Keywords

ინფორმაციის უდანაკარგოდ შეკუმშვა

ინფორმაციის უდანაკარგოდ შეკუმშვა

უდანაკარგოდ ინფორმაციის შეკუმშვა — გამოყენებითი მათემატიკის, კერძოდ კი ინფორმაციის თეორიის ერთ-ერთი დარგია. ის შეისწავლის ინფორმაციის შეკუმშვის ისეთ მეთოდებს, რომლების გამოყენებითად შემდგომში საწყისი ინფორმაციის ზუსტი ასლის აღდგენა შეიძლება. მაგალითად ნებისმიერი კომპიუტერული არქივატორი (ZIP, RAR) იყენებს უდანაკარგო შეკუმშვის მეთოდებს. ზოგიერთი ინფორმაციის შეკუმშვა შესაძლებელია ასევე დანაკარგებითაც. მაგალითად JPEG ფორმატში შესაძლებელია ნახატების შეკუმშვა, მათი ხარისხის გაუარესების ხარჯზე. ასეთი შეკუმშვის შედეგად ჩვენ ვეღარ აღვადგენთ საწყის ნახატს შეკუმშული ნახატიდან, რადგან ინფორმაციის ნაწილი დაკარგულია. ინფორმაციის უდანაკარგო შეკუმშვა ძირითადად ხდება უფრო ხშირი ინფორმაციის, უფრო მოკლე კოდებით, ხოლო უფრო იშვიათის უფრო გრძელი კოდებით წარმოდგენის ხარჯზე. ეს ზოგ ადგილას ზრდის „ფაილს“, ხოლო