Apple-მა MacOS X-ზე უსაფრთხოების სასწრაფო განახლება გამოუშვა

Apple-მა უსაფრთხოების სასწრაფო, აუცილებელი განახლება გამოუშვა Mac-ებისთვის, რათა შეაჩეროს სისტემაზე ჰაკერების წვდომა.

განახლება OS X El Capitan-ზე, OS X Yosemite-ზე და ბრაუზერ Safari-ზე მოწყობილობებს დაიცავს უსაფრთხოების მოწყვლადობისგან, რაც გასულ კვირას iPhone-ებში აღმოაჩინეს.

ვირუსული პროპგრამა განსაკუთრებით ძლევამოსილი აღმოჩნდა, რადგან ის ჰაკერებს საშუალებას აძლევდა შეეღწიათ მოწყობილობებში, მფლობელების მხრიდან მხოლოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერით.  ხარვეზის აღმოჩენა მას შემდეგ მოხდა, რაც ადამიანის უფლებათა ერთ-ერთმა აქტივისტმა მსგავსი ბმული მიიღო და ანალიზისათვის უსაფრთხოების მკვლევრებს გადაუგზავნა.

ვირუს Pegasus-ის საჯაროდ გამოჩენისთანავე, Apple-მა უკვე გამოიშვა განახლება iOS-ზე. კომპანია მომხმარებლებს ურჩევს, რომ განახლება აუცილებლად დააყენოს ყველამ, როგორც iPhone-ის, ისე Mac-ის მომხმარებლებმა.

iOS-სა და OS X-ს კოდის ძირითადი ნაწილი საერთო აქვს, შესაბამისად, ერთ-ერთ მათგანში აღმოჩენილი მოწყვლადობა მეორეშიც იჩენს თავს.

შესაძლებელია, რომ თქვენმა კომპიუტერმა განახლება ავტომატურად უკვე დააყენა, რის გამოც, განახლების შემოწმების გვერდზე აღარაფერი გამოჩნდება.

წყარო: The Independent & 1tv.ge

Facebook (0)