ტექნოლოგიები

სიახლებია, IT- ტექნოლოგიებისა და პროგრამირებაში,

Lacoste-ს ფიტნეს-ტრეკერი კალორიებს დაგითვლით

ბრენდმა Lacoste იაპონურ კომპანიასთან, DoCoMo-სთან თანამშრომლობით ფიტნეს-ტრეკერი შექმნა. გაჯეტი დამწვარ კალორიებს დაგითვლით. სამაჯური მინიმალისტურ სტილშია შესრულებული და ბრენდის ლოგოტიპით – მწვანე ნიანგით არის გაფორმებული. (more…)
BlackBerry-მ სმარტფონების გამოშვება ოფიციალურად შეწყვიტა

BlackBerry-მ სმარტფონების გამოშვება ოფიციალურად შეწყვიტა

BlackBerry-მ ოფიციალურად შეწყვიტა სმარტფონების წარმოება. კანადური კომპანია მთლიანად მიდის მობილური ბაზრიდან, სხვა გაჯეტებს კი მისი პარტნიორი კომპანიები გამოუშვებენ. BlackBerry-ს დირექტორმა, ჯონ ჩენმა განაცხადა, რომ სმარტფონების წარმოების შეწყვეტა ფინანსური პრობლემების გამო არ ხდება. მისი თქმით, კომპანიას სურს, პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების გაუმჯობესება, სწორედ ამ კუთხით იგეგმება მისი განვითარება. წყარო:fortunaplus.ge

SoundCloud-ი შესაძლოა Spotify-ს კუთვნილება გახდეს

შვედური მუსიკალური სერვისის, Spotify-ს მფლობელები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თავის გერმანულ კონკურენტთან, SoundCloud-თან. ეს უკანასკნელი შესაძლოა Spotify-ს კუთვნილება გახდეს. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. მიუხედავად ამისა, კომპანიების წარმომადგენლები ამ ფაქტზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ წყარო: fortunaplus.ge