Apple-მა iPhone-ის წარმოება დროებით შეაჩერა


კომპანია Apple-მა iPhone 8 Plus-ის წარმოება კუნიშანის (ჩინეთი) ქარხანაში 2 კვირით შეაჩერა. მიზეზი ისაა, რომ Аpple-ის პარტნიორმა ტაივანურმა კომპანიამ, Wistron-მა, რომელსაც საწარმო ჩინეთში აქვს, iPhone 8 Plus -ის შექმნისას არასანქცირებული ნაწილები გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Commercial Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, Wistron-მა დააჯარიმა რამდენიმე ხელმძღვანელი, რათა Apple-ის ნდობა დაებრუნებინა.

მიუხედავად იმისა, რომ Wistron-ი Аpple-ისთვის მეორეხარისხოვანი პარტნიორი იყო და მის მიერ წარმოებული ტექნიკა საერთო მოცულობის მცირე პროცენტს იკავებდა, Wistron-ი ინდოეთის ბაზარზე iPhone-ების უმსხვილესი მიმწოდებელი იყო.

წყარო:imedinews.ge