ჭდე: ინტერნეტი

ქსელების ისტორია

ქსელების ისტორია

ქსელური ურთიერთქმედების კონცეფციის შექმნასთან დაკავშირებით, თეორიული სამუშაოები პირველი გამომთვლელი მანქანების გამოჩენისთანავე დაიწყო, მაგრამ პრაქტიკულად შედეგების მიღება მხოლოდ გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს მოხერხდა, როდესაც გლობალური ქსელებისა და პაკეტური კომუნიკაციის ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელი გახდა ე.წ. სუპერკომპიუტერების ანუ Mainframe კლასის გამოთვლითი მანქანების ურთიერთ დაკავშირება, რამაც მათი ეფექტიურობა მნიშვნელოვნად გაზარდა. 1969 წელს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ თავდაცვითი და სამეცნიერ-კვლევითი ცენტრების სუპერკომპიუტერების ერთ საერთო ქსელში გაერთიანების იდეის განხორციელება დაიწყო. ქსელის სახელწოდება გახლდათ ARPANET და სწორედ ეს გახდა პირველი და ყველაზე გავრცელებული გლობალური ქსელის - ინტერნეტის შექმნის საფუძველი. 1974 წელს კომპანია IBM სუპერკომპიუტერებისთვის ქსელუ