ტექნოლოგიები

სიახლებია, IT- ტექნოლოგიებისა და პროგრამირებაში,

აი რატომ ჯდება თქვენი ” სმარტფონები ” ასე მალე

აი რატომ ჯდება თქვენი ” სმარტფონები ” ასე მალე

მობილური ტელეფონები დღეს მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალებას არ წარმოადგენენ, მათი მეშვეობით შეგვიძლია ვირტუალურად ვიმოგზაუროთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ვუსმინოთ მუსიკას, ვუყუროთ ფილმს თუ კლიპს, ვითამაშოთ, ვიყოთ სოციალურ-ქსელებში, წავიკითხოთ სიახლეები და ა.შ. თუმცა ხშირად გვეშლება ხელი მისი მოხმარების პროცესში ელემენტის მოულოდნელი დაცლისგან. თუ გეცნოთ ეს ფაქტი, ე.ი. თქვენ არასწორად მოიხმართ ტელეფონს და შესაბამისად ელემენტი მალე იცლება, სტატიაც დროულია, გთავაზობთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევას, თუ როგორ მოვუაროთ სმარტფონს სწორად. 1. სმარტფონების დამუხტვას 100%-ით ასრულებთ? მომხმარებლების უმეტესი მათგანი, ტლეფონებს 100%-ით ტვირთავს, თუმცა ექსპერტები მოგვიწოდებენ, რომ უფრო დიდხანს რომ შევინარჩუნოთ მუხტი, საჭიროა ბატარეა დატვირთული იყოს 30%-დან 80%-მდე. 2. ბოლომდე ცლით ტელეფონის ელემენტს?
სტივ ჯობსის 1973 წლის რეზიუმე $174 757-ად გაიყიდა

სტივ ჯობსის 1973 წლის რეზიუმე $174 757-ად გაიყიდა

აშშ-ში, ბოსტონის აუქციონზე Apple-ის დამფუძნებლის, სტივ ჯობსის რეზიუმე $174 757-ად გაიყიდა. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს. რეზიუმე 1973 წელსაა შევსებული. მაშინ ჯობსი მხოლო 18 წლის იყო. როცა გამომგონელებლა აპლიკაცია შეავსო, კომპანია Hewlett-Packard-ში დასაქმებას ცდილობდა. რეზიუმე კომპანიამ აუქციონზე 8 მარტს გაიტანა. მყიდველის ვინაობა უცნობია. ადმინისტრაცია მხოლოდ იმას ასაჯაროებს, რომ ის ლონდონელი ბიზნესმენია, რომელიც ბრიტანეთში ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს. სტივენ პოლ ჯობსი 1955 წელს სან-ფრანცისკოში დაიბადა. კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი იყო. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. 2011 წლის 5 ოქტომბერს, სტივ ჯობსი პანკრეატული სიმსივნისგან გარდაიცვალა 56 წლის ასაკში წყარო:imedinews.ge
Android P (9.0)-ის განხილვა: რა არის ახალი?

Android P (9.0)-ის განხილვა: რა არის ახალი?

რამოდენიმე დღის წინ Google-მა უეცარი სურპრიზი მოგვიწყო და Android P-ის პირველი დეველოპერული ანაწყობი გამოუშვა, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია Google Pixel და Google Pixel 2 სმარტფონებზე, ნახეთ ჩვენი ვიდეო განხილვა და გაეცანით იმ სიახლეებს, რომელსაც ახალი საოპერაციე სისტემა გვთავაზობს! ასევე, მეტი ვიდეოსთვის აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, სასიამოვნო სეანსს გისურვებთ! წყარო:review.ge https://youtu.be/NNxcgfP-UyA
Apple-მა iPhone-ის წარმოება დროებით შეაჩერა

Apple-მა iPhone-ის წარმოება დროებით შეაჩერა

კომპანია Apple-მა iPhone 8 Plus-ის წარმოება კუნიშანის (ჩინეთი) ქარხანაში 2 კვირით შეაჩერა. მიზეზი ისაა, რომ Аpple-ის პარტნიორმა ტაივანურმა კომპანიამ, Wistron-მა, რომელსაც საწარმო ჩინეთში აქვს, iPhone 8 Plus -ის შექმნისას არასანქცირებული ნაწილები გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Commercial Times-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, Wistron-მა დააჯარიმა რამდენიმე ხელმძღვანელი, რათა Apple-ის ნდობა დაებრუნებინა. მიუხედავად იმისა, რომ Wistron-ი Аpple-ისთვის მეორეხარისხოვანი პარტნიორი იყო და მის მიერ წარმოებული ტექნიკა საერთო მოცულობის მცირე პროცენტს იკავებდა, Wistron-ი ინდოეთის ბაზარზე iPhone-ების უმსხვილესი მიმწოდებელი იყო. წყარო:imedinews.ge
როგორ შეიძლება ანონიმი მომხმარებლის ამოცნობა სოციალურ ქსელში

როგორ შეიძლება ანონიმი მომხმარებლის ამოცნობა სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში ადამიანებს საკუთარი ვინაობის დაფარვის სხვადასხვა მიზეზი აქვთ. ტროლებს თუ არ ჩავთვლით, რომლებსაც ანონიმურობისთვის სხვა უკვე კარგად ცნობილი მიზეზები აქვთ, არიან ისეთებიც, რომლებიც თავს ან სპეცსამსახურების თვალთვალისაგან, თაღლითებისგან ან იმავე ტროლებისაგან იცავენ. ჯერ კიდევ 2014 წლისთვის ანონიმაიზერ Tor-ის (ის ინტერნეტში ჩვენს კვალს მალავს) მომხმარებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და დღეში 2,5 მილიონ ადამიანს მიაღწია. ამავე პერიოდში Facebook-ი, რომელიც მანამდე პერიოდულად ბლოკავდა Tor-იდან სერვისზე წვდომას, დათმობებზე წავიდა. მიუხედავად ყველაფრისა, სურვილის შემთხვევაში, ანონიმის იდენტიფიცირება შესაძლებელია: მათ ქსელში საკუთარი ქცევა და ჩვევები გასცემთ. შეცდომები და „სმაილები“ გარკვეულ გარემოებებში Facebook-ზე ანონიმის მიერ გაკეთებული ჩანაწერის კონკრეტულ ავტორთან დაკავშირება
BlackBerry ფეისბუქს უჩივის

BlackBerry ფეისბუქს უჩივის

სმარტფონ BlackBerry-ის მწარმოებელი კომპანია „ფეისბუქს“, ასევე მის შვილობილ კომპანიებს –  WhatsApp-ს და Instagram-ს უჩივის და მას ინტელექტუალური საკუთრების მითვისებაში ადანაშაულებს. კერძოდ კი მესენჯერი მათ მოდერნიზებული სახით დაისაკუთრეს. კონკრეტულად, საუბარია ინტერფეისსა და უსაფრთხოების უნიკალურ სისტემაზე. “ფეისბუქმა”  ბრალდებას უკვე უპასუხა და შემხვედრი საჩივრის შესახებ განაცხადა. მოპასუხეს თქმით, კანადური კომპანია საკუთარ იდეებს ვეღარ აწარმოებს და ამის ხარჯზე ავანტიურულ სტრატეგიას მიმართ წყარო:
Galaxy S9-მ iPhone X-ს პერფომანსში ბევრად აჯობა

Galaxy S9-მ iPhone X-ს პერფომანსში ბევრად აჯობა

ხშირ შემთხვევაში Geekbench-ის და AnTuTu ტესტებში iPhone X ბევრად მაღალ ქულებს აჩვენებდა და აჩვენებს ვიდრე სხვა ნებისმიერი Android ფლაგმანური სმარტფონი, ისეთი შეგრძნება რჩება, თითქოს iPhone-ები მართლაც სიმძლავრით ბევრად აღემატება Android სმარტფონებს. თუმცა რეალურ პერფომანსის ტესტებში ბევრმა Android სმარტფონმა დაჩაგრა iPhone X-ი, მათ შორის იყო OnePlus 5T, Sony Xperia XZ Premium, HTC U11 და სხვა არაერთი სმარტფონი. Samsung-ის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იყო მძიმე სისტემის მიზეზით, შესაბამისად რეალურ პერფომანსშიც ვერ ჯობდა iPhone X-ს, თუმცა Galaxy S9-მ უკვე სხვა შედეგები გვაჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტესტებში, რომელიც ქულებით აფასებს პერფომანსს, iPhone X-მა ბევრად აჯობა Galaxy S9-ს, რეალურ ტესტებში პირიქით, Galaxy S9-მ ბევრა აჯობა iPhone X-ს. ამ ფაქტის გათვალისწინებით არან
HMD Global-ი განახლებულ Nokia 8110-ს გამოუშვებს

HMD Global-ი განახლებულ Nokia 8110-ს გამოუშვებს

კომპანია HMD Global-მა გასულ წელს განახლებული Nokia 3110 გამოუშვა, რომელსაც 3G და 4G LTE ქსელების მხარდაჭერა აქვს. ცნობილი გახდა, რომ კომპანია Nokia 8110 მოდელის განახლებას და გამოშვებასაც აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Navigator-ი ავრცელებს. განახლებული Nokia 8110 G4 ქსელებში იმუშავებს. სიახლე უნიკალური დიზაინით იქნება, ნათელი ფერებით და სოციალური ქსელების აპლიკაციებით იქნება აღჭურვილი. გათვალისწინებული იქნება Wi-Fi ქსელების მხარდაჭერაც. აპარატი Qualcomm Snapdragon 200-ის ბაზაზე იმუშავებს. რაც შეეხება საოპერაციო სისტემას აქ YunOS-ს გამოიყენებენ, რომელიც კომპანიამ სპეციალურად Nokia 3310 (2017)-ისთვის შექმნა. ის გამოირჩევა სიმარტივითა და სისწრაფით და აქვს ყველა საჭირო ფუნქია და შესაძლებლობა რაც თანამედროვე კომუნიკაციებისთვისაა საჭირო. მობილურის ფასი 79 ევრო იქნება. ცნობილია, რომ 20
Microsoft-მა Windows 10 Redstone 4-ის სატესტო ვერსია გამოუშვა

Microsoft-მა Windows 10 Redstone 4-ის სატესტო ვერსია გამოუშვა

კომპანია Microsoft-მა Windows 10 17107 Redstone 4 გამოუშვა. ამის შესახებ Windows Central-ი წერს. გავრცელებული ინფორმაციით, Windows 10 Fast Ring-ით გამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ Redstone 4-ის განვითარების ეტაპი დასკვნით ფაზაში გადავიდა. განახლება Fast Ring-ის ინსაიდერებისთვის ვრცელდება. 17170-ე ვერსია ბევრი სიახლით არ გამოირჩევა. როგორც დეველოპერები ამბობენ Redstone 4-ში ზოგადი ცვლილება შევიდა და რამდენიმე ხარვეზი აღმოიფხვრა. Windows Update არ მისცემს კომპიუტერს "დაძინების" საშუალებას თუ ის კვების უწყვეტ წყაროსთან არის დაკავშირებული. აქტიურობის პერიოდი 2 საათს შეადგენს. წყარო:imedinews.ge
მაგთი ინტერნეტის გაძვირების მიზეზებს განმარტავს

მაგთი ინტერნეტის გაძვირების მიზეზებს განმარტავს

მაგთი ინტერნეტის გაძვირების მიზეზებს განმარტავს. ამის შესახებ კომპანიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. "ბოლო წლების განმავლობაში მაგთიკომმა მრავალმილიონიანი ინვესტიციები განახორციელა ტექნოლოგიების დანერგვისა და ქსელის უწყვეტი განვითარების კუთხით. მაგთიკომი უახლესი ტექნოლოგიებით არის წარმოდგენილი მთელს საქართველოში, როგორც დიდ ქალაქებში, ისე რთულად მისადგომ ადგილებში, მაღალმთიანი და სასაზღვრო რეგიონების ჩათვლით, სადაც რიგ შემთხვევებში, ერთი-ორი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ კავშირი ყველასთვის და ყველგან უზრუნველყოფილია. საქართველოში ოპერატორებს რთულ პირობებში უწევთ ოპერირება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე იჯარის საფასური ოპერატორებისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე იჯარის საბაზრო ფასი. 2017 წელს გაიზარდა მეტროსადგურების გვირაბებში კაბელის გატარების საფასური. ვალუტის კურსის ცვლილება,
Xiaomi-მ პანორამული კამერა წარმოადგინა

Xiaomi-მ პანორამული კამერა წარმოადგინა

კომპანია Xiaomi-მ პორტატიული პანორამული კამერა Xiaomi MADV Mini წარმოადგინა. სიახლის მიერთება სმარტფონთან არის შესაძლებელი. მოწყობილობა ორი 13 მეგაპიქსელიანი კამერით არის აღჭურვილი, რომელსაც 5k ფორმატში გადაღების საშუალება აქვს. მას ასევე მზა სურათებზე მუშაობსი ფუნქციაც აქვს. შესაძლებელია სიახლის ტელეფონთან USB Type-C-ის საშუალებით მიერთება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ MADV Mini-ს ფასი 61 დოლარია. წყარო: fortunaplus.ge
Nokia 7 ოფიციალურად გამოვიდა

Nokia 7 ოფიციალურად გამოვიდა

ამ დღეებში, სმარტფონ Nokia 7-ის პრეზენტაცია ოფიციალურად შედგა. სიახლეს 5,2 დიუიმიანი ეკრანი აქვს და ხელმისაწვდომი ის ორ ვარიანტად იქნება: 64 გიგაბაიტი და 128 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით. აღსანიშნავია, რომ ეს Nokia-ს ბრენდით გამოსული უკვე მეორე ტელეფონია, რომელიც კამერის ეფექტ Bothie-ს მოიცავს და ის საშუალებას გაძლევთ, წინა და უკანა კამერით სურათი ერთდროულად გადაიღოთ. ძირითადი კამერა 16, ხოლო წინა – 5 მეგაპიქსელით იქნება აღჭურვილი.რაც შეეხება ფასს, სმარტფონი 400 დოლარი ეღირება. წყარო:fortunaplus.ge
iPhone 8-ზე მოთხოვნამ იკლო

iPhone 8-ზე მოთხოვნამ იკლო

Apple-ის აქციები 1,5%-ით დაეცა. მიზეზად ახალ iPhone 8-ზე საკმაოდ დაბალი მოთხოვნა სახელდება, იკლო სმარტფონზე წინასწარი შეკვეთის რაოდენობამაც. აღსანიშნავია ისიც, რომ Apple-ის წინა თაობის სმარტფონები უფრო დიდი მოთხოვნით სარგებლობს, ვიდრე აღნიშნული მოდელი. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მოთხოვნებს ახალი iPhone X გაზრდის და ის გაყიდვების ლიდერი გახდება. საიუბილეო სმარტფონის პრეზენტაცია კი 27 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
4Shares