google I/O-ის კონფერენციაზე, Android L -ის ანონსი ჩატარდა. იმ მომენტისთვის სისტემის ზუსტი სახელი ცნობილი არ იყო, თუმცა, ნათელი იყო, რომ ინდექსად 5-იანი ექნებოდა.

მხოლოდ 2014 წლის ოქტომბერში Google-მა აღიარა რომ L — Lollipop-ს ნიშნავს, ხოლო მასზე მომუშავე ორი ახალ მობილურში – Nexus 6 (Motorola) და Nexus 9 (HTC) -ში.

შეტანილი იყო შემდეგი ცვლილებები:

სისტემა შექმნილია Material Design სტილში. ახალი ინტერფეისის მთავარი პრინციპი არის ჩრდილების არსებობა, რაც ფენების ეფექტს ქმნის: თითქოს ინფორმაცია დაწერილია კაშკაშა ქაღალდის ფენებზე.

ეკრანზე მოთავსებულია “მოტივტივე” მრავალფუნქციონალური ღილაკი FAB (Floating Action Button). რომელიც მომავალში გახდა ანდროიდის უცვლელი ნაწილი

Project Volta: ოპერაციული სისტემა ერთიანი პაკეტით უგზავნის დავალებებს პროცესორს, რითაც ახანგრძლივებს ელემენტის მუშაობას.
Android_5.0-ru
მთავარი შეეტყობინებები ჩანს ბლოკირებულ ეკრანზე და განბლოკვის გარეშე შესაძლებელი გახდა კამერის ჩართვა და ზარის გაშვება.სწრაფ მენიუში ეკრანის ზედა ნაწილში ჩაემატა აპლიკაციები. შესაძლებელია მარტივი ელემენტების მასშტაბირება.

ვირტუალურ მანქანა მოძველებული Dalvik-იდან Android Runtime (ART) სისტემაზე გადავიდა.

ახალი აპლიკაციები გუგლისგან: ( Docs და Drive გაიყო რამდენიმე პროგრამად), დაემატა ფუნქცია “OK Google”, ახალი Google Play, პროცესორის მართვის ახალი სისტემა Job Scheduler, ორი სიმ ბარათის სრულყოფილი მხარდაჭერა.

2015 წლის მარტში გამოსულ განახლებულ 5,1 – ში შესწორდა პატარა შეცდომები, გაუმჯობესდა ზოგიერთი ფუნქცია.

Android 6.0 Marshmallow

Lollipop-ი კარდინალური ცვლილებებით იყო სავსე. თუმცა შემდეგ ვერსიას, Android 6.0 რევოლიუცია არ მოუხდენია, მიუხედავად იმისა რომ Marshmallow-მ ძალზედ საინტერესო დამატებები მიიღო.

გამოშვების თარიღი – 2015-ის ოქტომბერი. იგივე პრეზენტაციაზე დააანონსდა Nexus 5X და Nexus 6P. ტრადიციულად, Nexus -ის სმარტფონებმა პირველებმა მოირგეს ოპერაციული სისტემის ახალი განახლება. (ამის შემდეგ, Nexus-ის ხაზი აღარ იარსებებს)

დაემატა:

▶ თითის ანაბეჭდის სკანერის მხარდაჭერა (ღირსეული პასუხი APPLE -ს Touch ID-ზე)
▶ Android Pay – ანდროიდის გადახდის სისტემა;
▶ გუგლის ახალი ლოგოც – ფერადი ასოები;
▶ Google -ის აპლიკაციის განახლებული ვერსია;
▶ წვრილმანი ცვლილებები სისტემურ მენიუში;
▶ Chrome custom tabs- ვებ კონტენტის უფრო კომფორტული მოხმარება.

Android_6.0-en▶ შეცვლილია უსაფრთხოების სისტემის პრინციპებიც. გაჩნდა აპლიკაციების პრივილეგიების დონეები. ყოველი პროგრამა სისტემის ყველა ელემენტისა ან სმარტფონის კომპონენტების გამოყენებამდე ითხოვს ნებართვას – წვდომას. მაგალითად, შეუძლია თუ არა სმსის გაგზავნა.

▶ უსაფრთხოების სისტემა ნახლდება თვეში ერთხელ.

▶ Doze რეჟიმი – ავტონომიური მუშაობის დროის გახანგრძლივება. მოლოდინის რეჟიმში მყოფი აპლიკაციები ხარჯავენ ნაკლებ ენერგიას.

▶ ფუნქცია App Standby, “ყინავს” პროგრამებს, რომლებსაც მომხმარებელი არ იყენებს..

▶ Google Now on Tap – “ზეფირის” მნიშვნელოვანი ფუნქცია. მისი დახმარებით გუგლში ეკრანზე გამოსახული სურათი იძებნება. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, სისტემა აკეთებს Screenshot – ის ანალიზს და სთავაზობს მომმხარებელს ამ ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტში. ფუნქცია გამოიძახება Home-ღილაკზე ხანგრძლივი დაჭერით

Android 7.0 Nougat

2016 წლის მარტი: Google Android-ი ახალი ვერსიის ანონსს აკეთებს. უსახელოს. მხოლოდ შემდგომში გახდა ცნობილი რომ განახლება 7.0 Nougat გახდება.

ცვლილებები:

▶ ეკრანის გაყოფა, ორ აპლიკაციაში ერთდროული მუშაობისას.
▶ ღილაკი Clear All გაშვებულ აპლიკაციებში.
▶ სწრაფი წვდომის ღილაკები, კომპაქტურ პანელში.

▶ შესაძლებელია სწრაფი წვდომის პანელის რედაქტირება, ღილაკების ჩამატება, პარამეტრების მენიუს სტრუქტურაც უფრო დეტალური გახდა.
Android_7.0-en
▶ ყველა ფონურ რეჟიმში გაშვებული აპლიკაციის გამოჩენა ეკრანზე ერთი ღილაკით.

▶ Doze-ს დაემატა Project Svelte — ოპერატიული მეხსიერების გამოყენების უამრავი ოტპიმიზაცია.

▶ ტრაფიკის ეკონომიის რეჟიმი;
▶ შემოსული ზარების ფილტრაცია, ტელეფონის ნომრის მიხედვით;
▶ სწრაფი პასუხის ფუნქცია;
▶ ფოლდერების ახალი დიზაინი;
▶ “picture in picture” – რეჟიმის მხარდაჭერა.

▶ ღამის რეჟმი- ავტომატურად ცვლის კონტრასტულობას და ეკრანის სიკაშკაშეს.

▶ სისტემა გადავიდა Java 8-ზე. გაქრა წინა ვერსიების “პროგრამების ოპტიმიზაციის” სტადია, მობილურის ჩართვისას. ამჯერად ის ფონურ რეჟიმში ხორციელდება.

Android 7.0 Nougat-ის ფინალური რელიზი ჩატარდა 2016 წლის 22 აგვისტოს, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

Android 7.1 Nougat და Google Pixel

2016 წლის ოქტომბერში გუგლმა მნიშვნელოვანი პრეზენტაცია ჩაატარა. სადაც დაანონსდა Android 7.1 Nougat და სმარტფონი Google Pixel, რომელებიც მუშაობენ ანდროიდის აღნიშნულ ვერსიაზე.

4 ოქტომბერს კომპანიამ ოფიციალური განცხადებით დაასაბუთა Nexus -ის ხაზის “სიკვდილი” და მისი აღორძინება სხვა სმარტფონში.

▶ Nougat 7.1– ის მთავარი პლუსი – ვირტუალური რეალობის პლატფორმის Daydream -ის მხარდაჭერა.

▶ Image Keyboard Support – კლავიატურის დახმარებით სურათების, გიფების, სტიკერების და სხვა მედია კონტენტის შეყვანა.

▶ აპლიკაციების მრგვალი ლოგოების მხარდაჭერა.

▶ 3D Touch-ის პროგრამული ანალოგი: პროგრამების სიმბოლოების კონტექსტური მენიუ (გამოიძახება ლოგოზე ხანგრძლივი დაჭერით) ხელმისაწვდომია მხოლო Google Pixel და Pixel XL-ის მფლობელებისთვის.

რას შექმნის Google მომავალში – უცნობია. თუმცა, 2017 წლის აპრილში ველოდებით Android 7.1.2-ის გამოსვლას.

google-pixel-sl

წყარო:be.ge

Facebook (0)