Apple-ის გადასახადებისგან თავის არიდების სქემა გაშიფრეს

Paradise Papers-ის მონაცემებით გამოჩნდა, რომ ირლანდიის საგადასახადო ცვლილებების შემდეგ, Apple-მა დაბალი გადასახადების შესანარჩუნებლად, 252 მილიარდი დოლარი ბრიტანეთის კუნძულ ჯერსიზე გადაიტანა.

2014 წლამდე, აშშ-სა და ირლანდიის საგადასახადო კანონმდებლობაში, კომპანია ე.წ. ორმაგ ირლანდიურ ხვრელს იყენებდა. იმის ნაცვლად, რომ Apple-ს ირლანდიაში 12,5% გადასახადი გადაეხადა, ან აშშ-ში – 35%, თავის არიდების სტრუქტურამ კომპაიას საშუალება მისცა გადასახადების სახით მხოლოდ 5% გაეცა, რამდენიმე წელიწადში კი ეს მაჩვენებელი 2%-მდე შემცირდა.

მონაცემების მიხედვით, აშშ-ის გარეთ Apple-ს 44,7 მილიარდი დოლარი აქვს და უცხოურ ხელისუფლებებს გადასახადის სახით მხოლოდ 1,65 მილიარდი დოლარი გადაუხადეს, რაც დაახლოებით 3,7%-ია.

2013 წელს, როდესაც ევროკავშირმა განაცხადა, რომ Apple-ის ირლანდიურ გარიგებას გამოიძიებდა, ირლანდიის ხელისუფლებამ დაფუძნებული ფირმებისთვის კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა. დაბალი გადასახადების შესანარჩუნებლად Apple-ს ოფშორული ფინანსური საყრდენის პოვნა სჭირდებოდა, სადაც მისი შვილობილი კომპანიები დაბალ გადასახადს გადაიხდიდნენ. არჩევანი ბრიტანეთის კუნძულ ჯარსიზე ჩეშერდა.

5 ნოემბერს, გამომძიებელი-ჟურნალისტების კონსორციუმმა (ICIJ), ოფშორული კომპანიებისადმი მიძღვნილი მეორე მასშტაბური პროექტი გამოაქვეყნა სახელწოდებით “სამოთხის დოკუმენტები”. მასალებში თხუთმეტამდე ეგზოტიკური კუნძულის სახელმწიფო რეესტრების მონაცემებია. 2016 წლის აპრილში ICIJ-მ გამოაქვეყნა გამოძიება, რომელსაც “პანამის დოკუმენტები” უწოდეს და რომელიც ჟურნალისტების ჯგუფმა ანონონიმური წყაროსგან პანამური ფირმის Mossack Fonseca-ს მონაცემებზე დაყრდნობით მიიღო. 214 000-ამდე ოფშორული ანგარიშის სიაში 85-ამდე ქართველი ფიგურირებდა

წყარო:imedinews.ge

Facebook (0)