ვიდეო გაკვეთილები

სურათის და გრაფიკული ელემენტების ჩასმა

სურათის და გრაფიკული ელემენტების ჩასმა

მოგესალმებით, ვიდეო გაკვეთილში განვიხილავთ სურათის ჩასმას ელექტრონულ ცხრილებში, ასევე გრაფიკული ელემენტის შემოტანას და სამუშაო ფურცლის ფონის შეცვლას სურათის მეშვეობით. გავხსნათ ელექტრონული ცხრილების პროგრამა და სურათის შემოსატანად შევიდეთ ლენტის ზოლზე ,,insert’’ მენიუში. სურათის ჩასასმელად გვაქვს ორი ვარიანტი: ერთი არის ,,picture’’ ბრძანება , ხოლო მეორე ,,online picture’’. ,,picture’’ საშუალებას იძლევა ჩვენს კომპიუტერში არსებული სურათი ჩავსვათ ელექტრონული ცხრილების სამუშაო ფურცელზე, ხოლო ,,online pictures’’ საშუალებას გვაძლევს ინტერნეტ სივრცეში მოცემული სურათები ჩავსვათ ელექტრონულ ცხრილებში. ამჟამად მე შევარჩევ ,,pictures’’ ბრძანებას და კონტექსტურ მენიუში მოვნახავ სურათს, რომელიც უკვე ჩაწერილი მაქვს კომპიუტერში. სურათის შემოსატანად დავაწკაპუნოთ სასურველ სურათს, და მის ჩასასმელად დავაჭირო
Microsoft office Excel 2013 – ელექტრონული ცხრილები

Microsoft office Excel 2013 – ელექტრონული ცხრილები

  ელექტრონული ცხრილების გასაშვებათ Windows XP და Windows 7-ის ოპერაციულ სისტემაში ხდება შემდეგი გზით: Start All Programs           Microsoft Office 2013 Excel 2013. გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში, თუ გვსურს ცარიელი ფურცელის (დავთრის) გახსნა, ავირჩიოთ Blank Workbook (ცარიელი სამუშაო წიგნი), ან შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი მზა ფორმა. მოქმედებათა თანმიმდევრულად შესრულების შემთხვევაში გაიხსნება ელექტრონული ცხრილების პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია Windows-ის სტანდარტული ფანჯრის სახით. ელექტრონული ცხრილების გაშვება სხვადასხვა გზითაც ხდება, თუმცა, აღნიშნული ბრძანებათა თანმიმდევრობა არის უნიკალური. კურსი: .ict.tpdc.ge