ჭდე: გრაფიკები

სურათის და გრაფიკული ელემენტების ჩასმა

სურათის და გრაფიკული ელემენტების ჩასმა

მოგესალმებით, ვიდეო გაკვეთილში განვიხილავთ სურათის ჩასმას ელექტრონულ ცხრილებში, ასევე გრაფიკული ელემენტის შემოტანას და სამუშაო ფურცლის ფონის შეცვლას სურათის მეშვეობით. გავხსნათ ელექტრონული ცხრილების პროგრამა და სურათის შემოსატანად შევიდეთ ლენტის ზოლზე ,,insert’’ მენიუში. სურათის ჩასასმელად გვაქვს ორი ვარიანტი: ერთი არის ,,picture’’ ბრძანება , ხოლო მეორე ,,online picture’’. ,,picture’’ საშუალებას იძლევა ჩვენს კომპიუტერში არსებული სურათი ჩავსვათ ელექტრონული ცხრილების სამუშაო ფურცელზე, ხოლო ,,online pictures’’ საშუალებას გვაძლევს ინტერნეტ სივრცეში მოცემული სურათები ჩავსვათ ელექტრონულ ცხრილებში. ამჟამად მე შევარჩევ ,,pictures’’ ბრძანებას და კონტექსტურ მენიუში მოვნახავ სურათს, რომელიც უკვე ჩაწერილი მაქვს კომპიუტერში. სურათის შემოსატანად დავაწკაპუნოთ სასურველ სურათს, და მის ჩასასმელად დავაჭირო