PHP

PHP-ის შესაძლებლობანი

PHP-ის შესაძლებლობანი

Keywords, MySQL, PHP
PHP-ს ძალიან ბევრი შესაძლებლობა გააჩნია. ყველაზე მთავარი ის არის, რომ PHP-ის სერვერის მხარეს მომუშავე სკრიპტების გამოყენებაზეა ფოკუსირებული. ამგვარად, PHP-ს შეუძლია შეასრულოს ყველაფერი, რასაც CGI-ის ნებისმიერი სხვა პროგრამა ასრულებს. მაგალითად, შეუძლია მონაცემთა ფორმების დამუშავება, დინამიკური გვერდების გენერირება, გადააგზავნოს და მიიღოს cookies. მაგრამ, გარდა ამისა PHP-ს კიდევ მრავალი სხვა ამოცანის შესრულებაც შეუძლია. PHP-ის გამოყენების სამი ძირითადი სფერო არსებობს: სერვერის მხარეს შესასრულებელი სკრიპტების შექმნა. PHP ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება. იმისათვის, რომ PHP-სკრიპტების შესრულების შედეგების ნახვა შევძლოთ, საჭიროა მომუშავე web-სერვერი და კომპიუტერზე დაყენებული PHP. ბრძანების სტრიქონში შესასრულებლად სკრიპტების შექმნა. შეგიძლიათ შექმნათ PHP-სკრიპტები,