Google-მა მომხმარებელს ღრუბლოვანი მეხსიერების განახლებული პაკეტები შესთავაზა

Google-ი Drive-ი რებრენდინგს ახორციელებს და მომხმარებელს Google One-ის სახელით ღრუბლოვანი (Cloud) მეხსირების შემნახველი პაკეტების არჩევისას მეტ შესაძლებლობას სთავაზობს. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

საუბარია მარტივ სატარიფო პოლიტიკაზე. მაგალითად 100GB მეხსიერებას Google One-ი მომხმარებელს ყოველთვიურად 1.99, ხოლო 200GB-ს 2.99 დოლარად სთავაზობს. კონცერნის გადაწყვეტილება ბოლო 4-წელში პირველი ნაბიჯია, როდესაც Google-მა მის სერვისზე ფასები შეამცირა.

განახლდა დიდი მუცულობის სატარიფო პაკეტიც. აქამდე თუ მომხმარებელი 1TB მეხსიერებაში $9.99 იხდიდა, ამ ფასად ის 2 ტერაბაიტს მიიღებს.

Google-ში განაცხადეს, რომ Drive-ის პერსონალური სატარიფო პაკეტები Google One-ის პოლიტიკით უკვე ჩაანაცვლეს.

წყარო:imedinews.ge

0Shares