ჭდე: კლიენტი

სერვერული აპარატურის კომპლექტაცია

სერვერული აპარატურის კომპლექტაცია

სერვერი - აპარატურული თვალსაზრისით შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სპეციალიზირებული კომპიუტერი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია, მასში ჩაწერილი სერვერული ოპერაციული სისტემის სერვისების სამართავად. სერვერ კომპიუტერებს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მოთხოვნები კლიენტი კომპიუტერებისგან და უპასუხოს მათ.  მიზანი შესაძლებელია იყოს მონაცემთა ან აპარატურული და პროგრამული რესურსების გაცვლა კლიენტებს შორის. ამგვარი არქიტექტურა იწოდება როგორც  კლიენტი-სერვერი მოდელი. ტიპიურ კომპიუტერულ სერვერებს მიეკუთვნება: მონაცემთა ბაზის სერვერები, ფაილური სერვერი, საფოსტო სერვერი, ვებ სერვერი, სათამაშო სერვერი, ბეჭდვის სერვერი, გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის სერვერები. შენიშვნა: მიუხედავად ტიპისა და აპარატურული შესაძლებლობებისა, სერვერული სერვისების განხორციელების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ კომპ