ინტერნეტი

პორტების გახსნა და გადამისამართება

პორტების გახსნა და გადამისამართება

კომპიუტერში პორტების გახსნასა და გადამისამართებას ბევრი ერთმანეთში ურევს და ვინაიდან ქართულ ნეტში არ დევს ამაზე ტუტორიალები, გადავწყვიტე მე დამეწერა. პორტების გადამისამართება იმისთვის რომ მოთხოვნა მივიდეს დანიშნულების ადგილზე, მას სჭირდება მისამართი. ჩვენი კომპიუტერის იდენტიფიცირება პირველ რიგში ხდება გლობალური აიპის (Remote IP - გლობალური აიპი მისამართი) მეშვეობით. იმის გამო, რომ ერთ გლობალურ აიპზე შეიძლება შეერთდეს არაერთი კომპიუტერი, ამიტომ გასარჩევად მათ სჭირდებათ ლოკალური აიპებიც. ამასთანავე ამ აიპებზე მოთხოვნები/ინფორმაცია შეიძლება მოძრაობდეს დანომრილი არხების მეშვეობით, რომლებსაც პორტებს ეძახიან. მაშასადამე, იმისთვის რომ რაიმე ინფორმაცია მივიღოთ, ჩვენ გვჭირდება გლობალური მისამართი, ლოკალური მისამართი და თავისუფალი არხი. თუ თქვენ გაქვთ როუტერი, თქვენ შეგიძლიათ "პორტები გადაამისამა
FTP ბრძანებები

FTP ბრძანებები

FTP-სთან სამუშაოდ საჭირო ბრძანებების ნუსხა დღეს შევეცადოთ და შევისწავლოთ კიდევ ერთი საჭირო რამ. ეს არის FTP-სთან სამუშაოდ საჭირო ბრძანებების ნუსხა. როგორც წესი ყველა ჩვენთაგანი იყენებს სამუშაოდ FTP პროგრამებს, ყველა ვიყენებთ მაგრამ ყველამ არ ვიცით თუ რა ხდება ბრძანებების დონეზე FTP-სთან მიმართვისას. მოდით და განვიხილოთ ეს ყველაფერი პრაქტიკაზე მითუმეტეს, რომ ყველა ვერსია windows-ში გვაქვს ftp-ს კონსოლის ვერსია. ამიტომ ჩვენ არაფერი დამატებითი პროგრამა არ დაგვჭირდება. სხვათაშორს თუ ინტერნეტთან შეერთებული ხართ და გაგაჩნიათ რაიმე FTP-სერვერი, გირჩევდით მარტო წაკითხვის გარდა პრაქტიკაზე გაგეკეთებინათ ყველაფერი ის რაზეც ახლა ვისაუბრებთ, თუ სურვილი დიდი გაქვთ მაგრამ რას იზამ და ყველა სტატიისთვის საკუთარი დომენისა და საიტის რეგისტრაციას ვერ იწყებთ მაშინ შეგიძლიათ ისარგებლოთ ერთერთი გავრცელებული
ქსელების ისტორია

ქსელების ისტორია

ქსელური ურთიერთქმედების კონცეფციის შექმნასთან დაკავშირებით, თეორიული სამუშაოები პირველი გამომთვლელი მანქანების გამოჩენისთანავე დაიწყო, მაგრამ პრაქტიკულად შედეგების მიღება მხოლოდ გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს მოხერხდა, როდესაც გლობალური ქსელებისა და პაკეტური კომუნიკაციის ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელი გახდა ე.წ. სუპერკომპიუტერების ანუ Mainframe კლასის გამოთვლითი მანქანების ურთიერთ დაკავშირება, რამაც მათი ეფექტიურობა მნიშვნელოვნად გაზარდა. 1969 წელს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ თავდაცვითი და სამეცნიერ-კვლევითი ცენტრების სუპერკომპიუტერების ერთ საერთო ქსელში გაერთიანების იდეის განხორციელება დაიწყო. ქსელის სახელწოდება გახლდათ ARPANET და სწორედ ეს გახდა პირველი და ყველაზე გავრცელებული გლობალური ქსელის - ინტერნეტის შექმნის საფუძველი. 1974 წელს კომპანია IBM სუპერკომპიუტერებისთვის ქსელუ
ფაილის ატვირთვა

ფაილის ატვირთვა

ჩვენს გაწვდით სიას სადაც შესაძლებლია თქვენი პერსონალური ფაილების ტვირთვა, გაზიარებას, ე.წ  free space   რამდენია აქვთ dropbox  -თავისუფალი სივრცე  2GB Microsoft OneDrive-თავისუფალი სივრცე  5GB Google Drive-თავისუფალი სივრცე  15GB mega.nz-თავისუფალი სივრცე 50GB Mediafire-თავისუფალი სივრცე 10GB კომენტარების სახით დაწერეთ და გაგავიზაირეთ თქვენთის ცნობილი სივრცეები
ტრანსპორტის დონე

ტრანსპორტის დონე

მონაცემთა ქსელი და ინტერნეტი უზრუნველყოფს ადამიანებს შორის სხვადასხვა ტიპის კავშირს , როგორც ადგილობრივად ასევე მსოფლიო მასშტაბით. ერთი მოწყობილობით ადამიანს შეუძლია მრავალი სერვისის გამოყენება, როგორიც არის ელ-ფოსტა, ვები, ჩეთი და სხვა. მონაცემები ყოველი პროგრამიდან იქცევა პაკეტებად,შემდგომ ტრანსპორტირდება და მიწოდებული იქნება ადრესატის შესაბამის პროგრამაზე ან სერვერულ დემონზე. ეს პროცესი აღწერილია OSI  მოდელის ტრანსპორტის დონეზე. პროცესი მოიცავს გამოყენებითი დონიდან მიღებული ინფორმაციის მომზადებას ქსელურ დონეზე მის გადასაცემად. ტრანსპორტის დონის მობალეობაა, ქსელურ პროცესებს შორის საბოლოო კომუნიკაციის დამყარება ტრანსპორტის დონის დანიშნულება ტრანსპორტის დონე გადაცემისას უზრუნველყოფს მონაცემთა  სეგმენტაციას და მიღებისას სხვადასხვა კომუნიკაციისას სეგმენტირებული ნაწილების  ხელმეორედ ასაწყო
OSI მოდელი

OSI მოდელი

ინფორმაციის გადაცემისას ერთი მოწყობილობიდან მეორეზე,  ინფორმაცია გადის მომზადების რთულ პროცესს, სადაც აღწერილია, თუ რა ეტაპები უნდა გაიაროს ინფორმაციამ, რომ მოხდეს მისი ისეთი მომზადება, რომ შესაძლებელი იყოს მისი ფიზიკურ მედიაში გადაიცემა, და შესამაბისად, რა ეტაპები უნდა გაიაროს, რომ მოხდეს ფიზიკური მედიიდან ორიგინალური ინფორმაციის  მისაღებად. ეს ეტაპები კომპიუტერულ ქსელებში წარმოდგენილია დონეების სახით. თითოეულ დოენზე მუშაობს გარკვეული ტიპის პროტოკოლი, რომელიც პასუხისმგებელია მის ზემოთ არსებული დონიდან მიღებული ინფორმაცია დაამუშაოს და გადასცეს მის ქვემდგომ დონეს. ამ პროცესს ენკაფსულაციას უწოდებენ. აღნიშნული დონეები ქმნიან პროტოკოლების ნაკრებს (სტეკს). ანუ სტეკი არის პროტოკოლების ნაკრები, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მომზადებას და გადაგზავნას ფიზიკურ მედიაში და პირიქ
კომპიუტერული  ქსელის  ელემენტები

კომპიუტერული ქსელის ელემენტები

სურათზე მოცემულია კომპიუტერული ქსელის ელემენტები რომლებიც მონაწილეობენ კომუნიკაციაში. იგი შეიცავს: მოწყობილობებს, მედიას (საშუალება რითაც ხედება მონაცემების გადაცემა ფიზიკურ გარემოში), რომლებიც ერთმანეთთან მუშაობენ გარკვეული წესების დაცვით, იმისათვის, რომ მოხდეს ინფორმაციის მიღება და გადაცემა. ინფორმაციის             გადაცემა         ხდება სხვადასხვა     ტიპის კომპიუტერებიდან. მაგ. PC, laptop, სერვერი, IP ტელეფონი.  ეს მოწყობილობები ლოკალურ ქსელში ერთმანეთთან დაკავშირებულია (მედია საშუალებით) რადიო ან საკომუნიკაციო ხაზებით. მოწყობილობებს, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი და ცვლიან ერთმანეთს შორის ინფორმაციას, უნდა ქონდეთ საერთო გაცვლის  წესები ანუ პროტოკოლები. პროტოკოლი - ეს არის წესები, რომელსაც იყენებენ ქსელური მოწყობილობები ერთმანეთთან დასაკავშირებლად. დღესდღეობ
ჩამხშობი სიგნალი (Jam Signal)

ჩამხშობი სიგნალი (Jam Signal)

Ethernet ნებას რთავს მოწყობილობებს ერთმანეთს შეეჯიბრონ გადაცემის დაწყებაზე, თუ დროს ერთ მომენტში ერთდროულად მოხდება ორი მოწყობილობის მიერ გადაცემა, ქსელის CSMA/CD შეეცდება გამოასწოროს პრობლემა. თუმცა გახსოვთ ალბათ, რომ მოწყობილობების რაოდენობის ზრდასთან ერთად წარმოქმნილი კოლიზიები შესაძლებელია გახდეს ძალიან რთულად გასასწორებელი. კოლიზიის აღმოჩენისთანავე გადამცემი მოწყობილოა გადასცემს 32 ბიტიან ჩამხშობ სიგნალს, რათა უზრუნველყოს ყველა მოწყობილობისთვის შეტყობინება კოლიზიის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ჩახშობის სიგნალი არ ჩაითვალოს როგორც მუშა ფრეიმი, თორემ ვერ მოხდება კოლიზიის აღმოჩენა. ყველაზე გავრცელებული ჩამხშობი სიგნალი არის უბრალოდ 1,0,1,0... როგორც პრეამბულა. დამახინჯებულ მონაცემებს ხშირად უწოდებენ კოლიზიის ფრაგმენტებს. ნორმალური კოლიზიები 64 ოქტეტზე მოკლეა, რის შედეგადაც ადვილია მათი