iPhone 8-ზე მოთხოვნამ იკლო

Apple-ის აქციები 1,5%-ით დაეცა. მიზეზად ახალ iPhone 8-ზე საკმაოდ დაბალი მოთხოვნა სახელდება, იკლო სმარტფონზე წინასწარი შეკვეთის რაოდენობამაც. აღსანიშნავია ისიც, რომ Apple-ის წინა თაობის სმარტფონები უფრო დიდი მოთხოვნით სარგებლობს, ვიდრე აღნიშნული მოდელი.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მოთხოვნებს ახალი iPhone X გაზრდის და ის გაყიდვების ლიდერი გახდება.

საიუბილეო სმარტფონის პრეზენტაცია კი 27 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

Facebook (0)