MAC

ინტერნეტში iPhone 8-ის ახალი კონცეპტის ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)

ინტერნეტში iPhone 8-ის ახალი კონცეპტის ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)

მართალია Apple-ის ახალი ფლაგმანი სულ რამდენიმე თვის წინ ვიხილეთ, თუმცა, ფანების მოლოდინი კვლავ მომდევნო მოდელისკენაა მიმართული. iPhone 8, როგორც ჩანს, ფანების მოლოდინებს გაამართლებს და მთლიანად განსხვავებული დიზაინით იქნება წარმოდგენილი. როგორც იმრან ტეილორი აცხადებს, Apple-ის ახალი გაჯეტის დისფლეიზე გამქრალი იქნება ვერტიკალური ჩარჩოს ადგილი. ეს იქნება მთლიანი დისფლეი, გლუვი კიდეებით. მხოლოდ ფრონტალური კამერისა და ფიზიკური ღილაკის ნაცვლად ჩაშენებული Notification-ის პანელისთვის იქნება დატოვებული დისფლეის ზედა და ქვედა ჰორიზონტალზე მცირე ადგილი.უკანა მხარეზე ისევ განთავსებული იქნება ორმაგი კამერა, რომელიც პირველად iPhone 7-ში დაინერგა. სავარაუდოდ, დივაისი კვლავ შეინარჩუნებს Waterproof ტექნოლოგიას და მასში გამოტოვებული იქნება 3.5 mm-იანი ყურსასმენებისთვის განკუთვნილი პორტი. გთავაზობთ ვიდეო
თქვენი დრო შეზღუდულია

თქვენი დრო შეზღუდულია

MAC, OS
თქვენი დრო შეზღუდულია, ნუ გაფლანგავთ მას. ნუ მისდევთ დოგმებს, რომლებიც სხვა ადამიანების ცხოვრებიდან გამომდინარეობს და მათი გამოცდილების შედეგია. ნუ მისცემთ სხვის ხმას ნებას, რომ თქვენი საკუთარი ხმა ჩაახშოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: მიჰყევით თქვენს გულსა და ინტუიციას. მათ თითქოსდა იციან, რა გსურთ სინამდვილეში… დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.. ცხოვრება ძლიერად გვკრავს ხოლმე ხელს. ნუ დაკარგავთ რწმენას! ახლა ვხვდები, რომ ერთადერთი რამ რის გამოც გზა გავაგრძელე იყო ის, რომ მიყვარდა რასაც ვაკეთებდი… აუცილებლად უნდა იპოვნოთ საქმე, რომელიც გიყვართ. სამუშაო თქვენი ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილია და ერთადერთი გზა, რომ ცხოვრების ამ ნაწილით კმაყოფილი დარჩეთ ისაა, რომ აკეთოთ ის, რისი კეთებაც გიყვართ! თუ ჯერ კიდევ ვერ გიპოვნიათ ასეთი რამ, გააგძელეთ ძებნა – არ შეჩერდ
სტივ ჯობსი – კაცი

სტივ ჯობსი – კაცი

2011 წლის 5 ოქტომბერს, კორპორაცია apple-მა მსოფლიოს აუწყა, რომ გარდაიცვალა სტივ ჯობსი – კაცი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც არ იცის, თუ ვინ იყო იგი. სტივენ პოლ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს დაიბადა სან ფრანცისკოში. მისი ბიოლოგიური მშობლები სირიელი ემიგრანტი აბდულფატაჰ ჯონ ჯანდალი და ამერიკელი ჯოან სიმპსონი იყვნენ. სამწუხაროდ, სტივს არ გაუმართლა და იგი გააშვილეს. ახალმა მშობლებმა პოლ და კლარა ჯობსებმა სტივს გვარი და ახალი ოჯახი აჩუქეს. ჯობსმა არ ისურვა ბიოლოგიურ მამასთან დაკავშირება და ყოველნაირად გაურბოდა მასთან შეხვედრას. ჯანდალმა საჯარო განცხადება კი მხოლოდ 2011 წელს გააკეთა, როცა საზოგადოებამ სტივ ჯობსის apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ შეიტყო. (more…)