Tag: მათემატიკა

მათემატიკის ისტორია

მათემატიკის ისტორია

(წინამდებარე მასალა თარგმნილი და რედაქტირებულია ჩემს მიერ უცხოური WIKI გვერდებიდან. ქართულ ინტერნეტ სივრცეში წარმოადგენს ექსკლუზივს). თანამედროვე ეპოქის მსოფლიოში გავრცელებული მეცნიერება მათემატიკა შორეული დროიდან იღებს სათავეს. წინათ იგი რამოდენიმე ადგილას იყო გავრცელებული, უძველესი მათემატიკური ტექსტები ჩვენს ერამდე 1900 წლით თარიღდება და ბაბილონურ ხელწერაში (Plimpton 322 მათემატიკა)გვხვდება. ძველი ეგვიპტური მათემატიკა სათავეს იღებს დაახლოებით 2000-1800 წლის წინათ ჩვენს ერამდე, რასაც მოწმობს ძველ ეგვიპტელთა პაპირუსზე შემორჩენილი ხელნაწერები და მოსკოვში აღმოჩენილი ეგვიპტელთა მათემატიკური პაპირუსის ფრაგმენტები დათარიღებული 1890 წლით ჩვენს ერამდე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ტექსტს ერთი საერთო აქვს და ისინი დაფუძნებულნი არიან ეგრეთწოდებულ პითაგორას თეორემაზე, რომელიც როგორც ჩანს უძველესი და ფართ