IT & პროგრამირება

IT & პროგრამირება

Ivory Search

Google-ის აპლიკაცია გამოიანგარიშებს რა დროით მოიხმართ სმარტფონს
ტექნოლოგიები

Google-ის აპლიკაცია გამოიანგარიშებს რა დროით მოიხმართ სმარტფონს


ფოტო: shutterstock.com

ევროპარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად Google-ი რეკლამის შეძენის მსურველ პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდტებს იდენტიფიკაციის დადასტურებას მოსთხოვს. ამის შესახებ Engadget-ი წერს.
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა უკვე გამოაქვეყნა მოთხოვნები, რაც პოლიტიკური რეკლამის შეძენამდე მსურველს აპლიკაციის შევსებასა და ნამდვილობის დადასტურებას ავალდებულებს. დამკვეთებს ასევე მოუწევთ დადასტურება იმისა თუ ვინ აფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს.
მსგავსი გადაწყვეტილება 2018 წლის შუალედურ არჩევნებამდე ამოქმედდა Google-მა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
რეგულაციების ამოქმედების მიზეზი უცხოური დეზინფორმაციის გავრცელების აკრძალვა და 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამოცდილების გაზიარებაა.
Google-ის გარდა პოლიტიკური რეკლამის გამჭირვალობის მექანიზმი Facebook-მა მიმდინარე წელს შეერთებულ შტატებში, ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთში აამოქმედა.
2017 წლის 2 ოქტომბერს Facebook-მა საგამოძიებო უწყებებს 3000-მდე სარეკლამო კამპანიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ დაფინანსდა. Google-მა კი წარმოადგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რუსმა ჯაშუშებმა ათეულობით ათასი დოლარი გადაიხადეს რეკლამებში, რომლებიც 2016 წლის ამერიკულ არჩევნებში, დონალდ ტრამპის გამარჯვებას შეუწყობდა ხელს.
მაისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ Google-ი საარჩევნო რეკლამის განთავსების პირობებს პირობებს ცვლიდა. Google-ის გადაწყვეტილება Facebook-ის მსგავსად ბოლო პერიოდის სკანდალების შემდეგ არჩევნების შედეგებზე სოციალური მედიის გავლენას უკავშირდება.

წყარო: imedinews.ge