PHP-ის ინსტალაცია

PHP-ის ინსტალაცია შეიძლება სხვადასხვა ხერხით. შეგვიძლია დავაყენოთ კომპონენტები ცალ-ცალკე ან გამოვიყენოთ უკვე არსებული ნაკრებები, მაგალითად Denwer ან EasyPHP. ასეთ ნაკრებებში კომპონენტებს უკვე გააჩნიათ საწყისი პარამეტრები და მზად არიან საიტების შესაქმნელად. მაგრამ ადრე თუ გვიან საჭირო ხდება ცალკეული კომპონენტების კონფიგურაციის შეცვლა ან ახალი მოდულების ჩართვა. ამიტომ, ჩვენ კომპონენტებს დავაყენებთ ცალ-ცალკე. ოპერაციულ სისტემად გამოვიყენებთ Windows-ს.

რას ნიშნავს PHP-ს ინსტალაცია? პირველ რიგში საჭიროა PHP-ს ინტერპრეტატორი. გარდა ამისა საჭიროა ვებსერვერი, მაგალითად Apache, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ შექმნილ საიტზე მიმართვას. ვინაიდან ჩვენ გამოვიყენებთ მონაცემთა ბაზებს, ასევე საჭიროა რომელიმე მონაცემთა ბაზის პროგრამა. ავირჩიოთ MySQL, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად გამოიყენება PHP-სთან ერთად.

PHP-ს ინსტალაციისთვის შევიდეთ საიტზე http://php.net/. ჩამოტვირთვების გვერდზე არის სხვადასხვა დისტრიბუტივები ოპერაციული სისტემა Linux-ისთვის. ვინაიდან ჩვენ ვაპირებთ დაყენებას Windows-ზე, უნდა გადავიდეთ გვერდზე http://windows.php.net/download/.

გადმოვწეროთ PHP-ს ბოლო გამოშვების zip-არქივი:

 

როგორც წესი, PHP-ს ვერსია გამოდის ორი სახით: Non Thread Safe და Thread Safe. ჩვენ უნდა ავირჩიოთ Thread Safe. არსებობს ორი ვარიანტი: 32 ბიტიანი და 64 ბიტიანი. უნდა ავირჩიოთ ოპერაციული სისტემის შესაბამისად.

ამოვიღოთ ფაილები და საქაღალდეები არქივიდან და მოვათავსოთ მისამართზე c:\php.

ახლა საჭიროა PHP-ს მინიმალური კონფიგურაცია. ამისათვის c:\php საქაღალდეში მოვნახოთ ფაილი  php.ini-development. ამ ფაილსი არის ინტერპრეტატორის საწყისი კონფიგურაცია. გადავარქვათ მას სახელი და დავარქვათ php.ini. ამის შემდეგ გავხსნათ ტექსტურ რედაქტორში და მოვძებნოთ სტრიქონი:

 

  ; extension_dir = “./”

ეს სტრიქონი უჩვენებს საქაღალდეს PHP-ს გაფართოებებით. მოვხსნათ კომენტარი სტრიქონს (ამისათვის წავშალოთ წერტილმძიმე სტრიქონის დასაწყისში) და შევცვალოთ შემდეგნაირად:

 extension_dir = “C:/php/ext

რადგანაც ყველა გაფართოება მოთავსებულია ext საქაღალდეში.

რადგანაც მონაცემთა ბაზებისთვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ MySQL,  იგი უნდა მივუთითოთ php.ini ფაილში. შესაბამისი ჩანაწერი ფაილსი უკვე არის, ოღონდ ჩაკომენტარებულია:

  ;extension=php_mysqli.dll

ამოსაკომენტარებლად მოვაშოროთ წერტილმძიმე:

  extension=php_mysqli.dll

სხვა კონფიგურაცია ფაილში დავტოვოთ უცვლელად.

წყარო:http://webschool.ge

0Shares