PHP-ის შესაძლებლობანი

php

PHP-ს ძალიან ბევრი შესაძლებლობა გააჩნია. ყველაზე მთავარი ის არის, რომ PHP-ის სერვერის მხარეს მომუშავე სკრიპტების გამოყენებაზეა ფოკუსირებული. ამგვარად, PHP-ს შეუძლია შეასრულოს ყველაფერი, რასაც CGIის ნებისმიერი სხვა პროგრამა ასრულებს. მაგალითად, შეუძლია მონაცემთა ფორმების დამუშავება, დინამიკური გვერდების გენერირება, გადააგზავნოს და მიიღოს cookies. მაგრამ, გარდა ამისა PHP-ს კიდევ მრავალი სხვა ამოცანის შესრულებაც შეუძლია.

PHP-ის გამოყენების სამი ძირითადი სფერო არსებობს:

  • სერვერის მხარეს შესასრულებელი სკრიპტების შექმნა. PHP ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება. იმისათვის, რომ PHP-სკრიპტების შესრულების შედეგების ნახვა შევძლოთ, საჭიროა მომუშავე web-სერვერი და კომპიუტერზე დაყენებული PHP.
  • ბრძანების სტრიქონში შესასრულებლად სკრიპტების შექმნა. შეგიძლიათ შექმნათ PHP-სკრიპტები, რომელთა გაშვება webსერვერისა და ბრაუზერისაგან დამოუკიდებლად იქნება შესაძლებელი.
  • კლიენტის მხარეს შესრულებადი GUI დანართის შექმნა. მართალია, PHP მსგავსი დანართების შესაქმნელად საუკეთესო ენა არ არის, მაგრამ, თუ კარგად ვიცით იგი, მაშინ ეს შესაძლებელი იქნება.

PHP-ის უმეტესობა ისეთი ოპერაციული სისტემებისათვისაა მისაწვდომი, როგორიცაა Linux, Unix-ის მრავალი მოდიფიკაცია

(HP-UX, Solaris და OpenBSD), Microsoft Windows, Mac OS X, RISC OS და მრავალი სხვ. გარდა ამისა, PHP-ში მრავალი თანამედროვე webსერვერის მხარდაჭერაა ჩართული, ისეთი, როგორიცაა Apache,

Microsoft Internet Information Server, Personal Web Server, სერვერები Netscape და iPlanet, Oreilly Website Pro, Caudium, Xitami, OmniHTTPd და მრავალი სხვ. ამგვარად, თუ აირჩევთ PHP-ს, თქვენ თავისუფლად შეგეძლებათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ოპერაციული სისტემა და web-სერვერი. გარდა ამისა, თქვენ შეგეძლებათ პროცედურულ და ობიექტ-ორიენტირებულ დაპროგრამებას შორის  აირჩიოთ ერთ-ერთი ან მათი შეთავსება.

PHP-ს შეუძლია არამარტო  HTML-ისა და PHP-ს შესაძლებლობების გაცემა, არამედ გამოსახულების, PDF ფაილებისა და Flash (libswf და Ming გამოყენებით) რგოლების ფორმირებაც. PHP ასევე, ნებისმიერი ტექსტური მონაცემის, მაგალითას, XHTML-ისა და სხვა XML-ფაილების გამოტანის, ავტომატური გენერირებისა და შენახვის საშუალებასაც იძლევა და ამგვარად, კეშ დინამიკური მეხსიერების ორგანიზებას და სერვერის მხარეს მის განთავსებას ახდენს.

PHP-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას მონაცემთა ბაზის ფართო წრის მხარდაჭერა წარმოადგენს. მონაცემთა ბანკის გამოყენების სკრიპტის შექმნა ძალიან მარტივია. ამჟამად, PHP შემდეგ მონაცემთა ბაზებს უჭერს მხარს:

Adabas D Ingres Oracle (OCI7 и OCI8)
dBase InterBase Ovrimos
Empress FrontBase PostgreSQL
FilePro (მხოლოდ წასაკითხად) mSQL Solid
Hyperwave Direct MS-SQL Sybase
IBM DB2 MySQL Velocis
Informix ODBC Unix dbm

PHP აგრეთვე, სხვა სერვისებთან „ურთიერთობას“ LDAP, IMAP, SNMP, NNTP, POP3, HTTP, COM (Windows-ის პლატფორმა) და სხვა მრავალი პროტოკოლის გამოყენებით უჭერს მხარს.

 

ავტორი:თეიმურაზ სტურუა ბესიკ ტაბატაძე თეა თოდუა

კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.