ჭდე: ლინუქსის სისტემა

რომელი ლინუქსი?

რომელი ლინუქსი?

Linux, OS
ლინუქსის დაყენებისას პირველი, რაც უნდა გადაწყვიტოთ _ რომელ ლინუქსს იყენებთ. უფრო სწორად, ლინუქსის რომელ პაკეტს, ანუ "დისტრიბუციას" (Linux distribution იხ. განმარტება ამ პოსტის ბოლოს). ვინაიდან ლინუქსი ღია და თავისუფალი პროგრამაა, მის დახვეწაზე დამოუკიდებლად ბევრი ჯგუფი მუშაობს. დღეს ლინუქსის 600-მდე განსხვავებული პაკეტი არსებობს (List of Linux distributions). ყველა მათგანი ხელმისაწვდომია ინტერნეტში. მაშ როგორ ავირჩიოთ? ჩემი რჩევა ასეთია: ყველაზე მნიშვნელოვანია, აირჩიოთ პაკეტი, რომელსაც ჰყავს მხარდამჭერ პროგრამისტთა მოქმედი ჯგუფი, თან რაც უფრო დიდია ეს ჯგუფი - უკეთესი. საქმე იმაშია, რომ კომპიუტერების და ინტერნეტ-ქსელების შესაძლებლობები ძალიან სწრაფად ვითარდება, ასევე სწრაფად იცვლება ჩვენი, მომხმარებლების მოთხოვნილებები. თუ გსურთ, რომ თქვენი კომპიუტერი ამ ცვლილებებს "ფეხდაფეხ" მისდ