C და C++

C და C++

პროცედურული დაპროგრამება

პროცედურული დაპროგრამება

სხვადასხვა დაპროგრამების ენა განსხვავდება ე.წ. დაპროგრამების პარადიგმის თვალსაზრისით. პროგრამირების პარადიგმა არის ცნებათა, კონცეფციათა და აბსტრაქციათა ერთობლიობა, რომლებიც პროგრამების დაწერის სტილს განსაზღვრავს. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, დაპროგრამების პარადიგმა - ეს არის მეთოდების, პრინციპების, იდეებისა და ცნებების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ამა თუ იმ ენაზე პროგრამის შექმნისას. დღეისათვის ცნობილია დაპროგრამების რამდენიმე პარადიგმა: ლოგიკური, სტრუქტურული, პროცედურული, ობიექტზე-ორიენტირებული, ფუნქციონალური, ვიზუალური, კომპონენტური და ა.შ. მაგალითად, C –ენა – ისტორიულად C++ –ის წინამორბედი – განეკუთვნება პროცედურული დაპროგრამების ენებს; C#, C++, Visual Basic,Java ენები ობიექტზე რიენტირებული სტილისაა და ა.შ. პროცედურული დაპროგრამების ძირითადი იდეა ეფუძნება პრინციპს ”გათიშე და იბატონე