სტატიები

ვებ-აპლიკაციების მართვა MS SharePoint-ის გარემოში

ვებ-აპლიკაციების მართვა MS SharePoint-ის გარემოში

ფირმა Microsoft-ის ტექნოლოგია SharePoint წარმოადგენს კორპორაციული ქსელების ინფორმაციულ მოთხოვნებზე მორგებულ, ვებ-ბაზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც მომხმარებლებლებს თანამშრომლობის და ჯგუფური სერვისების გამოყენების მოქნილ შესაძლებლობებს სთავაზობს. კერძოდ, პროგრამის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ვებ-ბაზირებული სერვისების სწრაფი შექმნა ჯგუფური მუშაობისთვის, რაც კორპორაციულ ქსელებში მიმდინარე პროცესების მზარდ ავტომატიზაციას უწყობს ხელს. ანალოგიური ფუნქციონალის მქონე პროგრამული პროდუქტებიდან გამოირჩევიან WebSphere (IBM), Lotus Notes/Lotus Domino (LOTUS), MediaWiki (Wikimedia Foundation) და სხვები. SharePoint-ტექნოლოგიის ძირითადი შესაძლებლობები მოცემულია სურათზე სისტემა უზრუნველყოფს კორპორაციული ვებ-საიტების შექმნას და გაწყობას (Sites), კორპორაციულ ქსელში ინტერესთა ჯგუფების
მავნე პროგრამების სახეობები

მავნე პროგრამების სახეობები

პროგრამებს Malware, SpywareედააRiskware კატეგორიაში მიიჩნევენ როგორცდგან საკუთრებით დიდი საფრთხის გამომწვევად. ამ კატეგორიაში არსებული პროგრამები სხვა საფრთხეებთან ერთად შეიძლება შეიცავდეს ვირუსების, ვორმების (Worm) დაატროიანების (Torjan) სხვადასხვა სახეობებს. ამ საზიანო პროგრამების ეფექტიიშესაძლოა მოიცავდეს მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებას, კომპიუტერის უკანონო მიზნებისათვის გამოყენებას ან მის მწყობრიდან გამოყვანას.   მალვეარი (Malware) მალვეარი არის მავნე პროგრამა, რომელიც თავდამსხმელების მიერ გამოიყენება კომპიუტერის ფუნქციონირებისათვის ხელის შესაშლელად და პირად ინფორმაციასთან წვდომის მოსაპოვებლად. ის შეიძლება იყოს კოდი, სქრიფტი ან სხვა პროგრამა. მალვეარი არის ტერმინი, რომელიც გულისხმობს ინტრავირუსულ პროგრამა. მალვეარი მოიცავს კომპიუტერულ ვირუსებს, რენსომვეარს, ვ
სიმეტრიული სისტემის მეთოდები

სიმეტრიული სისტემის მეთოდები

ცნობილია, რომ კრიპტოგრაფიის (როგორც სიმეტრიული, ასევე ასიმეტ-რიული სისტემების) მეთოდები ძირითადად დაფუძნებულია ერთი და იმა-ვე პრინციპზე, რომლის ძირითადი არსი მდგომარეობს ტექსტურ ინფორ-მაციაში შემავალ სიმბოლოებზე წინასწარ განსაზღვრული მათემატიკური და ლოგიკური მანიპულაციების ჩატარებაში. განიხილავენ ტექსტური ინ-ფორმაციის (TI) წარმოდგენის სამ სახეს: ა) დასაშიფრი TI – DasTI; ბ) დაშიფრული TI – ShifTI (შიფრ-ტექსტი); გ) დამშიფრავი და გამშიფრავი დახურული (საიდუმლო) გასაღები k, სადაც k იგივეა რაც TI ანუ მასში შემავალი სიმბოლოების კრებული. სამივე სახის TI ზოგად შემთხვევაში არის α - ალფაბეტში (α={A,B,…,Z} – არის ლათინური ასომთავრული სიმბოლოების ნაკრები) შემავალი სიმ-ბოლოებისაგან შედგენილი სტრიქონი, კერძოდ: DasTI = {S0 S
Androidროგორ შეიქმნა

Androidროგორ შეიქმნა

Android Inc დააარსდა 2003 წელს. ამ დროს იგი საერთოდ არ ჰგავდა იმ ოპერაციულ სისტემას, რომელსაც ახლა ვართ მიჩვეულები. 2005 წელს კომპანია ერთ-ერთი ავტონომიური ქვე-განყოფილების სახით შეუერთდა Google-ს და გახდა Symbian-ის თავისებური ანალოგი, რომელიც მუშაობდა ძირითადად ღილაკებიან მობილურებზე მანამ, სანამ 2007 წელს კონკურენტ Apple-ის პირველმა iPphone-მა, არ აიძულა დეველოპერები, შეეცვალათ სისტემის განვითარების მიმართულება. ამ ეტაპიდან ანდროიდი სულ სხვა დონეზე გადადის.პირველი ანდროიდ ტელეფონი წარადგინა HTC-მ. ეს გახდა ერთადერთი სმარტფონი, რომელიც მუშაობდა 1.0 ვერსიაზე. მოდელის სახელი - HTC Dream.ერთმანეთის მიყოლებით 7 წლის განმავლობაში, გამოდიოდა ანდროიდის ახალი ვერსიები. კომპანია ამ წლების განმავლობაში Apple-ის iOs-ის მთავარი კონკურენტი გახდა. რევოლიუციური ნახტომი წინ განხორციელდა 201
კომპიუტერული ტერმინების განმარტებები(საჭიროა)

კომპიუტერული ტერმინების განმარტებები(საჭიროა)

Bit, Byte, KB, MB, GB, TB – ინფორმაციის საზომი ერთეულები. 1 byte = 8 bit, 1 kb = 1024 byte, 1 MB = 1024 KB, 1 Gb = 1024 Mb, 1 TB = 1024 GB OS (Operation System) ოპერაციული სისტემა – წარმოადგენს მანქანურ ენაზე დაწერილ წესების (სკრიპტები) ერთობლიობას, რომლის შესაბამისადაც მოქმედებს კომპიუტერის ყველა შესაბამისი კომპონენტი. მან უნდა უზრუნველყოს კომპიუტერის შემადგენელი ყველა ნაწილის (ვიდეო დაფა, ოპერატიული მეხსიერება და ა.შ.) მართვა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა. ოპერაციული სისტემებია:Windows XP, Windows 7, Windows Vista, Linux, Mac OS X. CPU – Central Processing Unit (მიკროპროცესორი) – კომპიუტერის მთავარი მამოძრავებელი შემადგენელი ნაწილი, მისი დანიშულებაა ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გადაცემა. მას ახასიათებენ ტექტური სიხშირით, (იზომება ჰერცებში) რაც განსაზღვრავს მაში შესული ინფორმაცია
ჰაფმანის კოდი

ჰაფმანის კოდი

1. როდის იქნა აღმოჩენილი ელექტრომაგნიტური ტალღა? 1888 წელს ჰენრიხ ჰერცმა მიაგნო ელექტრომაგნიტური რადიოტალღის მოძებნის და აღმოჩენის მეთოდს. 1895 წლის 25 აპრილს რუსმა მეცნიერმა ალექსანდრ სტეფანეს ძე პოპოვმა გააკეთა მოხსენება, რომელიც ეძღვნებოდა ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივების გამოყენების მეთოდს, ინფორმაციის შემცველი ელექტრული სიგნალების უსადენო გადაცემისათვის. 1896 წლის მარტში ა.ს. პოპოვმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც 250 მეტრზე გადასცა ორ სიტყვიანი რადიოგრამა ,,ჰენრიხ ჰერცი”. მიუხედავად ამისა, რადიოს გამომმგონებლად მთელი მსოფლიო თვლის იტალიელ მარკონის, რომელმაც პირვალმა დააპატენტა ეს გამოგონება. შედეგად, ინგლისის სამხედრო ძალებისთვის ჩამოყალიბდა კომპანია ,,მაკონი”. 2. როდის იწყება უსადენო კავშირის ისტორია? უსადენო კავშირის ისტორია იწყება 1901 წელს. ამავე წლის ივლისში, ინგლისუ
ალგორითმი

ალგორითმი

ალგორითმი — იმ მოქმედებათა ერთობლიობის ზუსტი და სრული აღწერა, რომელთა მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით შესრულება განაპირობებს დასმული ამოცანის ამოხსნას. ტერმინი ალგორითმი მე–9 საუკუნის შუა აზიელი მოაზროვნის მუხამედ ბენ მუსა ალ-ხორეზმის სახელის ლათინურ ტრანსკრიფციას უკავშირდება (Algorithmi). როგორც ცნობილია, ალ–ხორეზმმა ჩამოაყალიბა არითმეტიკული მოქმედებების წესები. მისმა ტრაქტატმა არითემტიკაში და ალგებრაში, რომელიც მე–12 საუკუნეში ლათინურ ენაზე თარგმნეს, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მათემატიკის განვითარებაზე დასავლეთ ევროპაში. აქედან გამომდინარე, თავდაპირველად ალგორითმის ქვეშ გულისხმობდნენ მრავალნიშნა რიცხვებზე მხოლოდ ოთხი არითმეტიკული მოქმედების შესრულების წესებს. განმარტება ამჟამად, ტერმინი ალგორითმი სხვადასხვა სახის, ცალკეული წესების, საზოგადო სახელია და იგი შემდეგნაირად არის გან
FTP ბრძანებები

FTP ბრძანებები

FTP-სთან სამუშაოდ საჭირო ბრძანებების ნუსხა დღეს შევეცადოთ და შევისწავლოთ კიდევ ერთი საჭირო რამ. ეს არის FTP-სთან სამუშაოდ საჭირო ბრძანებების ნუსხა. როგორც წესი ყველა ჩვენთაგანი იყენებს სამუშაოდ FTP პროგრამებს, ყველა ვიყენებთ მაგრამ ყველამ არ ვიცით თუ რა ხდება ბრძანებების დონეზე FTP-სთან მიმართვისას. მოდით და განვიხილოთ ეს ყველაფერი პრაქტიკაზე მითუმეტეს, რომ ყველა ვერსია windows-ში გვაქვს ftp-ს კონსოლის ვერსია. ამიტომ ჩვენ არაფერი დამატებითი პროგრამა არ დაგვჭირდება. სხვათაშორს თუ ინტერნეტთან შეერთებული ხართ და გაგაჩნიათ რაიმე FTP-სერვერი, გირჩევდით მარტო წაკითხვის გარდა პრაქტიკაზე გაგეკეთებინათ ყველაფერი ის რაზეც ახლა ვისაუბრებთ, თუ სურვილი დიდი გაქვთ მაგრამ რას იზამ და ყველა სტატიისთვის საკუთარი დომენისა და საიტის რეგისტრაციას ვერ იწყებთ მაშინ შეგიძლიათ ისარგებლოთ ერთერთი გავრცელებული