Facebook-ი VR ტექნოლოგიის აქტიურ ტესტირებას გეგმავს

მას შემდეგ, რაც 2014 წელს მარკ ცუკერბერგი კომპანია Oculus-ს დაუკავშირდა, თითქმის ყველა ფიქრობდა, რომ მათი თანამშრომლობა საბოლოოდ მაინც facebook-ს შეეხებოდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიგანტური სოც-ქსელის მფლობელი საკუთარ პლათფორმაში ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის დანერგვას აპირებდა. სწორედ ამის შესახებ წერს გამოცემა Hi-News, რომელიც ახალი სერვისის – facebook Spaces-ის შესახებ გვესაუბრება. ჯერ კიდევ გუშინ, ეს სერვისი სატესტო ფაზაში გაეშვა.

,,ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან კომუნიკაცია ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შემადგენელი ნაწილია. ხშირად დროის სიმცირის გამო, ფიზიკურად ვერ ვახერხებთ მათ რეალურ დროში მონახულებას, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია, რომელიც ინტეგრირებული იქნება ჩვენივე სოც. ქსელში. მისი მეშვეობით თქვენ შეგეძლებათ აღმოჩნდეთ სასურველ გარემოში თქვენთვის საყვარელ ადამიანთან ერთად.” – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

Oculus-ის სათვალის შეძენა კომპანიის საიტზე ან Oculus Store-ზეა შესაძლებელი, რაც შეეხება facebook Spaces-ის, იგი აპლიკაციაა და მისი გადმოწერა აბსოლუტურად უფასოდაა შესაძლებელი.

წყაროhttp://fortunaplus.ge/f

კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.