ტექნოლოგიები

სიახლებია, IT- ტექნოლოგიებისა და პროგრამირებაში,

ინტერნეტში iPhone 8-ის ახალი კონცეპტის ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)

ინტერნეტში iPhone 8-ის ახალი კონცეპტის ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)

მართალია Apple-ის ახალი ფლაგმანი სულ რამდენიმე თვის წინ ვიხილეთ, თუმცა, ფანების მოლოდინი კვლავ მომდევნო მოდელისკენაა მიმართული. iPhone 8, როგორც ჩანს, ფანების მოლოდინებს გაამართლებს და მთლიანად განსხვავებული დიზაინით იქნება წარმოდგენილი. როგორც იმრან ტეილორი აცხადებს, Apple-ის ახალი გაჯეტის დისფლეიზე გამქრალი იქნება ვერტიკალური ჩარჩოს ადგილი. ეს იქნება მთლიანი დისფლეი, გლუვი კიდეებით. მხოლოდ ფრონტალური კამერისა და ფიზიკური ღილაკის ნაცვლად ჩაშენებული Notification-ის პანელისთვის იქნება დატოვებული დისფლეის ზედა და ქვედა ჰორიზონტალზე მცირე ადგილი.უკანა მხარეზე ისევ განთავსებული იქნება ორმაგი კამერა, რომელიც პირველად iPhone 7-ში დაინერგა. სავარაუდოდ, დივაისი კვლავ შეინარჩუნებს Waterproof ტექნოლოგიას და მასში გამოტოვებული იქნება 3.5 mm-იანი ყურსასმენებისთვის განკუთვნილი პორტი. გთავაზობთ ვიდეო
10 მბ/წმ Ethernet – 10BASE-T

10 მბ/წმ Ethernet – 10BASE-T

10BASE-T იყენებს მანჩესტერის კოდირებას ორ არაეკრანირებულ გრეხილ წყვილზე. ადრინდელ ვარიანტებში 10BASE-T-ში გამოიყენებოდა Cat3 კაბელი, თუმცა დღესდღეობით გამოიყენება მხოლოდ Cat5 ან უფრო ახალი ტიპის კაბელები. 10მბ/წმ Ethernet ითვლება კლასიკურ Ethernet-ად და გამოიყენებს ვარსკვლავის ფიზიკურ ტოპოლოგიას. Ethernet 10BASE-T კაბელები შეიძლება იყვნენ 100 მეტრამდე სიგრძეში სანამ მათ დასჭირდებათ კონცენტრატორი ან გამმეორებელი. 10BASE-T იყენებს ოთხწყვილიანი კაბელის ორ წყვილს და ბოლოვდება 8 გასართიანი RG-45 კონექტორით. წყვილები შეერთებულები პირველ და მეორე გასართთან გამოიყენება ინფორმაციის გასაგზავნად, ხოლო 3 და 6 გამოიყენება ინფორმაციის მისაღებად.  RG-45 კონექტორი და კაბელის კონექტორზე მიერთების სქემა ახალი ქსელის შექმნისას 10BASE-T-ს  აღარავინ ირჩევს, თუმცა ჯერჯერობით არსებობს ბევრი ქსელი აგებული მის მ
სანამ პირველ პროგრამას დავწერთ

სანამ პირველ პროგრამას დავწერთ

რა არის C#? C# (გამოითქმის როგორც სი შარპი) წარმოადგენს java, C და C++ ენის ევოლუციის შედეგს, რომელიც შექმნილია მაიკროსოფტის მიერ სპეციალურად NET პლათფორმასთან სამუშაოდ და შეუძლია მისი ყველა შესაძლებლობის სრულად გამოყენება. C# ენა იყენებს .NET Framework გარემოს ორ მთავარ ნაწილს. პირველია ენაზე დამოუკიდებელი შესრულების გარემო (Common Language Runtime, CLR). ის მართავს ჩვენი პროგრამის შესრულებას და წარმოადგენს .NET Framework ტექნოლოგიის ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამების გადატანადობასა და პროგრამირებას რამდენიმე ენის გამოყენებით. მეორეა - კლასების ბიბლიოთეკა, რომელიც პროგრამას საშუალებას აძლევს მიმართოს შესრულების გარემოს, მაგალითად, მონაცემების შეტანა-გამოტანისათვის. კლასების ბიბლიოთეკების შექმნა და დამატება ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია, რაც უფრო ამარტივებს ამ ენით მუშაობას. C#-ში
სიმეტრიული კრიპტოსისტემა

სიმეტრიული კრიპტოსისტემა

სიმეტრიული კრიპტოსისტემა წარმოადგენს ისეთ სისტემას, რომელშიც ინფორმაციის შიფრაცია/დეშიფრაციისათვის გამოიყენება 1 გასაღები. მოკავშირე მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის დაწყებამდე უნდა იყოს შეთანხმებული და შენახულ იქნას საიდუმლოდ მანამდე, სანამ ინფორმაციის საიდუმლოება უნდა იქნეს უზრუნველყოფილი. იდეალური სიმეტრიული ალგორითმის უსაფრთხოება მთლიანად განისაზღვრება გასაღების უსაფრთხოებით. სანამ უსაფრთხო და დაცულია გასაღები, მანამ დაცულია თვითონ სისტემაც. სიმეტრიული ალგორითმით შიფრაცია და დეშიფრაცია აღინიშნება შემდეგნაირად: EK(M)=C DK(C)=M სადაც M — ტექსტია, C — შიფროტექსტი, K — გასაღები, E და D — შესაბამისად შიფრაციის და დეშიფრაციის ალგორითმები. E და D უნდა იყოს ურთიერთშექცევადი ფუნქციები, ანუ უნდა სრულდებოდეს პირობა : M=DK(EK(M)) სიმეტრიული შიფრები იყოფა 2 ნაწილად: ბლოკური შიფრი და ნაკადუ
აშშ-სა და ევროპაზე მასშტაბური კიბერ-თავდასხმა განხორციელდა

აშშ-სა და ევროპაზე მასშტაბური კიბერ-თავდასხმა განხორციელდა

აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურები ცოტა ხნის წინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ კიბერ-თავდასხმას იძიებენ. შეტევა  DdoS (Denial-of-service attack) ხასიათის იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ თავდასხმის ქვეშ მოყოლილი საიტები მომხმარებელთათვის მიუწვდომელი გახდა. ინციდენტის შედეგად დროებით გაითიშა ისეთი პოპულარული ვებსაიტები, როგორებიცაა Netflix, Twitter, Spotify, Reddit, CNN, PayPal, Pinterest და Fox News, ასევე გაზეთების — Guardian-ის, the New York Times-ისა და the Wall Street Journal-ის ვებგვერდები. თავდასხმის ობიექტი ძირითადად Dyn-ი იყო, ინტერნეტ-ტრაფიკის კომპანია, რომელიც ამუშავებს ინტერნეტ-დომენის სახელთა სისტემას (DNS).გარდა ამისა, როგორც Amazon-ის ვებ-სერვისის დანაყოფი იუწყება, რამდენიმესაათიანი პრობლემა მათაც შეექმნათ. Dyn-ის ინტერნეტის ანალიზის დირექტორის, დუგ მოდირის განცხადე
გატესტეთ აპლიკაცია მის ჩამოტვირთვამდე

გატესტეთ აპლიკაცია მის ჩამოტვირთვამდე

კომპანია Google-ს აპლიკაციების ონლაინ-მაღაზიაში, Play Store ცვლილებები შეაქვს, რაც ჩამოტვირთვამდე სიახლით სარგებლობას გულისხმობს. (more…)
საიდუმლო კოდები ანდროიდის ტიპის მობილურებისთვის!

საიდუმლო კოდები ანდროიდის ტიპის მობილურებისთვის!

დღეს თითქმის ყოველ მეორე ადამიანს აქვს "ჭკვიანი ტელეფონი"(ანდროიდი). მაგრამ ყველამ არ იცის საიდუმლო კოდების შესახებ, რომლებიც ამ აპარატებს გააჩნიათ... სანამ სტატიის მთავარ თემაზე გადავიდოდე, მინდა მოგახსენოთ, რომ ეს კოდები ყველანაირად დატესტილია, ზოგიერთი მათგანი არ მუშაობს გარკვეულ მოდელებზე, თუმცა სცადეთ, შესაძლოა თქვენს მობილურებში წარმატებული აღმოჩდეს... 1. თუ გაქვთ iPhone, მაშინ სცადეთ ამ კოდის შეყვანა - *3001#12345#* - თქვენ მიიღებთ მაქსიმალურ ინფორმაციას სიმ ბარათის, ტექნიკურად გამართულობის და ანტენის მიღების შესახებ. 2. თუ გაქვთ Nokia Lumia, მაშინ სცადეთ ეს კოდი - ##634# 3. ანდროიდის აპარატებისთვის განსაკუთრებულ კოდს წარმოადგენს - *#*#4636#*#* რომელიც მთლიანად შიდა მენიუს გაჩვენებთ და ყველაფერი თქვენს გადაწყვეტილებებს დაემორჩილება! 4. IMEI კოდის გასაგებად - * # 06 # 5. RAM(ოპე
ArtPC: სიახლე Samsung-სგან

ArtPC: სიახლე Samsung-სგან

კომპანია Samsung-ი პერსონალური კომპიუტერების მაგიდების ახალი ხაზის ჩასაშვებად ემზადება. სიახლეს ArtPC ჰქვია და ვიზუალურად ის Apple-ის Mac Pro-ს მოგაგონებთ. Amazon-ზე უკვე შესაძლებელია წინასწარი შეკვეთის მიცემა. (more…)