C#

C Sharp, C# არის ობიექტურად ორიენტირებული, ბრძანებითი, ფუნქციური პროგრამირების ენა დამზადებული Microsoft .NET პლათფორმისთვის .

ჰეშ-ცხრილები

ჰეშ-ცხრილები

ჰეშ-ცხრილები ინახავენ   წყვილებს-გასაღები-მნიშვნელობა,ანუ    ჰეშ-ცხრილის თითოეული ელემენტი შედგება გასაღებისა და მნიშვნელობისაგან. გასაღები გამოიყენება შესაბამისი მნიშვნელობის მისაღებად. ჰეშ-ცხრილები განსაზღვრულია Hashtable კლასში. ამ კლასის თვისებები და მეთოდები მოყვანილია ცხრილებში 14.3 და 14.4. ჰეშ-ცხრილში გასაღები და მნიშვნელობა შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის ობიექტი. თუმცა, ჩვეულებრივ, გასაღების როლში ხშირად სტრიქონებს იყენებენ. Hashtable კლასის თვისებები თვისებები ტიპი აღწერა Count int შეიცავს ჰეშ-ცხრილში შენახული ელემენტების რაოდენობას IsFixedSize bool ამოწმებს აქვს თუ არა ჰეშ-ცხრილს ფიქსირებული სიგრძე IsReadOnly bool ამოწმებს არის თუ არა ჰეს-ცხრილი მხოლოდ წაკითხვადი Item object გასცემს ან აყენებს მითითებული გასაღების მქონე ელემენტის მნიშვნელო
For ციკლი

For ციკლი

ამოცანა 1 მოყვანილია For ციკლის მარტივი მაგალითი. სადაც მისი მთვლელი (i) იღებს მნიშვნელობებს 0 - დან 10 - მდე და თითოეული გამოდის (იწერება) კონსოლში. static void Main(string[] args) { for (int i = 0; i < 10; i=i+1) { Console.WriteLine(i); } Console.Read(); } ამოცანა 2 ამ მაგალითში For ციკლით გამოდის 1 - დან 100 - მდე 5 - ის ჯერადი ყველა რიცხვი გარდა 35, 65, 85. for (int n = 5; n < 100; n = n + 5) { if (n == 35 || n == 65 || n == 85) { continue; } else { Console.WriteLine(n); } } ამოცანა 3 ამ მაგალითში For ციკლით გამოდის 2 - დან 20 - მდე ყველა ლუწი რიცხვი. for (int k = 2; k <= 20; k++) { Console.WriteLine(k); } Console.Read(); ამოცანა 4 ამ მაგალითში For ციკლით ხდება მხოლოდ 48-ის და 72 - ის მნიშვნელობის გამოტანა, თუმცა ციკლი დატრიალდება

params მოდიფიკატორი

მეთოდის შექმნისას წინასწარ ვაფიქსირებთ მისთვის გადასაცემი არგუმენტების რაოდენობას. მაგრამ, რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება მეთოდისათვის ცვლადი რაოდენობის არგუმენტების გადაცემა. ასეთ შემთხვევაში, უნდა გამოვიყენოთ params მოდიფიკატორი. ის საშუალებას გვაძლევს მეთოდს გადავცეთ არგუმენტების ნებისმიერი რაოდენობა. params მოდიფიკატორი მასივს გამოაცხადებს როგორც პარამეტრს, რომელსაც შეუძლია მიიღოს 0, 1 და ა.შ. რაოდენობის არგუმენტი.
C#

C#

I ნაწილი. C# ენა თავი 1. შესავალი პროგრამირების ისტორიის მოკლე მიმოხილვა დაპროგრამების ენები გამოიყენება ისეთი მრავალფეროვანი ამოცანების გადასაწყვეტად, როგორიცაა მონაცემთა საინფორმაციო სისტემების მართვა, რთული მათემატიკური და ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტა, მედიცინა და ა.შ. C# ენა, რომელიც შეიმუშავა Microsoft კომპანიამ, მთლიანად პასუხობს პროგრამირების თანამედროვე სტანდარტებს და განკუთვნილია .NET Framework ტექნოლოგიის განვითარების უზრუნველყოფისათვის. ის არის დაპროგრამების მძლავრი ენა განკუთვნილი Windows გარემოში მომუშავე თანამედროვე კომპიუტერული სისტემებისთვის, რომლებიც იყენებენ ინტერნეტ-ტექნოლოგიებს. (more…)
4Shares