PHP-ის განვითარების ისტორია

PHP-მ ბოლო წლების განმავლობაში განვითარების დიდი გზა გაიარა და web-დაპროგრამების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ენა გახდა.

PHP-ის საფუძველს წარმოადგენს ძველი პროდუქტი, რომელსაც PHP/FI (Personal Home Page / Forms Interpreter – პერსონალური მთავარი გვერდი / ფორმების ინტერპრეტატორი) ერქვა,. PHP/FI 1995 წელს რასმუს ლერდორფმა შექმნა, რომელიც მისი რეზიუმეს მონახულების სტატისტიკის წარმოებისათვის Perlსკრიპტების ნაკრებს წარმოადგენს. Web-ის განვითარება ის-ის იყო იწყებოდა და ამ ამოცანის გადაწყვეტის არავითარი სპეციალური საშუალებები არ არსებობდა, რამაც ავტორის მიმართ მრავალი შეკითხვა წარმოშვა. ლერდორფმა თავისი ინსტრუმენტების უფასოდ დარიგება დაიწყო. მათ „Personal Homepages Tools“ (PHP) – „პერსონალური მთავარი გვერდის ინსტრუმენტებს“ უწოდებდნენ. მალე მეტი ფუნქციურობა გახდა საჭირო და მან C ენაზე უფრო სრულყოფილი ვერსია შექმნა, რომელიც ბაზებთან მუშაობდა და მარტივი web-დანართების დამუშავება შეეძლო.

  • წელს PHP/FI 2.0 გამოვიდა. მალე, იგი PHP 3.0-ის ალფავერსიამ შეცვალა. PHP 3.0 ამჟამად არსებული PHP-ის მსგავსი პირველი ვერსია იყო. 1997 წელს ენდი გუტმანსმა (Andi Gutmans) და ზივ სურასკიმ (Zeev Suraski) ხელახლა გადაწერეს კოდები. მათ PHP/FI 2.0 თავიანთი საქმისათვის უსარგებლოდ ჩათვალეს და რასმუს ლერდორფთან ერთად თავი PHP 3.0 PHP/FI-ის ოფიციალურ მემკვიდრედ გამოაცხადეს, ხოლო PHP/FI-ზე მუშაობა პრაქტიკულად შეწყდა.

დაპროგრამების აბსოლუტურად ახალმა ენამ ახალი სახელი მიიღო. ენას უბრალოდ „PHP“ ეწოდა, რაც ასე იკითხება „Hypertext Preprocessor“ – „ჰიპერტექსტის პრეპროცესორი“.

PHP 3.0 ცხრათვიანი ტესტირების შემდეგ ოფიციალურად 1998 წლის ივნისში იქნა გამოშვებული.

  • წლის ზამთარში, პრაქტიკულად PHP 3.0-ის ოფიციალური გამოსვლისთანავე, ენდი გუტმანსმა და ზივ სურასკიმ PHP ბირთვის გადამუშავება დაიწყეს. შესაძლებლობების გაფართოებამ PHP 3.0-ს მონაცემთა ბაზების ნაკრებთან მუშაობისა და მრავალი სხვადასხვა  API და პროტოკოლის მხარდაჭერის საშუალება მისცა. მაგრამ მას მოდულების მხარდაჭერა არ ჰქონდა და დანართებიც არაეფექტურად მუშაობდნენ.

ახალი „ამძრავი ძალა“ ანუ ბირთვი, რომელსაც „Zend Engine“ უწოდეს, ამ პრობლემას წარმატებით ართმევს თავს და პირველად 1999 წლის შუაში იქნა წარმოდგენილი. PHP 4.0, რომელიც ამ „ამძრავ ძალას“ დაეფუძნა და რომელმაც ხმარებაში შემოიტანა დამატებითი ფუნქციების ნაკრები, ოფიციალურად 2000 წლის მაისში გამოვიდა. ზემოთ ჩამოთვლილი სიახლეების გარდა PHP 4.0-ში კიდევ მრავალი სიახლე იყო, როგორიცაა სესიების მხარდაჭერა, ინფორმაციის გამოტანის ბუფერიზაცია, მომხმარებლის მიერ შეტანილი ინფორმაციის გადამუშავების უფრო მეტი უსაფრთხოება და რამდენიმე ახალი ენობრივი კონსტრუქცია.

PHP-ის მეხუთე ვერსია 2004 წლის 13 ივლისს იქნა გამოშვებული. ცვლილება მისი ბირთვის Zend (Zend Engine 2) განახლებას მოიცავს, რამაც ინტერპრეტატორის ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაზარდა. შემოტანილ იქნა XML – მონიშვნის ენის მხარდაჭერა. სრულად გადამუშავდა ობიექტორიენტირებული დაპროგრამების ფუნქციები, რომელიც Java-ში გამოყენებულ მოდელებს ემთხვევა. კერძოდ, შემოღებულია დესტრუქტორი, ღია, დახურული და დაცული წევრები და მეთოდები, საბოლოო წევრები და მეთოდები, ინტერფეისები, ობიექტთა კლონირება და მრავალი სხვა.

 PHP-ის მეექვსე ვერსიაზე მუშაობა 2006 წლის ოქტომბერში დაიწყო. მისი ერთ-ერთი ძირითადი სიახლე Unicode-ის მხარდაჭერა უნდა ყოფილიყო. მაგრამ 2010 წლის მარტში PHP 6-ის დამუშავება უპერსპექტივოდ იქნა მიჩნეული Unicode-ის მხარდაჭერის სირთულის გამო და მასზე მუშაობა შეწყდა. PHP 6-ის საწყისმა კოდმა 5.4-ის ვერსიის დამუშავებაში გადაინაცვლა.

ავტ:თეიმურაზ სტურუა ბესიკ ტაბატაძე თეა თოდუა